მუხრანის საინიციატივო ჯგუფმა მდ. ქსანზე ქვიშა-ხრეშის მომპოვებელი კომპანიების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო
16 სექტემბერს მუხრანის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, მდ. ქსანზე მოპოვებული ქვიშა-ხრეშით დატვირთული სატვირთო მანქანების გადაადგილების გასაპროტესტებლად, საცხოვრებელ სახლებზე პლაკატები გამოაკრეს. მუხრანელების ერთადერთი მოთხოვნაა შეწყდეს სატვირთოების გადაადგილება სოფლის ცენტრალურ გზაზე.
მდინარე ქსნის ტერიტორიაზე, სოფელ მუხრანის გავლით, საშენ მასალას რამდენიმე კომპანია (ე.წ. კარიერი) აწარმოებს. მოპოვებული ნედლეულის გადასაადგილებლად მძღოლები სოფლის მოასფალტებულ ცენტრალურ გზას იყენებენ, ნაცვლად სპეციალურად მათთვის გამოყოფილი გრუნტის გზისა, რაც საფრთხეს უქმნის სოფლის მოსახლეობას.
მუხრანის საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლის გვანცა კაკაურიძის განმარტებით, პრობლემაზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყეს, მას შემდეგ, რაც სოფელმა ერთიანად დააფიქსირა უკმაყოფილება სატვირთო მანქანების მაღალი სიჩქარით გადაადგილების გამო.
"მუხრანში გზა ძალიან ვიწროა, რის გამოც ხშირად ფეხით მოსიარულეები იძულებული ვხდებით ღობეებს ავეკრათ და ისე გავატაროთ დატვირთული მანქანები. მეტიც, ეს სატვირთო მანქანები სკოლის წინაც მოძრაობენ, რაც მოსწავლეებისთვისაც ძალიან საშიშია. იყო შემთხვევა, როცა სატვირთო მანქანამ მსუბუქ მანქანას გვერდი ვერ აუქცია და თხრილში გადავარდა", — ამბობს გვანცა და აქვე დასძენს, რომ მოსახლეობის აზრით, სატვირთო მანქანების გადაადგილება არა მხოლოდ ფიზიკურ საფრთხეს ქმნის, არამედ აზიანებს სახლებს და აფუჭებს ასფალტს.
საინიციატივო ჯგუფმა პრობლემის მოგვარების მიზნით, ერთი წლის წინ საქართველოს გზების დეპარტამენტს მიმართა და აუწყა საკითხის შესახებ. მალევე, გზების დეპარტამენტიდან სოფელმა მიიღო წერილობითი დასტური, რომ მუხრანის ცენტრალურ გზაზე სატვირთო მანქანების გადაადგილების ამკრძალავი საგზაო ნიშანი დაიდგმებოდა. საგზაო დეპარტამენტის წერილი რეაგირებისთვის (ამკრძალავი ნიშნის დასადგმელად) გადაიგზავნა ქალაქ მცხეთის პოლიციის სამმართველოში, რომლისგანაც ქმედით ნაბიჯებს სოფელი ჯერაც ელის.
"თითქმის წელია გასული მას მერე, რაც პოლიციის სამმართველოს მივმართეთ საგზაო დეპარტამენტის წერილით და მოვითხოვეთ ამკრძალავი ნიშნის დადგმა. მიუხედავად არაერთი შეხსენებისა, სამწუხაროდ საგზაო ნიშანი დღესაც არ დგას", — განმარტავს კაკაურიძე.
პრობლემაზე კიდევ ერთხელ ყურადღების გასამახვილებლად, საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა მუხრანელების საცხოვრებელ სახლებზე გამოაკრას სატვირთო მანქანების გადაადგილების ამკრძალავი პლაკატები და მოუწოდოს მძღოლებს უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ. იმ შემთხვევაში, თუ ქმედება შედეგს არ გამოიღებს, საინიციატივო ჯგუფი მცხეთის პოლიციის სამმართველოსთან პერფორმანსის მოწყობასაც გეგმავს.
სტატია მომზადებულია USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან / და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები