გრენლანდიელი ქალები, რომელთაც კონტრაცეპტივები მოტყუებით მისცეს, დანიისგან კომპენსაციას ითხოვენ
გრენლანდიაში მცხოვრები ქალები, რომელთაც წარსულში ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები მათი ნების საპირისპიროდ მისცეს, დანიის მთავრობისგან კომპენსაციის გადახდას ითხოვენ.
ეროვნული არქივიდან მოპოვებული ჩანაწერებით ირკვევა, რომ 1966 წლიდან 1970 წლამდე გრენლანდიაში სულ მცირე 4 500 ქალს (მათ შორის, მოზარდებს) საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივი ("სპირალი") ისე მისცეს, რომ მათ ამაზე არაფერი იცოდნენ — შესაბამისად, არც თანხმობა ჰქონდათ გაცხადებული. კამპანია კუნძულის მკვიდრ მოსახლეობაში შობადობის ზრდის შეზღუდვას ისახავდა მიზნად. შედეგად, დანიის მაუწყებლის ცნობით, 1969 წლის ბოლოსთვის იმ გრენლანდიელი ქალების 35 პროცენტს, რომელთაც შვილის გაჩენა შეეძლოთ, კონტრაცეპტივი ამ შესაძლებლობას ართმევდა.
როგორც ცნობილია, ამ პრაქტიკას გრენლანდიაში 1975 წლამდე ჰქონდა ფეხი მოკიდებული, თუმცა, BBC-ის ცნობით, კუნძულზე ქალების რეპროდუქციული უფლებების დარღვევა კიდევ ათწლეულები გაგრძელდა. ერთი მოწმე ირწმუნება, რომ კონტრაცეპტივი მას 2009 წელს მისცეს, მეორეს თქმით კი — 2014-ში. ორივე შემთხვევაში ეს პირის თანხმობის გარეშე მოხდა.
საქმის გამოსაძიებლად დანიისა და გრენლანდიის მთავრობებმა კომისიაც კი შექმნეს, თუმცა, მათი დასკვნა შეიძლება 2025 წლის გაზაფხულამდე არ გახდეს ცნობილი. გრენლანდიაში მცხოვრები ქალები კი კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდას მოითხოვენ.
"გამოძიების შედეგების ლოდინი არ გვინდა", — ამბობს კომპენსაციის მოთხოვნის ინიციატორი, ფსიქოლოგი და აქტივისტი ნაია ლიბერთი, — "ჩვენ ვბერდებით. მათგან ყველაზე ხნიერები, ვისაც 1960-იანებში კონტრაცეპტივები მისცეს, 1940-იანებში არიან დაბადებულები და უკვე 80 წელს უკაკუნებენ. დაუყოვნებლივი მოქმედება გვსურს".
ლიბერთის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში კონტრაცეპტივი გოგოების სხეულისთვის მეტისმეტად დიდი აღმოჩნდა, რამაც მათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ბევრმა კი გინეკოლოგისგან მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეიტყო ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზი. აქტივისტი ამბობს, რომ დანიის მაშინდელი მთავრობა გრენლანდიის მოსახლეობის კონტროლს ფულის დასაზოგად ცდილობდა; კუნძული ხომ დღემდე დანიის დაქვემდებარებაში რჩება.
არქტიკისა და ატლანტის ოკეანეებს შორის მოქცეული გრენლანდია, რომელიც მეტწილად მკვიდრი ხალხით, ინუიტებითაა დასახლებული, 1953 წლამდე დანიის კოლონია იყო. ტერიტორიას დღეს უკვე აქვს საკუთარი დროშა, ენა და ჰყავს პრემიერმინისტრიც კი. თუმცა, თავდაცვის, ფინანსური, საგარეო და სასამართლო სისტემები ჯერ კიდევ დანიიდან იმართება.
დანიამ შარშან ექვს ინუიტს მოუბოდიშა და კომპენსაციაც გადაუხადა 1950-იან წლებში ოჯახებიდან მათი წაყვანის გამო. მაშინ ეს გრენლანდიაში დანიურენოვანი ელიტის ჩამოყალიბების გეგმის ნაწილი იყო.
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
კომენტარები