საქართველოს ბანკისა და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული ცნობილია
საქართველოს ბანკი ნიჭიერი, მიზანდასახული და შემოქმედებითი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკისა და Miami Ad School Europe-ის მიერ შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ქართველი სტუდენტი მსოფლიოს წამყვან კრეატიულ სკოლაში სასწავლებლად გაემგზავრება.
წლევანდელი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული სოფი ივანიშვილია, ის ორი წლის განმავლობაში ბერლინში, MASE-ში 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის Art Direction-ის მიმართულებით — გაივლის პრაქტიკულ კურსებს, ექნება შესაძლებლობა, იმუშაოს მსოფლიოში ცნობილ კრეატიულ სააგენტოებთან, დააგროვოს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება და გახდეს გლობალური კრეატიული ქსელის წევრი.
აღსანიშნავია, რომ წელს სასტიპენდიო პროგრამაზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობის — 160-ზე მეტი აპლიკაცია შევიდა. პირველ ეტაპზე ჟიურიმ გამორჩეული და ორიგინალური იდეის მქონე პორტფოლიოს ავტორები გამოავლინა, შემდეგ კი 5 საუკეთესი შედეგის მქონე მონაწილე შეარჩია, რომელთაგანაც სოფი ივანიშვილი გამარჯვებულად დაასახელა.
აპლიკანტებს ქართველი კრეატიული სფეროს პროფესიონალები და MASE-ს გუნდის წევრები აფასებდნენ.
"საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართველი ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობების შექმნას როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ჩვენ MASE-სთან ერთად ოთხი წლის წინ შევქმენით საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომლის და ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა. ჯამურად მივიღეთ 300-ზეტი აპლიკაცია და ჩვენი ერთობლივი ინიციატივით, უკვე სამმა ახალგაზრდამ გააგრძელა სწავლა ბერლინის Miami Ad School Europe-ში Art Direction-ისა და Copywriting-ის ორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე. წელს მათ რიცხვს სოფი ივანიშვილიც შეუერთდა. ძალიან გვახარებს, რომ პროგრამის მიმართ დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება, განსაკუთრებით კი ის ფაქტი, რომ წელს აპლიკაციების რეკორდული რაოდენობა — 160-ზე მეტი აპლიკაცია მივიღეთ. აღნიშნული შედეგები ხაზს უსვამს იმას, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, ეს კი გვაძლევს უფრო მეტ მოტივაციას, არ გავჩერდეთ, შევქმნათ ახალგაზრდებისთვის განვითარებისა და პოტენციალის გამოვლენის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რაც მომავალში უკეთესი, უფრო ინკლუზიური და განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს", — აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში, სტუდენტს სწავლის 50%-ს Miami Ad School Europe-ი უფინანსებს, 50%-ს კი — საქართველოს ბანკი. შესაბამისად, სტიპენდია სწავლის საფასურის 100%-ით დაფინანსებას გულისხმობს.
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები