ქალთა ერთა ლიგა — საქართველოს ნაკრების ახალი შანსი
უეფამ კაცთა ფეხბურთში სულ რამდენიმე წლის წინ, 2017 წელს დაამტკიცა ახალი ტურნირის განახლებული ფორმატი, რომელიც ფურცელზევე ისე მოჩანდა, რომ საქართველოს ნაკრებსა და ჩვენი დონის სხვა ნაკრებებს დამატებით მოტივაციას მისცემდა. ერთა ლიგა, თავისი ფორმატით, ევროპის უმაღლეს სანაკრებო ჩემპიონატზე რთული და მძიმე საკვალიფიკაციო ეტაპების პარალელურად, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსია, მეტიც — კიდევ უფრო რეალურ ალტერნატივადაც მოჩანს.
ასე მოჩანდა ჩვენს პირველ ცდაზეც, როდესაც 2018-19 წლების ერთა ლიგაზე ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამაჯერებლად მოიგო ჯგუფი, ნახევარფინალში ბელორუსიც დაამარცხა და მერე იყო, ალბათ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე გულდასაწყვეტი მარცხი ჩრდ. მაკედონიასთან — ძალიან კარგად გვახსოვს ყველას და არასდროს დაგვავიწყდება, როგორ ახლოს ვიყავით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან და როგორ დასანანად დავთმეთ ეს შანსი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ერთა ლიგამ საქართველოს ნაკრებისთვის ახალი და განსხვავებული სუნთქვა გახსნა, მაგალითად, წლევანდელ საკვალიფიკაციო ეტაპზეც — როცა კლასიკურ ჯგუფურ გათამაშებაში ზედიზედ სამი მარცხი გვაქვს, მყარ ბოლოსწინა ადგილს ვიკავებთ და 3 გუნდი გვისწრებს ქულებით, ყველას გონებაში გვაქვს ერთა ლიგა და გაზაფხული, როცა ნახევარფინალს და, დიდი იმედია, ფინალს ვითამაშებთ.
უეფაში გადაწყვიტეს, რომ ანალოგიური ფორმატი დაენერგათ ქალთა ფეხბურთშიც — 4 ლიგა (A, B, C და D), რომელშიც ევროპის 51 ქვეყნის ეროვნული ნაკრებები არიან განაწილებულნი. ჩვენ C დივიზიონში ვართ სარეიტინგო ქულების გათვალისწინებით და მეტოქეებიც ჩვენი დონის გვყავს: თურქეთი, ლუქსემბურგი და ლიეტუვა.
ზოგადად, უნდა ითქვას, რომ ქალთა ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა, სულ უფრო მეტი ადამიანის ინტერესში ექცევა ეს სანახაობა და ამასვე მოწმობს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში გაიმართა და უამრავ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, აქტიურად გაშუქდა. აღმავლობის ტენდენციის გათვალისწინებით, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმაც მიიღო გადაწყვეტილება, კარგად დაცდილი და კაცთა ფეხბურთში დატესტილი ფორმატი გადმოეტანა, რაც, პირველ რიგში, სფეროს მიმართ განვითარებადი ქვეყნების აქტიურ ჩართვას გულისხმობს.
ამ ქვეყნებს შორის ვართ ჩვენც და აქამდე თუკი იშვიათი საკლუბო გამონათებებით გამოვირჩეოდით, ვინ იცის, ერთა ლიგა იქცეს ქართული ქალთა ფეხბურთის სანაკრებო წარმატების სივრცედ და სრულად იყოს გამოყენებული ეს შესაძლებლობა. ტურნირი სექტემბრიდან იღებს სტარტს და მომავალი წლის ერთა ლიგა, ანუ მეორე სეზონი უკვე შესარჩევი ეტაპიც იქნება 2025 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის.
2023 წლის აპრილში ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ისრაელელი სპეციალისტი, ირის ანტმანი დაინიშნა, რომელმაც დაკავებულ თანამდებობაზე გიორგი ჩხაიძე ჩაანაცვლა. ირისი ძალიან გამოცდილი სპეციალისტია და 13-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს საკუთარ სამშობლოში, ახლა მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება და ეს ახალი ეტაპი ებმის ქართული ქალთა ფეხბურთის ახალ სიცოცხლესაც. ახალი მწვრთნელი, ახალი ნაკრები და ახალი ტურნირი – სიახლე ყოველთვის კარგია და მხოლოდ და მხოლოდ უნდა ვიმედოვნოთ, რომ განახლების პროცესი, რომელიც არც თუ მარტივი იქნება, კარგად ჩაივლის და მომავალი წლის ერთა ლიგაზე საქართველო რეალურად იბრძოლებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის. გოგოებს საშინაო მატჩებზე დასჭირდებათ ჩვენი დახმარება, გულშემატკივარიც უნდა ჩაერთოს ამ განახლების პროცესში, სხვაგვარად წარმოუდგენელია.
ახლად დანიშნული მწვრთნელი, ირის ანტმანიც იმავეს ამბობს — "მჯერა, რომ შრომით, თავდადებით და დისციპლინით ჩვენ ისეთ გუნდს შევქმნით, რომლითაც მთელი ერი იამაყებს".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბანკი 2022 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 2026 წლის ჩათვლით მხარს დაუჭერს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს. თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერას.
საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
-
გადახედვამამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება მამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება
-
გადახედვარატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი რატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი
-
გადახედვათუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები
-
გადახედვანიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება ნიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება
-
გადახედვა"ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს "ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს
-
გადახედვაგვჯერა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო — კონსერვატორიის სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პროფესორ-მასწავლებლების მანიფესტი გვჯერა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო — კონსერვატორიის სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პროფესორ-მასწავლებლების მანიფესტი
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვათბილისში ევროპული მარში დაიწყო თბილისში ევროპული მარში დაიწყო
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვაუჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
-
გადახედვაშვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას შვედეთის საგარეო უწყება: საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ევროპული მომავლის შემაფერხებელი ტრაექტორია, მოვუწოდებთ, გადახედონ კანონპროექტის მიღებას
-
გადახედვაპოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ჯგუფურად ცემის ფაქტზე შსს ამბობს, რომ დაზარალებულმა მათი ავტობუსი არ გაატარა
-
გადახედვაროგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook ანგარიშზე
-
გადახედვაკობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები კობახიძე რუსულ კანონზე: ვეტოს პროცედურის ფარგლებში, შესაძლებელია, შეჯერდეს პოზიციები
-
კომენტარები