"სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება ინკლუზიურ გარემოში" — ქარჩხაძის გამომცემლობის სიახლე
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება ინკლუზიურ გარემოში — ესაა სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის. წიგნი, რომელიც დაეხმარება მასწავლებლებს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიცემაში; სახელმძღვანელო, რომელიც მასწავლებლებს აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებასთან დაკავშირებით.
მკაფიო ენისა და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით, ავტორები, წამყვანი მეცნიერები და დარგის სპეციალისტები — დაიენ ბრაიანტი, ბრაიან ბრაიანტი და დებორა სმითი აჩვენებენ, როგორ შევქმნათ მართლაც ინკლუზიური საკლასო გარემო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკისა და პრაქტიკული სტრატეგიების მეშვეობით.
სკოლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილება, სამწუხაროდ, დღემდე სირთულეს წარმოადგენს, ინკლუზიურ გარემოში მომუშავე ბევრი მასწავლებელი ჯერაც დაურწმუნებელი და მოუმზადებელია ამ ტიპის სიძნელეებთან გასამკლავებლად. წინამდებარე წიგნი მასწავლებლებს აძლევს საშუალებას მიიღონ საჭირო ცოდნა, რომელიც უახლესი კვლევებითაა დადასტურებული და პრაქტიკაში მრავალგზისაა გამოცდილი.
წიგნის სარჩევიდანვე იგებს მკითხველი, რომ სახელმძღვანელო მრავალ მნიშვნელოვან თემას ეხება და დეტალურად განიხილავს, თუ რა არის ინკლუზიური განათლება, რა განსხვავებაა ინკლუზიურ და სპეციალურ განათლებას შორის, ვისთვის უნდა შეიქმნას ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და როგორია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების შეფასება-იდენტიფიკაციის პროცესი. სწორედ ამ და სხვა მრავალ პრაქტიკულ, გამოცდილებაზე დაყრდნობილ რჩევას, იდეებს აწვდის სახელმძღვანელო ნებისმიერ მასწავლებელს.
პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის მუდამ მნიშვნელოვანია, რომ ვითარდებოდნენ, მზად იყვნენ კლასში არსებული ნებისმიერი სირთულის დასაძლევად. წიგნში კი სწორედ ისეთი დეტალებია ახსნილი და მაგალითებია მოყვანილი, რომლებიც ნებისმიერ მასწავლებელს აჩვენებს გზას, მიმართულებას და ხშირად პირდაპირ შესაფერის გამოსავალსაც კი სხვადასხვა სიტუაციის შესაბამისად.
მნიშვნელოვანია ისიც აღინიშნოს, რომ წიგნი ამერიკულ რეალობას აცნობს ქართველ მკითხველს, თანამედროვე, თუმცა კარგად გამოცდილი, შესაფერისი კვლევებით დადასტურებული მიდგომები ქართველი მკითხველისთვის საინტერესო აუცილებლად იქნება. წიგნი გამოცემულია ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ წიგნის გამოცემა, რადგან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების სასკოლო გარემოში ინკლუზიური განათლების მიღების შესახებ ქართულ წიგნის ბაზარზე არსებული მცირე რაოდენობის წიგნების უმეტესობა მხოლოდ სპეციალისტებისთვისაა. სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება ინკლუზიურ გარემოში კი ის სახელმძღვანელოა, რომელიც ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის მარტივ ენაზეა დაწერილი, აღქმადია არა მხოლოდ სპეციალისტებისთვის, არამედ - ყველასთვის, ვისაც სურს ინფორმაცია მიიღოს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებასთან დაკავშირებით.
ვიმედოვნებთ, ეს გამოცემა შთაგონების წყარო გახდება ბევრი მასწავლებლისთვის. შესაბამისი ცოდნისა და ინსტრუმენტების წყალობით, ყველა მასწავლებელს შეუძლია დადებითი ცვლილებები შეიტანოს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესში.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
კომენტარები