მთიანი ყარაბაღის მმართველები შეიარაღებული ძალების დაშლას დათანხმდნენ, ცეცხლი შეწყდა
რა მოხდა: 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღი მძიმე არტილერიით დაბომბა.
- ბაქო ამტკიცებდა, რომ ეს ანტიტერორისტული ოპერაციაა, რომლის სამიზნე არ არის სამოქალაქო დასახლებები ან ინფრასტრუქტურა და მხოლოდ სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებს ესვრიან.
- თუმცა ყარაბაღის ოფიციალური პირების განცხადებით, დაიბომბა საცხოვრებელი სახლები, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
რას ამბობდნენ მხარეები: აზერბაიჯანი ირწმუნებოდა, რომ სამმხრივი დეკლარაციის დებულებების უზრუნველსაყოფად, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, სომხეთის შეიარაღებული ძალების მათი ტერიტორიებიდან გასაყვანად, ასევე, აზერბაიჯანის კონსტიტუციური სისტემის აღსადგენად, რეგიონში ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყეს.
-
გარდა ამისა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთადერთი გზა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეთნიკური სომეხი ჯარების სრული გაყვანა და სტეფანაკერტში მთავრობის დაშლაა.
- სომხეთი აცხადებდა, რომ აზერბაიჯანის ოფიციალურ შეტყობინებებსა და მედიაში კვლავ ჩნდება ყალბი მტკიცება იმის შესახებ, თითქოს მთიან ყარაბაღში სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დანაყოფები, სამხედრო ტექნიკა და პერსონალია.
- პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის შეფასებით, ეს არის აზერბაიჯანის მცდელობა, სომხეთი სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიოს.
ბოლო სიახლეები: მთიანი ყარაბაღის მთავრობამ განაცხადა, რომ დათანხმდა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას.
-
მათი განმარტებით, შეთანხმება მოიცავს: სომხეთის რესპუბლიკის ნებისმიერი შეიარაღებული ძალების გაყვანას, მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ძალების დაშლასა და სრულ განიარაღებას.
- "აზერბაიჯანული მხარის მიერ წამოჭრილი საკითხები რეინტეგრაციის, მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის საარსებო წყაროს უზრუნველყოფის შესახებ, მიღწეული შეთანხმების მიხედვით, განიხილება ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება ქალაქ ევლახში 2023 წლის 21 სექტემბერს", — განაცხადეს ყარაბაღის ოფიციალურმა პირებმა.
- თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ ყარაბაღის თავდაცვის არმია დანებდა და დაშლაზე თანახმაა.
- მათივე თქმით, ყველა იარაღი და მძიმე ტექნიკა აზერბაიჯანს გადაეცემა და ეს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტთან კოორდინაციით მოხდება.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები