"ხარვეზი სისტემაშია" — კონსერვატორიის რექტორის პასუხი წულუკიანს
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე პარლამენტში კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის გამოსვლას ეხმაურება. წულუკიანმა, რომელმაც 20 სექტემბერს პარლამენტს ანგარიში წარუდგინა, აღნიშნა, რომ "კონსერვატორიაში რეფორმაა განსახორციელებელი", რადგან ის "უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც ის, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს".
"ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ გახლავთ აკადემიური პერსონალის საქმიანობაში ხარვეზი, ეს გახლავთ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი", — განაცხადა წულუკიანმა, — "ეს ჩემი ხარვეზიც არის. როდესაც ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც უნდა უდრტვინველად აგრძელებდეს ზოგიერთი იქ საქმიანობას და ეგონოს, რომ მინისტრს არაფერი არასდროს არ ეკითხება".
კულტურის მინისტრის საპასუხოდ, კონსერვატორიის რექტორი ფეისბუქპოსტში წერს, რომ "აკადემიური თავისუფლება და უმაღლესის ავტონომია არის ფასეულობა და არავის აქვს მისი ხელყოფის უფლება". შარიქაძე ასევე აღნიშნავს, რომ სასწავლებლის აკადემიურმა პერსონალმა და მენეჯმენტმა აკრედიტაციის ჯგუფის წინასწარი მიგნებებით მაღალი შეფასება მიიღეს — "სწორედ იმ რეფორმების გამო, რომელიც 21-ე საუკუნის კურიკულუმთან თავსებადობას გულისხმობს".
"ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 2023 წელს გასული საუკუნის 30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება", — წერს ნანა შარიქაძე, — "სამწუხაროა, რომ რეფორმა ამ სისტემას არ შეხებია... სულ მაინტერესებდა, რატომ არ სჭირდება ამ ქვეყანას საქმის მცოდნე და იდეით შეპყრობილი ადამიანები?"
წულუკიანის განცხადებას ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილიც გამოეხმაურა. მინისტრის მისამართით მუსიკოსი ამბობს, რომ სწორედ ის "ვერ ასრულებს ფუნქციას" და "არაფერი ესაქმება" ამ სფეროსთან.
"მრავალი წლის განმავლობაში პირველად მომწონს კონსერვატორიის ხელმძღვანელობა და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამჟამინდელი კონსერვატორიის ხელმძღვანელობა არ ასრულებს თქვენს დავალებებს და ამიტომ აწყობთ საბჭოთა კავშირის დროინდელ ჩვეულებრივ რეპრესიებს", — ამბობს რაჭველიშვილი.
ნიშანდობლივია, რომ ივნისში ნანა შარიქაძემ კულტურის სფეროს წარმომადგენლების პროტესტს მხარი დაუჭირა. "მზარავს იმის გაფიქრებაც კი რომ კულტურის მოთვინიერების დაუოკებელი სურვილი არსად წასულა", — აღნიშნა მაშინ კონსერვატორიის რექტორმა.
მას შემდეგ, რაც 2021 წლის გაზაფხულზე თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა, რამდენიმე დაწესებულებაში, მათ შორის, კინოცენტრში, მწერალთა სახლში და ეროვნულ მუზეუმში, მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიწყო. რეპრესიებად შეფასებული პროცესის შედეგად დათხოვნილმა არაერთმა თანამშრომელმა მოგვიანებით სასამართლო დავა მოიგო.
- ყველაფერი კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციასა და პროტესტზე — მოკლედ
- "დაბრუნდება საქ სსრ მწერალთა კავშირის სული" — ბუღაძე ქეთევან დუმბაძის დირექტორად დანიშვნაზე
აღსანიშნავია, რომ 20 სექტემბერს, პარლამენტში თეა წულუკიანის გამოსვლის პარალელურად, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები გამართეს.
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
კომენტარები