"როდესაც საუკეთესო შედეგის დადება გიწევს ყველაფერი მეტად ამაღელვებელი ხდება" — ლუის ჰამილტონი ქართულ აუდიტორიას მიმართავს
Formula 1-ის ტიტულოსანი ავტომრბოლელი, ლუის ჰამილტონი ქართველ გულშემატკივარს ექსკლუზიურ ვიდეომიმართვას უგზავნის. შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი ქართულ აუდიტორიას თავის გამოცდილებას უზიარებს. ვიდეომიმართვაში ავტომრბოლელი მნიშვნელოვანი საჩემპიონო რბოლების დროს მისი მრავალწლიანი პარტნიორის, Petronas-ის ზეთების უპირატესობაზე საუბრობს.
Petronas-ის ოფიციალური პარტნიორი და რეალიზატორი საქართველოში ერთ წელზე მეტია თეგეტა მოტორსია. სწორედ თეგეტას ინიციატივითა და ჩართულობით ჩაწერა ლუის ჰამილტონმა ვიდეო, რომელიც მისი და ზოგადად Formula 1-ის მოყვარულებისთვის ძალიან დიდი სიურპრიზია. როგორც იცით, ბრიტანელი მრბოლელი ამჟამად Mercedes-AMG Petronas-ის გუნდისთვის ასპარეზობს.
"დაახლოებით ერთი წელი გავიდა, რაც თეგეტა მოტორსში პეტრონასის გაყიდვები დავიწყეთ და ამ პერიოდის განმავლობაში რეალიზაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბრენდის ზეთებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და Formula 1-ის მრბოლელ ლუის ჰამილტონს საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, გადავწყვიტეთ, გაგვეხარებინა ჩვენი მომხმარებელი და დავიწყეთ მოლაპარაკებები პეტრონასის საერთაშორისო წარმომადგენლობასთან. საბოლოოდ, შევძელით და ჩვენი თხოვნით, გადატვირთული სარბოლო პერიოდის მიუხედავად, ლუის ჰამილტონი დაგვთანხმდა და ქართული აუდიტორიისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა, რითაც დარწმუნებული ვართ, რომ მისი ქართველი გულშემატკივრები ძალიან გავახარეთ", — აღნიშნავს ირაკლი ლავრინსკი, თეგეტას იმპორტების მიმართულების საცხებ-საპოხი მასალების ხელმძღვანელი.
Formula 1-ის პილოტი, ლეგენდარული ლუის ჰამილტონი წლებია, Petronas-ის მომხმარებელია. ეს არის ბრენდი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ სარბოლო ავტომობილებში გამოიყენება.
"ისეთი სუპერვარსკვლავის ყოლა, როგორიც ჰამილტონია, ფასდაუდებელია. წინა წლებში ფორმულა 1-ის მიმართ საზოგადოების ყურადღება უფრო დაბალი იყო, დღეს კი რბოლებს უკვე უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს. მჯერა, რომ ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰამილტონის პროფესიონალიზმმა და შთამბეჭდავმა წარმატებებმა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველომ გაგვაოცა არა მხოლოდ თავისი დინამიზმით, არამედ საპოხი მასალების ცოდნითა და ინოვაციური მიდგომით. თეგეტა მოტორსი იყო და არის ფასდაუდებელი პარტნიორი და გვჯერა, რომ ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიეთ.
საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ავტოინდუსტრიაში და აქ გრძელვადიანი პერსპექტივები გვაქვს. დარწმუნებული ვართ, რომ თეგეტასთან ერთად მუშაობით, ინოვაციების დანერგვითა და უმაღლესი სტანდარტების დაცვით, შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ ყველასათვის უფრო მდგრადი მომავლის შექმნაში", — ამბობს თუნჩ ერლერი, Petronas-ის რეგიონული მენეჯერი.
ქართულ ბაზარზე Petronas-ის შემოსვლას საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. საბოლოოდ კი თეგეტა მოტორსმა პრემიუმ ბრენდის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოახერხა. Petronas-ის პორტფელი პასუხობს ყველა ავტომწარმოებლის მოთხოვნას, როგორც მსუბუქი და სატვირთო, ისე — ინდუსტრიული მიმართულებით.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 ათასამდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
კომენტარები