ლიბერთი ბანკის პროექტი ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის გრძელდება
ლიბერთი ბანკისა და მერსი ქორფსის პროექტი ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) გრძელდება.
ბაკურიანის, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა რეგიონების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა პროექტის ინტენსიური ბიზნეს გადამზადების ტრენინგ-კვირეული (BET / Business Excellence Training) დაასრულეს.
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) ფარგლებში მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ბიზნეს გადამზადების სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულ წარმომადგენელ ახალგაზრდებს ტრენინგის დასრულების სერტიფიკატები გადაეცათ.
აღნიშნულ ტრენინგზე 17 მუნიციპალიტეტის — ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები 75 ახალგაზრდა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამების მენეჯერმა, ლაშა გოგიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა, ლიბერთი ბანკის მიკრო და მცირე დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხათუნა ჭელიძემ, მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ირაკლი ქასრაშვილმა და RDYE პროექტის დირექტორმა, უჩა ვარამაშვილმა გადასცეს.
"75-მა ახალგაზრდამ ბიზნეს გადამზადების კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ხანგრძლივი ეტაპები გაიარა. ტრენინგების ფარგლებში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, დაფინანსების მოსაპოვებლად კურსდამთავრებულები ბიზნეს გეგმებს შეიმუშავებენ და წარმოგვიდგენენ.
პროექტის საგრანტო კომპონენტი მათ შესაძლებლობას მისცემს, წამოიწყონ ახალი ბიზნესი ან განავითარონ უკვე არსებული სამეწარმეო საქმიანობა. მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი ხელს უწყობს არამხოლოდ ადგილობრივ დონეზე სოციალური და ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებას, არამედ გამარჯვებულებს მისაბაძ მაგალითებად აქცევს და სხვა ახალგაზრდებს მოტივაციას მისცემს", — აღნიშნავს პროექტის დირექტორი უჩა ვარამაშვილი.
"ლიბერთი ბანკი აგრძელებს პროექტ ახალგაზრდა მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის მხარდაჭერას. პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ შევქმენით ფინანსური წიგნიერების სასწავლო მოდული, რომელსაც ბიზნეს ტრენინგის მონაწილეები გადიან.
სულ მალე პროექტის მონაწილე ახალგაზრდები წარმოადგენენ საკუთარ ბიზნეს იდეებს დასაფინანსებლად. მოხარული ვართ, რომ ლიბერთის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელია, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეების წახალისება", — ამბობს ლიბერთის მიკრო და მცირე დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხათუნა ჭელიძე.
პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და რვაასამდე ახალგაზრდამ ახალგაზრდული საწარმოების მართვისა და განვითარების კუთხით ცოდნა მიიღო. პირველ ეტაპზე 33 გამარჯვებული დაჯილდოვდა.
RDYE პროექტის ფარგლებში ჩატარებული საბაზისო მეწარმეობის ტრენინგების მეორე ციკლის განმავლობაში სულ 71 ტრენინგში 852-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. 75 საუკეთესო ბიზნეს იდეის ავტორი პროექტის შემდეგ ეტაპზე გადავიდა და ბიზნესის შვიდდღიან ინტენსიურ ტრენინგებში მიიღებს მონაწილეობას (BET).
RDYE პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების ტრენინგების (Business Excellence Trainings/ BET) შედეგად, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ საერთო ჯამში 200-მდე ახალგაზრდას შესაძლებლობა ეძლევა, შეისწავლონ მეწარმეობის სხვადასხვა საკვანძო მიმართულებები, მოამზადონ ბიზნეს გეგმები და RDYE პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები კი საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად შესაბამის დაფინანსებას მიიღებენ.
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia)ახორციელებს. პროექტის მხარდამჭერები კი ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი არიან.
პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და განავითარონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.
პროექტი 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი - 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით განხორციელდება და 18 მუნიციპალიტეტს მოიცავს:
- ქვემო ქართლი რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა;
- სამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა;
- შიდა ქართლი გორი, ქარელი, კასპი;
- მცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროექტის ფეისბუქს, ინსტაგრამს ან ოფიციალურ ვებსაიტს.
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
კომენტარები