ლიბერთის და მერსი ქორფსის თანამშრომლობის ფარგლებში, გრძელდება პროექტი ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის
დღეს, 29 სექტემბერს, ბაკურიანში, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა რეგიონების წარმომადგენელი ახალგაზრდები RDYE პროექტის ინტენსიური ბიზნეს გადამზადების ტრენინგ-კვირეულს (BET / Business Excellence Training) დაასრულებენ.
RDYE პროექტის ინტენსიური ბიზნეს ტრენინგის კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას ოფიციალური პირები სამთავრობო უწყებებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ლიბერთის და მერსი ქორფსის ერთობლივი პროექტი, ხელს უწყობს ახალგაზრდა, დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს, განავითარონ სამეწარმეო უნარები, ასევე შექმნან ახალი ან გააფართოონ არსებული ახალგაზრდული საწარმოები. აღნიშნული პროექტი, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მიიღონ შესაბამისი ცოდნა, მოიპოვონ დაფინანსება და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი.
პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და რვაასამდე ახალგაზრდამ მიიღო შესაბამისი ცოდნა, არსებული ახალგაზრდული საწარმოების მართვისა და განვითარების მიმართულებით. პირველ ეტაპზე 33 გამარჯვებული დაჯილდოვდა.
RDYE პროექტის ფარგლებში ჩატარებული საბაზისო მეწარმეობის ტრენინგების მეორე ციკლის განმავლობაში სულ 852 ახალგაზრდა მონაწილეობდა 71 ტრენინგში, რომელიც ჩატარდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში. 75 საუკეთესო ბიზნეს იდეის ავტორებს უფლება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ პროექტის შემდეგ ეტაპზე, ბიზნესის შვიდდღიან ინტენსიურ ტრენინგებში (BET).
ამჯერად, 2023 წლის 23-30 სექტემბერს, ინტენსიური ბიზნეს გადამზადების მორიგი ტრენინგ-კვირეული (BET / Business Excellence Training) ჩატარდა. აღნიშნულ ტრენინგზე 17 მუნიციპალიტეტის, კერძოდ ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები 75 ახალგაზრდა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
პროექტი ხელს შეუწყობს 1 500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო / ბიზნესი.
პროექტი განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბრიდან 2025 წლის მაისამდე) საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით, რაც მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:
- ქვემო ქართლი — რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა;
- სამცხე-ჯავახეთი — ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა;
- შიდა ქართლი — გორი, ქარელი, კასპი;
- მცხეთა-მთიანეთი — მცხეთა, დუშეთი, თიანეთი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროექტის Facebook და Instagram გვერდებს ან ვებგვერდს.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები