ბოდიშეიმინგში მეორედ ბრალდებულ ლიზოს იმავე დღეს აქტივიზმისთვის ჯილდო გადაეცა
მომღერალ ლიზოს სექსუალური შევიწროების, რასისტული დამოკიდებულებისა და ბულინგის ბრალდებით კიდევ ერთმა ყოფილმა დასაქმებულმა უჩივლა. ამჯერად სარჩელის ავტორი ლიზოს მოცეკვავებიის კოსტიუმების ყოფილი დიზაინერი აშა დენიელსია. ის მომღერალსა და მისი მენეჯმენტის წევრ ამანდა ნომურას უჩივის.
ლიზოს, რომელიც ბოდიშეიმინგსა და ქალთა უფლებებზე აქტიურად საუბრობს, აგვისტოში ყოფილმა მოცეკვავეებმა სექსუალური შევიწროების, ბოდიშეიმინგისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ბრალდებით უჩივლეს. მომღერალმა ბრალდებები უარყო. მან მოცეკვავეების ისტორიებს "შეთხზული ამბები" უწოდა.
დენიელსის სარჩელის მიხედვით, ნომურა მოცეკვავეებს "მსუქან, გამოუსადეგარ იდიოტებს" უწოდებდა და აიძულებდა, კაცების წინაშე გამოეცვალათ. დენიელსი ამბობს იმასაც, რომ საერთო ჩატში ლიზუს მენეჯმენტის წევრები კაცის სასქესო ორგანოს ფოტოებს აგზავნიდნენ და ასევე, ამსტერდამის ტურის დროს მძიმე ნარკოტიკების მოხმარებას გეგმავდნენ, რაში მონაწილეობასაც მასაც აიძულებდნენ.
ამასთან იხსენებს შემთხვევებს, როდესაც ნომურა მათ მოკვლით ემუქრებოდა, რადგან მისი წამალი ვერ იპოვეს და ერთ-ერთ მოცეკვავეს ხელიდან საჭმელი იმის გამო წაართვა, რომ მოცეკვავე შესვენებას აპირებდა. დენიელსის თქმით, ნომურა მათ დღის განმავლობაში 20 საათი მუშაობას აიძულებდა, თანაც შესვენებებზე უარს ეუბნებოდა.
მოსარჩელე ჰყვება, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საგიჟეთში ცხოვრობდა. მისი მტკიცებით, ამ შემთხვევების და ასევე, რასისტული დამოკიდებულებების შესახებ ტურის მენეჯერს შეატყობინა, თუმცა უშედეგოდ და მალევე სამსახურიდანაც გამოუშვეს.
ლიზოს გუნდმა ამ ბრალდებასაც აბსურდული უწოდა და თქვა, რომ ამით მომღერლის დაჯილდოების დაჩრდილვას ცდილობდნენ — პოპვარსკვლავს იმავე საღამოს, როდესაც ყოფილმა დასაქმებულმა რასიზმის, ბოდიშეიმინგისა და სექსუალური შევიწროებისთვის მეორედ უჩივლა, შავკანიანი ქალების რეპრეზენტაციისთვის ჰუმანიტარიზმის ჯილდო ახლანდელმა თანამშრომლებმა გადასცეს.
"მე გავაგრძელებ შავკანიანი, მსუქანი ქალების რეპრეზენტაციასა და მათთვის უსაფრთხო სივრცეების შექმნას, იმიტომ, რომ ესაა ზუსტად ის, რასაც ვაკეთებ", — განაცხადა მომღერალმა ჯილდოს აღებისას.
აგვისტოში ლიზო ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ყოფილმა მოცეკვავეებმა თავადვე აღიარეს, რომ მუშაობისას შენიშვნებს არაპროფესიონალური და შეუფერებელი ქცევების გამო იღებდნენ. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ თავისი საქმის იდეალურად შესასრულებლად ზოგჯერ რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევს, რაშიც სავარაუდოდ, მათი სამსახურიდან გაშვება იგულისხმა.
ლიზომ კონკრეტული ბრალდებებიდან თითქმის არც ერთს უპასუხა და მხოლოდ ის თქვა, რომ მისი მიზანი არასდროს ყოფილა, გუნდის რომელიმე წევრს თავი ნაკლებად მნიშვნელოვნად ან არაკომფორტულად ეგრძნო. მან მხოლოდ ბოდიშეიმინგის თემაზე გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ როგორც ქალმა, კარად იცის, რას ნიშნავს სხეულის გამო გარცხვენდნენ და ამას სხვა ქალს არასდროს გაუკეთებდა.
მოსარჩელე მოცეკვავეები ამბობენ, რომ ლიზოს გამოხმაურებით გულნატკენები არიან, რადგან მომღერალმა კარგად იცის, სინამდვილეში რა ხდებოდა.
"სანამ გუნდიდან არ წამოვედი, მანამდე იმის აღიარებაც კი მიჭირდა, რომ რაც გადამხდა, ნორმალური არ იყო. საკუთარ თავს ვეუბნებოდი ხოლმე, მუსიკის ინდუსტრია ასეთია, ეს ლიზოა, უნდა შეეჩვიო, რომ უბრალოდ ასე მოგექცევიან-მეთქი", — აღნიშნავს ერთ-ერთი მოცეკვავე.
სარჩელის გახმაურების შემდეგ, მომღერალთან უარყოფით სამუშაო გამოცდილებაზე მისმა სხვა ყოფილმა დასაქმებულებმაც დაიწყეს საუბარი და მოცეკვავეებს მხარი დაუჭირეს. მაგალითად, თავის ისტორიაზე რეჟისორმა, სოფია ნალი ელისონმაც ისაუბრა. მისი თქმით, 2019 წელს ლიზოს დოკუმენტური ფილმის გადაღება შესთავაზეს, რაზე სამუშაოდაც ტურზე ლიზოსთან ერთად წავიდა, თუმცა ორი კვირის შემდეგ სამსახურზე უარი თქვა. ამის მიზეზად რეჟისორი არტისტის მხრიდან უპატივცემულო დამოკიდებულებას ასახელებს. სოფია მომღერალს "ამპარტავანს, ეგოცენტრულსა და ბოროტს" უწოდებს.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
კომენტარები