თიბისის პარტნიორმა კომპანიამ — PUZZ-ი ბათუმში სტენდ-მაღაზია გახსნა
კომპანია ფაზი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით მესამე წელია მომხმარებელს ფაზლების, სამაგიდო თამაშებისა და ლეგო / კონსტრუქტორების დიდ არჩევანს სთავაზობს, უკვე ბათუმი მოლში, სტენდის სახითაა წარმოდგენილი.
ფაზის დამფუძნებელი, გიორგი ბახუტაშვილი ამბობს, რომ თავდაპირველად ჰქონდათ იდეა, რომ სურათებისგან ფაზლები შეექმნათ და ასე დაიწყო ფიქრი ფაზის განვითარებაზე, გეგმები მცირედით შეეცვალათ, თუმცა იდეის განვითარება მაინც დაიწყეს.
"ბრენდის განვითარება დასაწყისში ძალიან გაგვიჭირდა, რადგან დიდ ფინანსებთან იყო კავშირში. ცოტა ხნით გადავდეთ და ფაზლებისა და სამაგიდო თამაშების ონლაინ მაღაზია შევქმენით, რომელიც 500-მდე დასახელების ფაზლსა თუ სამაგიდო თამაშს აერთიანებს. ჩვენი ყოველდღიურობა სოციალური ქსელებითაა მოცული, სამაგიდო თამაშები კი იდეალური გზაა მეგობრებთან ერთად გართობის, ახალი სამყაროს შეცნობისა და დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვისთვის. ჩვენი კონცეფციაც სწორედ გონების ვარჯიში და სტრესის მოხსნის თამაშით გადაწყვეტაა", — აღნიშნავს გიორგი.
ცარიელი ფურცლიდან დაწყებული ბიზნესის განვითარებისთვის დამატებითი ინვესტიციის მოზიდვა სჭირდებოდათ და 2021 წელს თიბისი სტარტაპერს მიმართეს, სწორედ მათი მხარდაჭერით შეძლეს წინსვლა.
"სტარტაპერის მხარდაჭერით, გავამრავალფეროვნეთ პროდუქცია და შევქმენით კომპანიის ვებგვერდი — puzz.ge, რომელზეც მომხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს, აირჩიოს და გამოიწეროს მისთვის სასურველი პროდუქტი. სწრაფი მიტანის სერვისის მეშვეობით მომხმარებელი გამოწერილ პროდუქტს თბილისში იმავე ან მომდევნო დღეს იღებს, ხოლო რეგიონებში 2-3 სამუშაო დღეში", — ამბობს გიორგი.
გარდა ამისა, 4 თვეა, რაც თიბისის მხარდაჭერით, ბათუმი მოლში სტენდ-მაღაზია გახსნეს და გიორგის თქმით, იმედი აქვთ, რომ ფაზი ბათუმშიც პოპულარული გახდება, ამასთან წლის ბოლომდე თბილისის ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში გეგმავენ სტენდ-მაღაზიის გახსნას.
"ფაზისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გონების გასავარჯიშებელი თამაშების რეალიზაცია, ამიტომ აქტიურად ვთანამშრომლობთ სკოლებთან და სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ვთავაზობთ ინტელექტუალურ სამაგიდო თამაშებს. ასეთი თანამშრობლობა მოტივაციას გვაძლევს, ეს მიმართულება კიდევ უფრო დავხვეწოთ.
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ხარისხსა და მომხმარებლის მოთხოვნაზე, ამიტომ ვცდილობთ, შევთავაზოთ მათ მსოფლიოში ცნობილი ისეთი სამაგიდო თამაშები, როგორიცაა კატანი, დიქსითი, ავალონი, ცნობილი მხატვრების ვან გოგისა, და ფრიდა კალოს ნახატების ფაზლები, სტადიონებისა 3D მაკეტები და ლეგოს ბრენდის კონსტრუქტორები", — აღნიშნავს გიორგი.
ფაზი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას განსხვავებულ არჩევანს სთავაზობს — დაწყებული ორდეტალიანი ფაზლით, რომელსაც ორი წლის ბავშვიც გაუმკლავდება, დამთავრებული კომპლექსური სამაგიდო თამაშებით, რომლებიც ხშირად იზიდავენ ზრდასრულებს.
"ოქტომბრიდან უკვე შევძლებთ მომხმარებლის გამოგზავნილი ფოტოების ფაზლად ქცევას, რაც ძალიან გვახარებს, რადგან სწორედ ამ იდეით შევქმენით ბრენდი და ცოტა დაგვიანებით, მაგრამ 3 წლის შემდეგ მაინც შევძელით მისი განხორციელება", — ამბობს გიორგი.
ნოემბერში ფაზი 3 წლის ხდება და წინ დიდი გეგმები და განვითარების გზები აქვთ, თიბისისთან ურთიერთობის გაგრძელებას სამომავლოდაც აპირებენ, რადგან როგორც გიორგი ამბობს, სტარტაპი თიბისისთან ერთად დაიწყეს და მათი ყველა სიახლე სწორედ თიბისის უკავშირდება.
"ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეების განხორციელებას, ვურჩევდი, იდეის დაბადების შემდეგ მალევე იმოქმედონ მათი სისრულეში მოყვანისთვის. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ თანმიმდევრული, შრომითა და განვითარების უწყვეტი სურვილით ყველაზე რთული იდეების ხორცშესხმაც შესაძლებელია", — აღნიშნავს გიორგი.
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
კომენტარები