სუს და ქართული ოცნება ამჯერად USAID-ს ესხმის თავს — რა ხდება
რატომ არის მნიშვნელოვანი: 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, თითქოს "გარკვეული ჯგუფი", რომლებიც ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ მოქმედებს, დესტაბილიზაციას, არეულობას და ტერორისტულ აქტს გეგმავს, რომლის მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა.
- უწყებამ ისაუბრა ბარიკადების და კარვების ქალაქის მოწყობის გეგმაზე, შესაძლო აფეთქებაზე და ევრომაიდნის სცენარის განვითარების მცდელობაზე.
- სუს ამტკიცებდა, რომ "დესტრუქციული პროცესების" დაწყების თარიღებად მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდია შერჩეული, როდესაც ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს.
- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უწყება მსგავსი შინაარსის განცხადებას ავრცელებს და აქამდე კონკრეტული შედეგების ან გამოძიების შემდგომი განვითარების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
- უწყებას ამჯერადაც არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ბრიფინგზე განცხადების წაკითხვით შემოიფარგლა.
- არასამთავრობო სექტორი ამას საზოგადოებაში შიშის დათესვის მცდელობად აფასებს და საინფორმაციო მანიპულირებას ადარებს, რაც ავტორიტეტული საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი.
ვინ დაასახელა სუს-მა ორგანიზატორებად: უწყებამ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მოქმედი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი დაადანაშაულა.
- ამავდროულად, განაცხადეს, რომ "აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით", რითიც სავარაუდოდ უკრაინაზე მიანიშნა, რადგან ყველა ხსენებული პირი ამჟამად უკრაინაში იმყოფება.
- მათივე მტკიცებით, დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და "დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი", რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ.
- სუს ამბობდა იმასაც, თითქოს რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია კანვასი, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია სერბული ორგანიზაცია ოტპორი.
რა უპასუხეს დადანაშაულებულებმა: ქართველი ლეგიონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს პირდაპირ ნაკარნახევია რუსეთიდან და დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან.
- "როგორც იცით, რუსეთში ქართული ლეგიონის წევრების წინააღმდეგ სასამართლო ჩატარდა, რუსეთმა ამ ადამიანებს სხვადასხვა მუხლი მიუსაჯა. შეიძლება, ეს იყოს მცდელობა, რუსეთს გადასცენ ეს ადამიანები, ვინც საქართველოში ჩამოდის. ასე რომ, მგონია, ეს არის სუფთად რუსული ხელწერა, საქართველოს რუსული ხელისუფლება გააქტიურდა და ამით ქართული ლეგიონის დისკრედიტაციას ცდილობს", — უთხრა მან ფორმულას.
- მიხეილ ბარუტინმა TV პირველთან თქვა, რომ მამუკა მამულაშვილი უკრაინაში ერთხელ ნახა, შარშან და ისიც შემთხვევით გადაიკვეთენ.
- მისივე თქმით, გიორგი ლორთქიფანიძეც რამდენიმე თვის წინ შემთხვევით ნახა.
- ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა და ორგანიზაცია CANVAS-ის დირექტორმა, გიორგი მელაძემ დაწერა, რომ არანაირ გადატრიალებას არ გეგმავენ და ამ განცხადების ერთადერთი მიზანია აქტიური ადამიანების დაშინებაა.
30 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუს-ში სერბეთის მოქალაქეები გამოჰკითხეს. CANVAS-ის დირექტორმა, გიორგი მელაძემ განაცხადა, რომ ისინი სამოქალაქო აქტივიზმის გამოცდილების მქონე ადამიანები იყვნენ და საქართველოში ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩამოვიდნენ, როცა უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა.
- მათ გაუთქმელობის განცხადებას მოაწერეს ხელი, ამიტომ დამატებითი დეტალები უცნობია.
- "ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია, ეს არის ჩემი შეფასება, რომ ეს არის აბსურდული საქმე, რიგ შემთხვევებში ძალიან სასაცილო კითხვები დაისვა და რომ მქონდეს ამის საშუალება, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას ძალიან ცხადად დაინახავდა", — განაცხადა იურისტმა, ედუარდ მარიკაშვილმა.
რა მოხდა ახლა: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები, რომლებმაც ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი "რევოლუციური სცენარისთვის" მოსამზადებელი ტრენინგები ჩაატარეს.
- სუს-ის მტკიცებით, ჩამოსული ტრენერები, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან.
- ამბობენ იმასაც, რომ მათ კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთანაც.
- უწყების თქმით, სიკმანი და ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია ოტპორის ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია კმარას ანალოგს.
- სუს ამტკიცებს, რომ 26-29 სექტემბერის პერიოდში ისინი თბილისში შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებმაც, როგორც სუს-ში აცხადებენ, "გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში."
- სუს ამბობს, რომ მათ ასწავლეს როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების წინააღმდეგ და "როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში".
- უწყების თქმით, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 30 სექტემბერს გაემგზავრნენ საქართველოდან ბელგრადის მიმართულებით.
გამოხმაურებები: სუს-ის ამ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ქართულ ოცნებაშიც.
- ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საჭირო იქნება განმარტების მიღება, თუ რატომ დაფინანსდა USAID-ის მიერ ასეთი ტრენინგი.
- "ეს არის შავი დღე საქართველოს მიმართ ამერიკის დახმარების ისტორიაში", — ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილი სუს-ის განცხადებას.
- "გააკეთონ განმარტება იმაზე, რატომ მიდის ამერიკელი ხალხის ფული სხვა ქვეყანაში არეულობის ინსპირაციის, ჯგუფების მომზადებისთვის", — ამბობს პაპუაშვილი.
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვაგმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან გმირთა მოედნიდან აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიდიან, სადაც ევროპელ მინისტრებს ელოდებიან
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები