მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო — რა ვიცით
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მოლდოვასა და უკრაინას — კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა.
- საქართველოს შემთხვევაში სტატუსის წინაპირობად 12 რეკომენდაციის შესრულება განისაზღვრა.
- ამ პირობებს შორისაა დეოლიგარქიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, მიუკერძოებელი სამართალდამცავი უწყებების ფუნქციონირება და სხვა.
- იმისთვის, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულდეს, საქართველოს გარკვეული დრო მისცეს, რის შემდეგაც გადაწყდება — ვიმსახურებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს.
რა ხდებოდა დეოლიგარქიზაციაზე: რეკომენდაციების მიღებისთანავე ყველაზე მეტი კამათი დეოლიგარქიზაციის პუნქტს მოჰყვა — ჯერ იმაზე, ვინ მოხვდებოდა კანონით განსაზღვრულ სიაში და შემდეგ, როგორი იქნებოდა კანონი.
- საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო.
- კანონპროექტით წესრიგდებოდა ოლიგარქის ცნების განმარტება, პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, რეესტრიდან ამორიცხვისა და სხვა სამართლებრივი საკითხები.
- ევროკავშირი მოუწოდებდა საქართველოს კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისკენ, აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა, კელი დეგნანმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირის რჩევას ეთანხმებოდა.
- ქართული ოცნება თავიდან უარს ამბობდა, თუმცა ბოლოს გადაიფიქრა და კანონპროექტი მაინც გაგზავნა.
- კომისიის შუალედურ დასკვნაში ეწერა, რომ დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება, რაც მათი შეფასებით პრობლემატურია, თუმცა არ ნიშნავს, რომ ყველა ელემენტი და მიდგომა არალეგალურია.
- კომისია ასევე აცხადებდა, რომ კანონპროექტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმით შესაძლოა დაირღვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული პრინციპები და საჯარო განცხადებების ფონზე, არის კანონის თავისებურად გამოყენების რისკი.
- 12 აპრილს კანონპროექტში ცვლილებები შევიდა — მთავრობის ნაცვლად პირის ოლიგარქად ცნობის საკითხს ანტიკორუფციული ბიურო გადაწყვეტდა, ოლიგარქად ცნობილ პირებს პოლიტიკური პარტიების და დემონსტრაციების დაფინანსება აღარ აეკრძალებოდათ, ოლიგარქად რეგისტრირებული პირები კი ვერ შეძლებდნენ პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობას.
- 14 აპრილს შესწორებული ვერსია ისევ ვენეციის კომისიას გაეგზავნა, 13 ივნისს კი პასუხი მოვიდა — კომისია არ იყო დარწმუნებული, რომ კანონპროექტში შეტანილმა ცვლილებები ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტებთან გარდაუვალი შეუთავსებლობას გამოასწორებდა.
- კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველომ სისტემურის ნაცვლად, "პერსონალური მიდგომა" აირჩია და ურჩია პარლამენტს, არ მიეღო შესწორებული კანონპროექტი.
დეტალები: ქართული ოცნება ამბობდა, რომ ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის წინააღმდეგობა იყო.
- თავის მხრივ, ევროკავშირმა განაცხადა, რომ მხარს უჭერენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და უმჯობესია, საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ მიიღოს.
- მათვე განაცხადეს, რომ მზად იყვნენ დახმარებოდნენ ქვეყანას სისტემური მიდგომის გამოყენებით უკეთესი გამოსავლის პოვნაში.
- "ჩვენ არასდროს გვითქვამს, რა არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვთქვით, რა არის გასაკეთებელი და არა ის, როგორ უნდა გაკეთდეს. ეს იყო ქართველების გადაწყვეტილება, წარმოედგინათ კანონპროექტი. ახლა ჩვენ ვიცით, რომ, ვენეციის კომისიის მიხედვით, ეს არ არის სწორი მიდგომა. ვენეციის კომისია გამოდის სისტემური მიდგომის შეთავაზებით და ამიტომ ჩვენც ვგრძნობთ, რომ სისტემურ მიდგომა არის სწორი, რაც მოიცავს ბევრ რამეს", — განმარტა ევროკავშირის ელჩმა.
- მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ამ კანონს აღარ მიიღებენ.
- 22 ივნისს რეკომენდაციების შესრულების შუალედური ანგარიშის წარდგენისას, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ახლა საქართველო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებაზე უნდა ფოკუსირდეს.
- 8 სექტემბერს ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მათ გაითვალისწინეს რეკომენდაციები, არ მიიღეს დეოლიგარქიზაციის კანონი და ამის ნაცვლად, მუშაობდნენ და ძალიან მალე მიიღებდნენ სამოქმედო გეგმას.
მთავრობის დღევანდელი განცხადებით, ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა საქართველოში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების, ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც შემუშავებულია ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე.
- მათივე ინფორმაციით, დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს, სადაც კონკრეტული ვადებია გაწერილი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად.
- დოკუმენტი მოიცავს 7 სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე — მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.
- მთავრობაში აცხადებენ, რომ დოკუმენტის მიღების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეწია რეკომენდაცია, გააგრძელოს დამატებითი კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან.
- დოკუმენტის მიღების შემდეგ, სამუშაო პროცესი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები