თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტში ფორუმი — კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები გაიმართა
3 ოქტომბერს, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში, სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის ინიციატივითა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით ღონისძიება — კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები: ევროპული დისკურსი და მისი მნიშვნელობა საქართველოს კაპიტალის ბაზრის რეგულირებისათვის გაიმართა.
ღონისძიება მიეძღვნა საქართველოში კაპიტალის ბაზრის სამართლის, როგორც სამართლის დამოუკიდებელი დარგის განვითარების პერსპექტივებს. კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, ბოლო პერიოდში არაერთი საკანონმდებლო რეფორმა და მასტიმულირებელი ღონისძიება ხორციელდება, თუმცა მისი, როგორც სამართლის დარგის დოგმატურ-პრაქტიკული და ამასთანავე, მეთოდოლოგიური საფუძვლები დამუშავებული არ არის.
ფორუმის გახსნით ნაწილში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი რამაზ კუკულაძე, საპენსიო სააგენტოს უფროსი გიორგი მელიქიძე. ფორუმს მოდერატორობას უწევდა პროფ. დოქ. ირაკლი ბურდული.
ღონისძიებაში მონაწილე ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა იმსჯელეს კაპიტალის ბაზრის სამართლის ცნებაზე, შინაარსზე, რეგულირების საგანზე, ევროპული კაპიტალის ბაზრების სუპრანაციონალური რეგულირების მოდელის, ბაზრის ფუნქციაუნარიანობასა და პროდუქტების სახეობებზე და ამ კონტექსტში იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოში სამართლის ამ ახალი დარგის განვითარებისთვის. ამასთან, ღონისძიების შედეგად, დაიწყო მომზადება სასწავლო კურსისა — შესავალი კაპიტალის ბაზრის სამართალში, რომელიც საუნივერსიტეტო სწავლებაში პირველად დაინერგება.
კაპიტალის ბაზრის სამართლის თაობაზე, აღნიშნული ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა, თუმცა ჯერ კიდევ 2019 წელს, ალტე უნივერსიტეტსა და თსუ-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საფუძველზე, ასევე, ჩატარდა პირველი მსგავსი ღონისძიება, რომელსაც მხოლოდ ქართული კონტექსტი ჰქონდა.
ამჟამად, ფორუმი საერთაშორისო სახეს ატარებდა, რომლის ფარგლებში ასევე მოწვეულნი იყვნენ ამ დარგის ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამორჩეული პროფესორები: გერმანელი იურისტი - პროფ. დოქ. ქრისტიან ქერნი (ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, საკორპორაციო, საბანკო, კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი და საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტის დირექტორი) და პროფ. დოქ. იან ლიდერი (ფრაიბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამოქალაქო, საკორპორაციო და კაპიტალის ბაზრის სამართლის სპეციალისტი). ორივე მათგანს ასევე აშშ-ში დასრულებული აქვს LL.M-ის პროგრამა სწორედ ამ (საკორპორაციო და კაპიტალის ბაზრის სამართლის) მიმართულებით.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
კომენტარები