ჯოზეფ ბორელის მთავარი გზავნილები საქართველოსთვის
ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოში 7 სექტემბერს ჩამოვიდა. ვიზიტის მთავარი მიზანი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული პროგრესის განხილვა იყო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მოლდოვასა და უკრაინას — კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა.
- საქართველოს შემთხვევაში სტატუსის წინაპირობად 12 რეკომენდაციის შესრულება განისაზღვრა.
- ევროკომისიის მიერ 21 ივნისს წარდგენილ ზეპირ, შუალედურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული 12 რეკომენდაციიდან საქართველოს მხოლოდ 3 აქვს სრულად შესრულებული.
- მორიგ შეფასებას ევროკომისია 2023 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნებს.
დეტალები: საქართველოში ვიზიტისას ჯოზეფ ბორელი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
- აღნიშნული შეხვედრები, გარდა პრემიერმინისტრთან ერთად გამართული პრესკონფერენციისა, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
- ღარიბაშვილისა და ბორელის ერთობლივი პრესკონფერენცია 8 სექტემბერს გაიმართა, რომლის დროსაც ბორელმა მისი სამი მთავარი გზავნილი გააჟღერა.
პირველი გზავნილი იყო ის, რომ საქართველო ნამდვილად მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს.
- მისი თქმით, ჩამოსვლისთანავე მოიხიბლა იმით, რომ თბილისში ძალიან ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს, იმაზე მეტიც კი, ვიდრე ბრიუსელში.
- თუმცა, ამასთანავე აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს იმისთვის, რომ ეს ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული.
- "ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით. თქვენ შეასრულეთ სამი მათგანი და დანარჩენი ცხრა პროცესშია", — აღნიშნა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა.
- ბორელმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მუშაობა 12 პრიორიტეტის შესრულებაზე ნამდვილად ღირს შედეგად.
- "რთული სამუშაოს გაწევა არ არის იმისთვის, რომ ესიამოვნოს ბრიუსელს, არამედ იმისთვის, რომ გააუმჯობესოს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება", — აღნიშნა მან.
- ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. მისი შეფასებით, ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და გაზრდის პოლარიზაციას.
მეორე გზავნილი უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში.
- ბორელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მათი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და აღნიშნა, რომ ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ საჭირო იქნება.
- ამ საკითხზე საუბრისას ის გამოეხმაურა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენასაც და თქვა, რომ ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია.
- მისი თქმით, საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულებები და ამ მხრივ, ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი.
- "ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა. ზუსტად ამისთვის, ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში", — აღნიშნა მან.
მესამე გზავნილი ეხება ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
- ბორელმა თქვა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დღეს განსაკუთრებით ძლიერია ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან.
- "ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომას და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები".
- კონფერენციის დასრულების შემდეგ ბორელი საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები