ანზორ ჩუბინიძე

12 Sep. 2023, 12:55

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის, უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე არის გაკეთებული შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევრო შესაბამისი ლარის კურსით. თანხა არის წინსწრებით გადახდილი და შესაბამისად არის სავარაუდო, და იგი შესაძლებელია მცდირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას და წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას. 

კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე დავალების მოცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებით. დღეს მე საზოგადოებას ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება მოხდენილია კერძო პიროვნების მიერ, და ეს პიროვნება არის ტარიელ ღარიბაშვილი. 

ამბობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე. ის ეხმაურება პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის მიმართ არსებულ ბრალდებებს, რომ მან სამთავრობო თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.  


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით

მოკლედ: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, საქართველოში, უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით,…