ტეილორ სვიფტი სავარაუდო შეყვარებულის თამაშს დაესწრო — ფანები ფეხბურთში გარკვევას ცდილობენ
ბევრი არ ელოდა, რომ ოდესმე ტეილორ სვიფტისა და სპორტის სამყარო ერთმანეთთან გადაიკვეთებოდა, თუმცა ტეილორი რის ტეილორი იქნებოდა, ჩვენი გაოცება რომ არ მოეხერხებინა?
ცოტა ხნის წინ ჭორები გავრცელდა, რომ ტეილორ სვიფტი, რომელმაც მსახიობ ჯო ალვინთან 6-წლიანი ურთიერთობა დაასრულა, ფეხბურთელ ტრევის კელსს ხვდება. ტრევისმა პოდკასტში თქვა, რომ სვიფტის კონცერტს დაესწრო და მისთვის "მეგობრობის სამაჯურიც" დაამზადა, რომელშიც საკუთარი მობილურის ნომერი ჩაწერა. ფეხბურთელი იმედგაცრუებული იყო, რადგან მომღერლისთვის სამაჯურის გადაცემა ვერ მოახერხა.
ტრევისმა მოგვიანებით ინტერვიუში თქვა, რომ ნახა, როგორ წარმატებით ავსებს ტეილორი სტადიონებს თავის კონცერტებზე, შემდეგ კი მომღერალი საკუთარ თამაშზე დაპატიჟა. ტეილორმა მიპატიჟება მიიღო.
24 სექტემბერს სვიფტი ამერიკული ფეხბურთის მატჩს ტრევისის დედასთან ერთად დაესწრო და ნათლად დაგვანახა, ვის გულშემატკივრობდა. სპორტის სფეროს წარმომადგენლებმა სწორად იწინასწარმეტყველეს: ტეილორის წყალობით, ტრევის კელსმა და მატჩმა იმაზე დიდი ყურადღება დაიმსახურა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა.
მართალია, სვიფტისა და კელსის ურთიერთობა ოფიციალურად არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია, თუმცა ტეილორის ფანები უკვე ამერიკულ ფეხბურთში გარკვევას ცდილობენ და მათი ურთიერთობის შესახებ საკუთარ აზრს სოციალურ ქსელებში ხუმრობებითა და მიმებით გამოთქვამენ.
წარმოგიდგენთ ინტერნეტის საუკეთესო რეაქციებს:
1. "ვალდებული ვარ თუ არა მე, როგორც ტეილორ სვიფტის ფანი, ფეხბურთით დავინტერესდე?"
2. "კაცები, რომელთაც ფეხბურთი უყვართ და ტეილორ სვიფტი სძულთ, ახლა კედლებს მუშტებს უშენენ"
3. "როგორ სთხოვს ტრევის კელსი თანაგუნდელებს, რომ ტეილორის წინ კიდევ ერთი გაატანინონ"
4. "ფეხბურთის ეროვნული ლიგის მაუწყებლობის სცენარისტები ამზადებენ ტეილორ სვიფტის სიმღერების ტექსტებით სიტყვათა თამაშს მას შემდეგ, რაც ტეილორი მატჩს ტრევის კელსის დედასთან ერთად დაესწრო"
5. "სვიფტის ფანები მას შემდეგ, რაც ტეილორის გამო ფეხბურთის ერთ თამაშს უყურეს"
6. "ტეილორ სვიფტი ბრიტანელ კაცებს აღარ ხვდება. ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი. ჩვენ გვიყვარს ამერიკა. ჯო ალვინი [ტეილორის ყოფილი შეყვარებული] კანონიერი პრეზიდენტი აღარაა"
7. "ფეხბურთის ფანები თავს იტყუებენ, თუ არ ჰგონიათ, რომ ტეილორ სვიფტი თამაშებზე მეტ ფანს მოიყვანს. მატჩის დროს ჩემს ოჯახში ყველა ქალი ეკრანს იყო მიწებებული"
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
კომენტარები