რა ხდება ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ილიაუნის C კორპუსზე
რა მოხდა: 13 სექტემბერს გვანცა გულიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტის ბენეფიციარებს განუცხადეს, რომ ცენტრი იხურება.
- "უნდა დაინგრესო, ხალხო. ამას გვიცხადებენ სწავლის დაწყების წინა დღეს და ასზე მეტ აუტისტ ბავშვს ტოვებენ თერაპიების გარეშე", — წერდა ის.
- "აგიხსნით ეს რას ნიშნავს: დიაბეტის მქონე ადამიანისთვის ინსულინის შეწყვეტას, მართვით სუნთქვაზე მყოფისთვის აპარატის გათიშვას, თირკმლის უკმარისობის მქონეთათვის დიალიზის არ გაკეთებას, ანუ სასიცოცხლო მნიშვნელობის ქცევით თერაპიებს უწყვეტენ ბავშვებს და მოზარდებს", — განმარტავდა გულიაშვილი.
- მისივე თქმით, არ არსებობდა არანაირი გეგმა, შეთავაზება და ალტერნატივა, სადაც ბავშვების გადაყვანას შეძლებდნენ.
- ამ პოსტში საუბარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსზე, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, სწორედ იქ იყო ცენტრი განთავსებული.
- ამ ინფორმაციას მოქალაქეთა მხრიდან არაერთი კითხვა მოჰყვა, ვინაიდან ვიზუალურად ამ კორპუსს დაზიანებები არ ეტყობა — დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა ეს ხელისუფლების მორიგი ანგარიშსწორებაა კრიტიკულად განწყობილი უნივერსიტეტის მიმართ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განმარტებით, აკრედიტებული საექსპერტო კომპანიის დასკვნის მიხედვით, C კორპუსში სასწავლო-კვლევითი ან ნებისმიერი პროცესის წარმართვა საფრთხის შემცველია, შენობა არ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის მოთხოვნებს და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია.
- მათივე განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ახალი სასწავლო წლისთვის სრულად დახურონ C კორპუსი, რომელიც 2014 წელს დაარსდა და სადაც სერვისს ბავშვის განვითარების ინსტიტუტის 180-მდე ბენეფიციარი იღებს.
- რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უნივერსიტეტის კანცლერმა, ქეთევან ლეკირბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ დასკვნა მათი დაკვეთით მომზადდა და მის საფუძველზე სტუდენტები უკვე გადანაწილდნენ სხვა კორპუსებში, ხოლო ბავშვის განვითარების ინსტიტუტის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
- "ბავშვის განვითარების ინსტიტუტს სჭირდება სპეციფიკური სივრცეები — სენსორული ოთახი, თერაპიის ოთახები, ამიტომ მათი გადანაწილება ჩვეულებრივ საკლასო ოთახებში ვერ ხერხდება, შესაბამისად, სხვადასხვა მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი, რომ ბენეფიციარებისა და სპეციალისტების ინტერესების გათვალისწინებით, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს მათი გადანაწილება", — ლაკირბაიას ამ ციტატას ფორმულა ავრცელებს.
- გარდა ამისა, ილიაუნის კანცლერმა ნეტგაზეთთან განმარტა — დასკვნაში არ წერია, რომ შენობა უნდა დაინგრეს და ახლა სწორედ იმის გასარკვევი პროცედურები მიმდინარეობს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
ბავშვის განვითარების ინსტიტუტი თავის განცხადებაში წერს, რომ ეს ინფორმაცია მათთვის ძალიან მტკივნეულია.
- "წლების განმავლობაში, ჩვენ ამ ინსტიტუტის შენებასა და განვითარებაში დიდი ადამიანური და ემოციური რესურსი ჩავდეთ. თუმცა ემოციების მიღმა, მაშინ როცა არჩევანი დგას ბავშვების უსაფრთხოებასა და მათთვის აუცილებელი სერვისების უწყვეტად მიწოდებას შორის, ჩვენგან რაციონალური გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი მოქმედება გახდა საჭირო", — ვკითხულობთ განცხადებაში.
- მათივე განმარტებით, ამ ეტაპზე მუშაობენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და შესაბამის ცენტრებთან, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ოპტიმალურად მოხერხდეს ინსტიტუტის ყველა ბენეფიციარისა და სპეციალისტის გადანაწილება ანალოგიური სერვისების მიმწოდებელ ცენტრებში.
თბილისის მერია აცხადებს, რომ საქმის კურსში 12 სექტემბერს ჩააყენეს და თუ ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას და პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას, ბავშვები და მოზარდები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და არ მოხდება მათთვის თერაპიის სეანსების შეწყვეტა.'
-
მათივე ინფორმაციით, ამ ცენტრში მერიის აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მომსახურებას 82 ბენეფიციარი იღებს.
-
გადახედვათუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები
-
გადახედვანიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება ნიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება
-
გადახედვა"ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს "ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
-
გადახედვამეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა მეცნიერებმა მაღალი IQ მემარცხენე იდეოლოგიის ქონას დაუკავშირეს — კვლევა
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან ზურა ჯაფარიძე: პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი, არ ვიცით სად ჰყავთ, რას ედავებიან
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მასზე თავდასხმა სცადეს
კომენტარები