როგორ იქმნება ინოვაციური აგროპროდუქტები? — ინტერვიუ Yara ევროპის კომერციულ დირექტორთან
ნებისმიერი, ვინც სოფლის მეურნეობის დარგს მისდევს, კარგად იცნობს სასუქების უმსხვილეს მწარმოებელ Yara-ს და მის პროდუქტებს. კომპანია, რომელსაც, უკვე 118 წლიანი ისტორია აქვს, განსაკუთრებით ცნობილი მისი ინოვაციებით გახდა. სასუქების მწარმოებელი Yara დღეს გლობალური კომპანიაა, აერთიანებს სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებულ კვლევით ცენტრებს, ფლობს მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებს და ოპერირებს მსოფლიოს 60 ქვეყანაში.
რა ანიჭებს Yara-ს სასუქს უნიკალურობას, როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები და რატომ არის მნიშვნელოვანი აგრომეურნეობაში ახალი მიდგომების მუდმივი ძიება? — ამ და სხვა კითხვებზე საპასუხოდ Yara-ს აღმოსავლეთ ევროპის ოფისის კომერციული დირექტორი და გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი, კაროლინა ფრაკოიაკი საუბრობს.
რა გამოარჩევს Yara-ს სასუქებს მსოფლიო ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი პროდუქტებისგან?
დღეს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მსოფლიო მოსახლეობისთვის სამყოფი აგროპროდუქტების წარმოებაა, თანაც ისე, რომ ბუნებას მინიმალური ზიანი მიადგეს. Yara-ს მთავარი ამოცანაა ამ გამოწვევას უპასუხოს, რისთვისაც კომპანიის გუნდი დაუღალავად შრომობს. ჩვენი პროდუქცია დიდი პასუხისმგებლობით იქმნება — წარმოების სრული პროცესი დაფუძნებულია იმაზე, რომ შეიქმნას არა მხოლოდ ხარისხიანი, არამედ გარემოსთვის უვნებელი პროდუქტი. ეფექტიანობა, გამოყენების სიმარტივე, მცირე გავლენა გარემოზე, მაღალი სარგებელი — ამ უპირატესობებით სარგებლობენ ფერმერები, რომლებიც Yara-ს სწორად შერჩეულ სასუქებს იყენებენ.
რას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება ახალი პროდუქტის შექმნის დროს?
Yara ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იდეების გენერირების პროცესს. ყოველი ახალი იდეა შემდეგ სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით ფასდება — ის თანხვედრაში უნდა იყოს კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან, უნდა პასუხობდეს გლობალურ გამოწვევებს, ჰქონდეს ინოვაციური მახასიათებელი და უნდა იყოს დამატებითი ღირებულების მომტანი მომხმარებლებისთვის. Yara, ასევე, დიდ დროს უთმობს იმ ნედლეულის შესწავლას, რომლითაც პროდუქტს ქმნის — გუნდი იკვლევს მის თვისებებს, ხარისხსა და ეფექტს. ეს კომპანიის კვლევითი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
რამდენად მნიშვნელოვანია აგრომეურნეობაში ინოვაციები და ახალი პრაქტიკების დამკვიდრება?
სოფლის მეურნეობის დარგი მუდმივ განვითარებას მოითხოვს, რათა ახალ გამოწვევებს უპასუხოს. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კლიმატის ცვლილება და აგროპროდუქტებზე მოთხოვნის გლობალური ზრდაა. თანამედროვე მიდგომების გამოყენება, ახალი გადაწყვეტების ძიება და მდგრადი აგრომეურნეობის განვითარება აუცილებელია ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ეს არის გზა იმისა, რომ გაუმჯობესდეს მოსავალი და შევინარჩუნოთ კარგი ნიადაგი მომავალი თაობებისთვის.
Yara-ს ათეულობით წლის განმავლობაში დიდი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა, რაც გვინდა ფერმერებსაც გავუზიაროთ და ჩვენი წვლილი დარგის განვითარებაში ამ ფორმითაც შევიტანოთ. ამიტომ Yara-ს გუნდი მათ აქტიურად გადასცემს აგრონომიულ ცოდნას, აცნობს ზუსტი სოფლის მეურნეობის მიდგომებს, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და ციფრულ ხელსაწყოებს.
მოგვიყევით Yara-ს ლაბორატორიასა და კვლევით ცენტრებზე
როგორც აღვნიშნე, Yara მუდმივად მუშაობს ახალი გადაწყვეტების შექმნაზე. სწორედ ამიტომ კომპანია ფლობს მსოფლიო კლასის R&D (კვლევისა და განვითარების) ცენტრებს. ერთ-ერთი გერმანიაში მდებარეობს, ფინეთში ფუნქციონირებს Yara-ს კვლევითი ფერმაც, დიდ ბრიტანეთში კი განთავსებულია ლაბორატორია, რომელშიც ნიადაგის ასიათასობით ტესტი კეთდება და ემსახურება ფერმერებს მსოფლიო მასშტაბით.
როგორც აღვნიშნე, Yara-ს მჭიდრო კავშირი აქვს ფერმერებთან, რაც ჩვენს გუნდს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლოს მათ წინაშე არსებული გამოწვევები. კომპანია, ასევე, თანამშრომლობს 100-მდე კვლევით ინსტიტუტთან და უნივერსიტეტთან მსოფლიო მასშტაბით.
18 წელზე მეტია Yara-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აგროსფეროა. როგორ შეაფასებთ თქვენს პარტნიორობას?
აგროსფეროსთან ძალიან დიდხნიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ამ დროის განმავლობაში ის ყოველთვის სანდო პარტნიორი იყო. მოგვწონს ის, რომ კომპანია მუდმივად განიცდის ზრდასა და პროგრესს, მისი გუნდის წევრები კი ფლობენ დიდ ექსპერტულ ცოდნას სოფლის მეურნეობის მეცნიერებებში. სწორედ ამიტომ, Yara და აგროსფერო ერთად ვაგრძელებთ წარმატებული თანამშრომლობის ისტორიას.
როგორ ფიქრობთ, რა არის სოფლის მეურნეობის დარგის მთავარი გამოწვევა საქართველოში?
ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც ქართველი ფერმერები დგანან, ცოდნის ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ, Yara-სა და აგროსფეროს გუნდები, სემინარებისა და ვორქშოფების გზით, მუდმივად ცდილობენ პარტნიორებსა და მომხმარებლებს ცოდნა გაუზიარონ.
რაც მთავარია, საქართველოს დიდი აგროპოტენციალი აქვს და გვჯერა, დროთა განმავლობაში ქვეყანა შეძლებს დააკმაყოფილოს არა მხოლოდ შიდა ბაზრის მოთხოვნა, არამედ გახდეს ბევრი აგროპროდუქტის ექსპორტიორიც.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები