წისქვილი ჯგუფის თეატრში კაბარეს დღეები იწყება — ვახშამი და დაუვიწყარი შოუპროგრამა კვირაში 4 დღე
თეატრის შემოქმედებითი გუნდის ახალი ინიციატივა — მრავალფეროვანი, მყუდრო, ინტერაქციული კაბარეს საღამოები, რომელიც ახალ მუხტს, ენერგიას შემატებს ქალაქს. ამჯერად, კონცეფცია იქნება ვახშამი სანახაობით.
29 სექტემბრიდან, კვირაში 4 დღე, ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით — თეატრის სცენა დაეთმობა არტისტების, ილუზიონისტების, მომღერლების და კაშკაშა მოცეკვავეების შთამბეჭდავ სანახაობებს.
ახალი მენიუ, სპეციალურად კაბარეს დღეებისთვის წისქვილი ჯგუფის ბრენდ შეფის, ალექს ნათაძის ავტორობით შეიქმნა. კერძების შერჩევას და შეკვეთას შეძლებთ არა მხოლოდ წინასწარ, არამედ ადგილზე სტუმრობისას.
"კაბარეს დღეებისთვის გადავწყვიტეთ განსხვავებული მენიუ შეგვექმნა. აქ ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის მისთვის საყვარელ გემოს. დიდი ინტერესით ველოდებით სტუმრების უკუკავშირს, რადგან ეს ყველაფერი ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის კიდევ ერთი ახალი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა", — ამბობს ალექს ნათაძე.
კაბარე ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს გასართობ დაწესებულებას გარკვეული მხატვრულ-გასართობი პროგრამით, რომელიც შედგება შანსონის სიმღერებისგან, ერთაქტიანი პიესებისგან, სკეტჩებისგან, საცეკვაო ნომრებისგან და ა.შ.
თანამედროვე კაბარე კი რესტორანია, რომელსაც საკუთარი საესტრადო პროგრამა აქვს და სტუმარს შეუძლია სანახაობას დაესწროს ვახშმის/სასმლის თანხლებით.
სულ მალე კი საქართველოში ქართული კაბარე გაჩნდება.
"კაბარეს ტიპის სივრცეს ბევრ ქვეყანაში ვხდებით და ეს არ არის ახალი, თუმცა საქართველოში გართობის ეს ჟანრი წისქვილი ჯგუფის თეატრიდან იწყება. სტუმრებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ მათთვის სასურველი კერძები, როგორც ადგილზე, ისე წინასწარ დაჯავშნის დროს, როგორც ეს რესტორანში ხდება. მათ, ასევე, შეეძლებათ საღამო დაგეგმონ და ივახშმონ მეგობრებთან ერთად, აღნიშნონ დაბადების დღე თუ მნიშვნელოვანი თარიღი", — ამბობს ანანო თავხელიძე, წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ჯაზი და საცეკვაო ნომრები მიუზიკლებიდან Nine და Moulin Rouge, ფრანგული, ესპანური და ინდური ქორეოგრაფიის ყველასთვის საყვარელი ნიმუშები — მათ თქვენთვის გამორჩეული მუსიკალური ბენდები და არტისტები შეასრულებენ. შოუზე საგანგებოდ იმუშავა თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სანახაობა ისეთივე მომნუსხველი იქნება, როგორიც ამ სივრცეში დადგმული სხვა წარმოდგენები.
"თეატრი მუდმივად ვითარდება, ვეძებთ სიახლეებს, ახალ, საინტერესო და ნიჭიერ ადამიანებს, პოპულარულ მიმართულებებს. ვიღებთ უკუკავშირს და ვითვალისწინებთ მას. ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის ხარისხიან პროდუქტს. კაბარეს დღეები იწყება, მაგრამ არცერთი დღე არ იქნება ერთნაირი, ჩვენი ყოველი მომდევნო კვირა იქნება სიახლით და საინტერესო თემატიკით დატვირთული. ვიზრუნებთ, რომ მუდმივად შევიტანოთ მრავალფეროვნება, რომ აქ მოსვლა სტუმრისთვის იყოს დღესასწაული", — ამბობს ზაალ ჩიქობავა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ასე რომ, მოემზადეთ ახალი გამოცდილებისთვის, რომელსაც თეატრი გპირდებათ საუცხოო ვახშმის და სანახაობის თანხლებით.
მაგიდის დასაჯავშნად და დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე — 032 2 88 88 80 / 577 000 888
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს — Teatri.ge
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
კომენტარები