დაესწარი LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენას — ღონისძიების პარტნიორი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. მიზანი როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ წამყვან უნივერსიტეტებში ქართველი ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, წელს საქართველოს ბანკი LEAF-ის მიერ გამართული განათლების საერთაშორისო გამოფენის მხარდამჭერია.
30 სექტემბერს, სასტუმრო ბილტმორში, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში გაეცნონ ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებს, მათი წარმომადგენლებისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტუდენტური პროექტების და დაფინანსების შესახებ. რაც მათ დაეხმარება, ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
ღონისძიებაზე დასასწრებად მსურველებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/
"საქართველოს ბანკისთვის, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ გვჯერა, რომ უკეთეს მომავალს სწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან. სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომელიც აძლევს მათ შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში", — აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
სწორედ ამ მიზნით, განათლების გამოფენაზე საქართველოს ბანკის მიერ წარმოდგენილი იქნება მის მიერ მხარდაჭერილი საგანმანათლებლო პროგრამები — Chevening, Fulbright და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა. რომელთა ფარგლებშიც, უკვე 50-ზე მეტ სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა, მიეღო განათლება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.
აღსანიშნავია, რომ Chevening-ის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება დაწყებულია, ამიტომ საქართველოს ბანკის სტენდთან ახალგაზრდები მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე პასუხს 2022 წლის ჩივნინგის პროგრამის გამარჯვებულისგან, ფიქრია ელიზარაშვილისგან მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული და მხარდაჭერილი პროექტების შედეგად, ბანკმა განათლების შესაძლებლობა უკვე 120 ათასზე მეტი ახალგაზრდისთვის შექმნა.
განათლების ცენტრი LEAF-ი კი 15 წელია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე და დაინტერესებულ პირებს განათლების თემაზე კონსულტაციას სთავაზობს. ცენტრი უკვე 1000-ზე მეტ ახალგაზრდას დაეხმარა საზღვარგარეთ არსებულ უნივერსიტეტებში ჩაბარებასა და დაფინანსების მოპოვებაში.
"ჩვენი და LEAF-ის თანამშრომლობა არის შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ უფრო მეტ ახალგაზრდას, აისრულონ ოცნებები და მიაღწიონ დასახულ მიზანს. ეს კი გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და აქტიურად გავაგრძელოთ მომავალი თაობის მხარდასაჭერად ინიციატივების განხორციელება", — ამბობს ანა ლომთაძე.
ამასთან, გამოფენაზე მისულ სტუმრებს ბევრი სასიამოვნო სიახლე დახვდებათ. საინტერესო შეხვედრებთან ერთად მათ შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ გათამაშებაში, მოიგონ სხვადასხვა საჩუქრები და სწავლის დაფინანსება. საქართველოს ბანკის Student Card-ის სტენდთან კი ისინი შეძლებენ, მოიგონ 5100 ლარიანი ბიბლუსის ვაუჩერი.
-
გადახედვააქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა მძიმედ არის ნაცემი — ის კლინიკაშია გადაყვანილი
-
გადახედვარუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ რუსთაველის გამზირიდან სპეცრაზმი გავიდა — პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას აქციის მონაწილეები იკავებენ
-
გადახედვაო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი ო'ბრაიენის ავტომობილი ქართული ოცნების სათავო ოფისში შევიდა — ტვ პირველი
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები — საია
-
გადახედვასაერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მთელი არსენალია განხილვაში, ამბობს გვარამია ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ
-
გადახედვალევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა ლევან ბეჟაშვილი: ოცნებამ ქვეყანა წაგვართვა და ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა
-
გადახედვათავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს თავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციის კორდონი მოქალაქეებს მეტროში არ უშვებს
-
გადახედვააქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს აქციაზე ინტერპრესნიუსის ფოტორეპორტიორს სამართალდამცველებმა სცემეს
-
გადახედვაბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ ბოიკოტს ვაცხადებთ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში — ენმ
-
გადახედვამოვუწოდებ შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, აქციის მთლიანად დაშლის აუცილებლობა არ არის საჭირო — სახალხო დამცველი მოვუწოდებ შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, აქციის მთლიანად დაშლის აუცილებლობა არ არის საჭირო — სახალხო დამცველი
-
გადახედვაო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები ო'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ ბოკუჩავა ამბობს, რომ აშშ განიხილავს დაასანქციროს ივანიშვილი, მისი გარემოცვა და რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
-
გადახედვასპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალის გამოყენებით გაწმინდა
-
გადახედვასტუდენტები ევროპული მომავლისთვის: სტუდენტები მაინც ერთიანად შევიკრიბებით იმავე დღის წესრიგით და კიდევ უფრო გაბრაზებულები გავალთ რუსთაველისკენ სტუდენტები ევროპული მომავლისთვის: სტუდენტები მაინც ერთიანად შევიკრიბებით იმავე დღის წესრიგით და კიდევ უფრო გაბრაზებულები გავალთ რუსთაველისკენ
-
გადახედვამეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! მეცოლა: თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ!
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი დააკავეს ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს
-
გადახედვაპარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი პარლამენტის წინ საპოლიციო ძალები განლაგდნენ — ისმის გამაფრთხილებელი სიგნალი
-
გადახედვააქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება აქცია გასცდა კანონით დადგენილ ნორმებს, გამოვიყენეთ სპეციალური საშუალებები — შსს-ს განცხადება
-
-
გადახედვარუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვაპარტია ლელო და ენმ-ს დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან პარტია ლელო და ენმ-ს დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
გადახედვაკახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში კახა შენგელია: სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი უნივერსიტეტში
კომენტარები