რატომ უნდა დაესწრო DevFest-ის მე-10 საიუბილეო ღონისძიებას
უკანასკნელ წლებში ტექნოლოგიები უფრო და უფრო სწრაფად ვითარდება, ხოლო ის, ვინც ამ ინდუსტრიაში მუშაობს, კონკურენტუნარიანობას ინარჩუნებს მხოლოდ მაშინ, თუ ფეხდაფეხ მიჰყვება ამ ტრანსფორმაციას, ეცნობა ტენდენციებს და ეძებს ახალ ცოდნას. საბედნიეროდ, ასეთი ტექ-ენთუზიასტებისთვის არსებობს ღონისძიება DevFest, რომელიც საქართველოში უკვე მეათედ იმართება და თავს უყრის ტექნოლოგიური დარგის პროფესიონალებს და ხელს უწყობს ახალი კავშირების დამყარებასა და ინფორმაციის გაცვლას.
DevFest ღონისძიებების გლობალური სერიაა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გუგლის დეველოპერთა ჯგუფები (GDGs) მართავენ. საქართველოში წელს მას GDG Tbilisi და GDG Kutaisi უწევს ორგანიზებას, გენერალური სპონსორები კი საქართველოს ბანკი და Google არიან.
ტექნიკური სესიები, ვორქშოპები, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები — საიუბილეო DevFest-ის სტუმრებს ამჯერადაც საინტერესო შეხვედრები ელით. ღონისძიებას 1 ოქტომბერს, 09:30-18:00 საათზე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი უმასპინძლებს. ამ ბლოგში კი, იმ მიზეზების შესახებ წაიკითხავთ, რის გამოც DevFest Georgia 2023-ს უნდა დაესწროთ.
გაიცნობთ ტექ ლიდერებს და მათ გამოცდილებას
DevFest საუკეთესო ადგილია ტექნოლოგიური ინდუსტრიის წამყვანი ფიგურების გასაცნობად. სპიკერები, რომლებიც სხვადასხვა თემატიკაზე ჩაატარებენ სესიებს, მზად იქნებიან სასარგებლო ინფორმაციისა და პერსონალური გამოცდილების გასაზიარებლად. წლევანდელ ღონისძიებაზე სპიკერებს შორის იქნებიან ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა Intel Corporations, EPAM, NordVPN, საქართველოს ბანკი და სხვები. ასე რომ, არ გამოტოვოთ უნიკალური შანსი — დაესწარით სესიებს, დაუსვით შეკითხვები დარგის ექსპერტებს და მიიღეთ რჩევები, რომლებიც თქვენს კარიერასა და პროექტებს ახალ საფეხურზე აიყვანს.
მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოპებში
DevFest ორ მიმართულებას მოიცავს. პირველი, როგორც აღვნიშნეთ, გლობალური ტექ-ლიდერების მიერ გამართული საინფორმაციო სესიებია, მეორე კი პრაქტიკული ვორქშოპებია, სადაც დამსწრეები ტექნიკურ დავალებებს ასრულებენ, ეზიარებიან ახალ ცოდნას, იღებენ ხელშესახებ გამოცდილებას და სიმბოლურ საჩუქრებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვებ ან მობაილ აპლიკაციაზე მუშაობთ, ექსპერიმენტებს ატარებთ მანქანური დასწავლის მოდელებთან, თუ ახალ პროგრამულ ენას ეუფლებით — ეს ვორქშოპები ტექნოლოგიური უნარების განმტკიცებისთვის იდეალური შანსია. თვალი ადევნეთ ჩვენ შემდეგ ბლოგებს და დარეგისტრირდით ვორქშოფებზე პირველი.
აღმოაჩენთ ახალ ხელსაწყოებსა და ტექნოლოგიებს
ცვალებად ინდუსტრიაში მუდმივად იხვეწება ხელსაწყოები და პროგრამები. DevFest კი უნიკალური პლატფორმაა ამ ინოვაციების აღმოსაჩენად და სასწავლად. აქ ეცნობით პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს ჩარჩოებს, პროგრამულ ენებს და დეველოპერულ ხელსაწყოებს. ასე რომ, თუ გსურთ აჰყვეთ განვითარების სწრაფ ტემპებს და კონკურენტუნარიან ბაზარზე შეინარჩუნოთ პოზიციები, ეს ღონისძიება თქვენთვისაა.
დაამყარებთ ახალ კავშირებს
DevFest ის ადგილია, სადაც თანამოაზრეებს იპოვით. ტექ-ენთუზიასტები, დეველოპერები, დიზაინერები, ანტრეპრენერები სწორედ ასეთ ღონისძიებებზე ერთიანდებიან და დიდ საზოგადოებას ქმნიან. აქ გაქვთ შესაძლებლობა, ჩაერთოთ შინაარსობრივ დისკუსიებში, გაცვალოთ იდეები და ზოგ შემთხვევაში — თქვენი პროექტებისთვის პოტენციური კოლაბორაციებიც მოიძიოთ. ძლიერი პროფესიული ქსელი ახალი შესაძლებლობებისკენ გაგიხსნით კარს, ახალ პერსპექტივებს დაგანახვებთ და გაპოვნინებთ უნიკალურ პროექტებს, მენტორებსა და პარტნიორებს. გარდა ამისა შეგიძლიათ გახდეთ Google Developer Groups-ის მოხალისე, გაიგოთ მეტი მათ შესახებ და ჩაერთოთ მათ შემდეგ აქტივობებში
წლევანდელ ღონისძიებაზე დაგხვდებათ:
- მთავარი სცენა ტექნიკური სესიებისთვის;
- პროდუქტების, პროექტებისა და ქომუნითის სცენა ტექნოლოგიების სფეროს არატექნიკური სესიებისთვის;
- ვორქშოფების სივრცე პრაქტიკული სესიებისთვის;
- საგამოფენო სივრცე შემეცნებითი და გასართობი აქტივობებისთვის.
Google-ის ინიციატივით და მხარდაჭერით DevFest მთელ მსოფლიოში 2010 წლიდან იმართება. იგი ყოველწლიურად 300 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს. საქართველო კი წელს უკვე მეათედ უერთდება ტექნოლოგიების გლობალურ ფესტივალს. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. მონაწილეობისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა 30 სექტემბრამდე და დააგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალებთან ერთად.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები