Gen-Z ბიჭების როლი თანასწორობისთვის ბრძოლაში — დარეგისტრირდი საფარის ფოკუს ჯგუფზე
ფემინისტური ორგანიზაცია საფარი უკვე 22 წელია, რაც გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში, საფარმა ქალთა გაძლიერებისთვის, ძალადობის პრევენციისა და თანასწორობის იდეების გავრცელებისთვის არაერთი აქტივობა განახორციელა. აღნიშნული აქტივობები ძირითადად ქალებთან მუშაობას მოიაზრებდა, ახლა კი ახალ პროექტს იწყებენ, რომლის ფარგლებში Gen-Z (17-დან 27 წლამდე) ბიჭებთან მუშაობას, მათთვის გენდერული თანასწორობის, ჯანსაღი და ტოქსიკური მასკულინობისა და თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაზიარებას აპირებენ.
ახალი პროექტის ფარგლებში შეიქმნება პლატფორმა, რომელიც გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის გზაზე მოზარდი ბიჭებისა და ახალგაზრდა კაცების როლის გააზრებას შეუწყობს ხელს და ძალადობის პრევენციის, მასკულინობის ჯანსაღი გააზრებისა და თანასწორობის გავრცელების საშუალებად იქცევა.
პლატფორმის ამოქმედებამდე და პროექტით გათვალისწინებული სხვა აქტივობების დაწყებამდე, საფარი ატარებს კვლევას. კვლევის მიზანია, საბაზო ცოდნის შეგროვება ჯენზის გამოცდილებებზე, განწყობებზე, რწმენებსა თუ დამოკიდებულებებზე. კვლევის ფარგლებში ტარდება ფოკუს ჯგუფები 17-27 წლის ბიჭებისთვის.
როგორ და რატომ უნდა ჩაერთოთ ფოკუს ჯგუფებში
პროექტი ახალგაზრდა კაცების თანასწორობისთვის ბრძოლაში მეტ ჩართულობას გულისხმობს, ამიტომ საწყის ეტაპზე გენდერული სტერეოტიპების, ჯანსაღი და ტოქსიკური მასკულინობისა და თანასწორობის საკითხებზე მათი დამოკიდებულების გაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობისთვის არ არსებობს განსაკუთრებული კრიტერიუმები: ამისთვის უბრალოდ აუცილებელია, რომ იყო 17-დან 27 წლამდე, ქართულად გამართულად საუბრობდე და გქონდეს მზაობა, რომ შენი მოსაზრებები მკვლევარს გაუზიარო.
ფოკუს ჯგუფები ონლაინ ჩატარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებთ. პროექტის ფარგლებში სულ 6 ორსაათიანი ფოკუს ჯგუფი ჩატარდება — სამი 13 სექტემბერს, დანარჩენი სამი კი — 15 სექტემბერს.
ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობისთვის აუცილებელია 14 სექტემბრის ჩათვლით დარეგისტრირდე აღნიშნულ ბმულზე.
აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგები ანონიმურია და ის საჯაროდ არ გავრცელდება, ეს არის საბაზო კვლევა, რომელსაც საფარი პროექტის შემდეგი აქტივობების დაგეგმვისას გამოიყენებს.
რა უნდა იცოდეთ პროექტის მომდევნო ეტაპების შესახებ
პროექტის პირველი ეტაპის — ფოკუს ჯგუფების შემდეგ, საფარი კვლევის მონაწილე 15 ბიჭთან, რომლებიც დაინტერესებული არიან გენდერის საკითხებზე ცოდნის გაზიარებითა და თანასწორობისთვის ბრძოლაში მონაწილეობით, თანამშრომლობას გეგმავს.
შერჩეული ბიჭები პროექტისთვის შექმნილ სასწავლო კურსში მიიღებენ მონაწილეობას, რომლის მოდული და კურიკულუმი უკვე მზად არის.
საფარის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ნათია გვრიტიშვილის თქმით სასწავლო კურსი მოიცავს სწავლებას გენდერთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე.
"ტრენინგის ფარგლებში, Gen-Z ბიჭები გაივლიან სწავლებას ზოგადად გენდერულ საკითხებზე — თანასწორობაზე, მასკულინობაზე, მათ შორის, ჯანსაღ და ტოქსიკურ მასკულინობაზე. ტრენინგის შემდეგ მათ შეეძლებათ, ჩვენი მენტორობით დაგეგმონ შეხვედრები თანატოლებთან, მიღებული ცოდნა გაუზიარონ სხვებს და ისაუბრონ ამ საკითხებზე", — აღნიშნავს ნათია.
როგორც უკვე ვახსენეთ, საფარი პროექტის ფარგლებში სოციალური მედიის პლატფორმის შექმნასაც გეგმავს, რომელიც ახალგაზრდა ბიჭებს საშუალებას მისცემს, რომ სხვადასხვა, მათთვის სასურველი ტიპის კონტენტი შექმნან და სასწავლო კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ. ამ პლატფორმის ხელმძღვანელის პოზიციაზე საფარს ვაკანსია აქვს გამოცხადებული, რომლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ ბმულზე ნახავთ.
თუ ფიქრობ, რომ თანასწორი, არადისკრიმინაციული და არაძალადობრივი საზოგადოების შესაქმნელად მისი თითოეული წევრის ჩართულობა მნიშვნელოვანია, დარეგისტრირდი ფოკუს ჯგუფზე და სამომავლოდ სხვების ინფორმირებასაც ხელი შეუწყვე.
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვაო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაროგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით როგორი იყო უმუშევრობის დონე და დასაქმების მაჩვენებელი 2023 წელს — საქსტატის მიხედვით
-
-
გადახედვა"შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი "შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
კომენტარები