ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში სასტუმრო სოლომონი ფართოვდება
ბაზისბანკთან პარტნიორობით და აწარმოე საქართველოში პროგრამის ფარგლებში, სასტუმრო ინდუსტრიისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, ქუთაისში სასტუმრო სოლომონი ფართოვდება და სტუმრებს ჯამში 28 ნომრით მოემსახურება, პროექტის განსახორციელებლად ბაზისბანკმა 1.5 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერა გასწია.
ბაზისბანკთან პარტნიორობით ჩატარდება სასტუმროს გარე ფასადის სრული მოპირკეთება და სასტუმროს გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა, ასევე შენობის სრული რემონტი/აღჭურვა. ელექტროგაყვანილობის მოწესრიგება და გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობა.
შენობა, რომელშიც სასტუმრო სოლომონია განთავსებული, მე-19 საუკუნეში არის აშენებული და გამოირჩევა უნიკალური სტილის არქიტექტურით. სასტუმრო ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ და ისტორიულ ნაწილში მდებარეობს.
სასტუმროს ახალი კორპუსის დასრულება და პირველი სტუმრების გამასპინძლება 2024 წლის დასაწყისიდან არის დაგეგმილი. სასტუმრო, ვიზიტორებს საქართველოს გაცნობით სხვადასხვა ტიპის ტურებს სთავაზობს, მათ შორის ღვინის და ქართული ავთენტური სამზარეულოს სადეგუსტაციო ტურებს. დასასვენებელ სივრცეს, კერძო პარკინგსა და რეცეფციის 24 საათიან მომსახურებას სთავაზობს.
"სასტუმროს განვითარება ჯერ კიდევ პანდემიის დროს დავგეგმეთ, რაც გამოწვევა იყო ბანკებთან ურთიეთობისას. ბაზისბანკმა ჩვენთან ერთად აიღო რისკები და პარტნიორული დამოკიდებულება გამოიჩინა, რაც ცალსახად მისასალმებელია. მინდა მადლობა გადავუხადო ბაზისბანკის გუნდს აღნიშნულ პროექტში შეტანილი წვლილისთვის. ვიმედოვნებ, რომ კიდევ მეტი მსგავსი პროექტი განხორციელდება ჩვენს ქალაქში, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებას", — ამბობს სასტუმრო სოლომონის მენეჯერი, გიორგი ქებულია.
"ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის ერთ-ერთ უმსხვილეს დამფინანსებელს საქართველოში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს სამშენებლო სექსტორს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით სასტუმრო სოლომონი ფართოვდება და კიდევ ერთი წარმატებული პროექტი ხორციელდება", — აღნიშნავს ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის რეგიონის უფროსი, ნათია ბერიძე.
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
კომენტარები