ქეთი მელუა სადებიუტო ალბომის საიუბილეო, განახლებულ ვერსიას გამოუშვებს
წარმოშობით ქართველი ბრიტანელი მუსიკოსი ქეთი მელუა თავისი სადებიუტო ალბომის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად მის განახლებულ ვერსიას გამოუშვებს. ალბომი Call Off The Search, რომელიც მომღერალმა 2003 წელს, 19 წლის ასაკში გამოაქვეყნა, ცნობილი მუსიკოსების — მაიკ ბეთის, ჯონ მეიოლის, რენდი ნიუმენისა და ჯეიმს შელტონის — დაწერილ კომპოზიციებს აერთიანებს.
"ეს ალბომი 2002 წელს მაიკ ბეთთან ერთად ჩავწერე, როცა BRIT School-ში ვსწავლობდი", — წერს ქეთი მელუა ინსტაგრამზე, — "ძალიან პატარა ქეთის მაშინ ვერც კი წარმოედგინა, რომ ალბომი ბრიტანულ ჩარტებში ექვსი კვირის განმავლობაში დაიკავებდა პირველ ადგილს. ასე გავხდი დამოკიდებული სიმღერების წერაზე. საოცარია, რომ 20 წლისა და 8 ალბომის გამოშვების შემდეგაც კი ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ".
ქეთის თქმით, ალბომის განახლებული ვერსია აქამდე უცნობ 7 დაუმუშავებელ ჩანაწერსაც მოიცავს. ამასთან, იუბილეს აღსანიშნავად, სიმღერებზე გადაღებული ვიდეოკლიპები მაღალ ხარისხში აიტვირთება იუთუბზე.
Call Off the Search გამოშვებიდან პირველი ხუთი თვის განმავლობაში 1,8 მილიონ ასლად გაიყიდა და ექვსგზის მიიღო პლატინის სტატუსი. ის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ბრიტანული ალბომების ასეულშიც შედის.
ქეთი მელუა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანელი მომღერალია, რომელსაც ამ დრომდე ჯამში ცხრა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. ზედიზედ ორი წლის განმავლობაში მელუა გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე გაყიდვადი ჩანაწერების მქონე მუსიკოსი ქალი იყო. 2008 წელს ქეთი 30 წლის ასაკს ქვემოთ მე-7 ყველაზე მდიდარ ბრიტანელ მუსიკოსად დასახელდა. 2021 წელს მელუამ ევროპის კულტურის ჯილდოც მიიღო.
Call Off the Search-ის განახლებული ვერსია კი 3 ნოემბერს გამოვა.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
კომენტარები