გადასახადის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ — რა ვიცით
რატომ არის მნიშვნელოვანი: ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემები წლებია განხილვის საგანია, როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე, ოპოზიციური პარტიების და უფლებადამცველების მიერ.
- აქამდე მთავრობა ამ საკითხზე ქმედითი ნაბიჯების გადადგმისგან თავს იკავებდა.
სტრიქონებს შორის: პრემიერის ამ გადაწყვეტილების გაჟღერებას წინ უძღოდა სკანდალი, რომელიც მისი შვილის პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩასაყვანად სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებას მოჰყვა.
- ამავდროულად, ეს პირველ შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდი დავალიანებას ანულებს ამომრჩევლის გულის მოსაგებად — რამდენიმე წლის წინ მოქალაქეებს წინასაარჩევნოდ ბანკის ვალებიც გაუნულდათ.
- გარდა ამისა, აღსანიშნია სტუდენტების განსაკუთრებული როლი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზებაში — ამის გამო ჩნდება კითხვის ნიშნები, რომ ეს პარტიის ინტერესების გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილებაა.
დეტალები: მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების სწავლა-განათლება და უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა, რომელზეც ახალი მინისტრი მუშაობს.
- მისივე თქმით, მინისტრისგან მოიკითხა ინფორმაცია და გაიგო, რომ დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტატუსი.
- აღნიშნა, რომ ეს დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანებაა და მინისტრებს მუშაობა დაავალა.
- ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ "მისი გადაწყვეტილებით", ვისაც ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტატუსი, გაუნულდებათ დავალიანება და შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა.
- მსგავსი ტექსტი პრემიერმინისტრმა ფეისბუქზეც დაპოსტა და იქაც ხაზგასმულია, რომ გადაწყვეტილება მისია.
- პოსტი იდენტურად გადააზიარა მთავრობის სტრატკომის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა.
- ამ ეტაპზე უცნობია, რა ვადებში განულდება დავალიანებები და შეძლებენ თუ არა სტატუსშეჩერებული სტუდენტები ამ სემესტრშივე სწავლის განახლებას.
განათლების სამინისტრომ ამ საკითზე დაპოსტა, თუმცა დამატებითი ინფორმაცია ფაქტობრივად არ გაუვრცელებია და იმას გაუსვა ხაზი, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება "უპრეცენდენტოა".
- მათივე ინფორმაციით, დავალიანება გაუნულდებათ კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებსაც.
- "იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ და შეუერთდებიან სტუდენტებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. სამინისტროები შეიმუშავებენ საჭირო რეგულაციებს, რათა შეიქმნას შესაბამისი პირობები სტუდენტებისთვის დაგროვებული დავალიანების გასანულებლად", — ვკითხულობთ პოსტში.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები