რამდენად ხშირად ფიქრობენ კაცები რომის იმპერიაზე? — ტიკტოკის ახალი ტრენდი
თითქმის 2000 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რომის იმპერიამ თავისი ძალაუფლების პიკს მიაღწია. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ამდენი ხნის შემდეგაც კი, კაცების უმეტესობას რომის იმპერიაზე ახლაც ბევრი ეფიქრება, ყოველ შემთხვევაში, სოციალურ ქსელებში ასე ამბობენ.
რომის იმპერიის შესახებ სოციალურ ქსელებში ახალ ტრენდი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ქალები თავიანთ პარტნიორ კაცებს, ძმებს და მეგობრებს ეკითხებიან, რამდენად ხშირად ფიქრობენ რომის იმპერიაზე, პასუხები კი მოულოდნელი აღმოჩნდა. ვიდეოებში კაცების უმეტესობა ამბობს, რომ რომის იმპერიაზე თვეში რამდენჯერმე ფიქრობს, თუმცა ისეთებიც არიან, რომლებიც ამ საკითხზე ფიქრს დღეში სამჯერაც კი უთმობენ დროს.
სოციალურ ქსელებში ტრენდი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც 19 აგვისტოს ინსტაგრამის შვედმა მომხმარებელმა რომაელი პოლიტიკოსის, გაიუს ფლავიუსის, სახელით ვიდეო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა:" ქალებო, ბევრი თქვენგანი ვერც კი წარმოიდგენს, რამდენად ხშირად ფიქრობენ კაცები რომის იმპერიაზე". ვიდეო ინტერნეტმა მალევე აიტაცა, ახლა კი ცნობილი ადამიანები თავიან პარტნიორებს რომის იმპერიაზე ფიქრის შესახებ კითხვას უსვამენ.
რატომ ფიქრობენ რომის იმპერიაზე კაცები და არა ქალები? ამასთან დაკავშირებით ისტორიკოსების ერთ-ერთი ვარაუდი ასეთია: ისტორიულად, დასავლური საზოგადოებები ყოველთვის უსვამდნენ ხაზს რომის იმპერიის იმ ასპექტებს, რომლებიც გავრცელებულ წარმოსახვაში მასკულინობასთან ასოცირდება.
"რომის იმპერიასთან დაკავშირებით, პირველი რაც თავში მომდის რომაული ლეგიონი და მათი სამხედრო ასპექტია გლადიატორებთან ერთად, რაც დიდი ხნის განმავლობაში მასკულინობასთან და ძალაუფლებასთან ასოცირდებოდა", — ამბობს ანტიკური სამყაროს მკვლევარი, ჰანა კორნველი. მკვლევრის თქმით, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ისტორიკოსები რომის იმპერიას პოლიტიკისა და ომის პრიზმაში ხშირად უყურებდნენ, რაც ნაწილობრივ "ელიტისა და მასკულინობის" წყაროსთან მათი დამოკიდებულებით აიხსნება.
32 წლის არტურ ჰულუ, რომლის ვიდეომაც ეს ტრენდი წამოიწყო, რომის იმპერიით დაინტერესებას ასე ხსნის: "ამას რენესანსის ეპოქის კაცებიც აკეთებდნენ, შემდეგ კი რომის იმპერიაზე დამფუძნებელი მამებიც ფიქრობდნენ. როგორც კი საფუძვლიანად ეცნობი რომის იმპერიას, იქნება ეს ინფორმაცია სამხედრო პერსონალისა თუ კანონების შესახებ, შემდეგ ყველგან მის დანახვას იწყებ. არ მახსოვს დღე, როცა რომის იმპერიაზე არ მიფიქრია. უბრალოს მხიბლავს, რომ რომის იმპერია დღევანდელ სამყაროს ძალიან ჰგავს".
ამ ტრენდს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ისტორიკოსი კევინ ფინიც გამოეხმაურა. "ძველი რომაული საზოგადოება უკიდურესად პატრიარქალური იყო და მასზე ისეთი კაცები დომინირებდნენ, როგორებიც იყვნენ იულიუს კეისარი და ავგუსტუსი. მაგრამ ეს ყველაფერი შორს არის რომის სრული ისტორიისა და იმ მკვლევრების მოსაზრებებისგან, რომლებიც იმპერიას იკვლევენ. მართალია, რომ რომაული საზოგადოება გავლენას ახდენს ყველაფერზე, დაწყებული აშშ-ის მმართველობის ფორმიდან, დამთავრებული ენითა და არქიტექტურით. თუმცა ის მოსაზრება, რომ ისტორია კაცებს უფრო აინტერესებთ, სოციალური მედიის ტენდენციის შედეგია და ცხადია, სრული სისულელეა", — დასძინა კევინ ფინმა.
რომის იმპერიის საწინააღმდეგოდ, ქალები სოციალურ ქსელებშიც აზიარებენ იმას, რაზეც ყოველდღე ფიქრობენ. პასუხებს შორისაა სერიალი Fleabag, სიამაყე და ცრურწმენაში მისტერ დარსის ხელის მოძრაობა, ტომ ჰოლანდის ცეკვა რიანას სიმღერაზე და ა.შ
და შენ რამდენად ხშირად ფიქრობთ რომის იმპერიაზე? კომენტარებში გაგვიზიარე.
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
კომენტარები