გაიცანით 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის მონაწილეები
საქართველოს ბანკისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობით, საქართველოში უკვე მეხუთედ იმართება პრესტიჟული საერთაშორისო კომპანიის, 500 Global-ის აქსელერაციის პროგრამა სტარტაპებისთვის — 500 Georgia.
500 Global ვენჩურული საინვესტიციო კომპანიაა და სტარტაპებს ბიზნესის განვითარებასა და ადგილობრივ თუ გლობალურ ბაზრებზე გაფართოებაში ეხმარება. 500 Georgia-ში მონაწილეობით კი სტარტაპები 12-კვირიან ინტენსიურ გადამზადების კურსს მსოფლიო დონის მენტორებთან გადიან და 500 Global-ის საერთაშორისო ქსელის წევრები ხდებიან.
აქსელერაციის პროგრამაში ამჯერად 5 ქვეყნიდან 10 სტარტაპი მოხვდა. ისინი სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის ფინანსურ, ადამიანური რესურსების მართვის, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში ოპერირებენ.
My AI Inc. ავსტრიაში დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც ბრენდებს მომხმარებლების ლოიალობის გაზრდაში ფინანსური ინფრასტრუქტურის მიწოდებით ეხმარება.
Perkskit აზერბაიჯანული კომპანიაა, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობს. მათ შეამჩნიეს, რომ თანამშრომლების მოტივაციაზე კორპორაციული ბენეფიტები დადებითად მოქმედებს, თუმცა ტრადიციული მიდგომები საკმარისი არაა, ამიტომ შექმნეს ხელსაწყო, რომლითაც კომპანია ბენეფიტებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს თანამშრომლებზე ანაწილებს, ისინი კი თანხას საკუთარი საჭიროებებისამებრ ხარჯავენ — ირჩევენ სასურველ პროდუქტებსა და სერვისებს.
Awork დასაქმების ქართული აპლიკაციაა, სადაც შესაძლებელია პროფესიონალური CV-ის შედგენა, ვაკანსიების ადგილმდებარეობით ან სხვა ფილტრებით მოძიება და საიტიდან გაუსვლელად CV-ის გაგზავნა. აპლიკაცია სამსახურის მაძიებლებს კარიერულ კონსულტაციასაც სთავაზობს, ბიზნესებს კი შესაძლებლობას აძლევს, ბიზნეს პროფილის მეშვეობით HR პროცესები ციფრულად მართონ.
UniSub ქართული სტარტაპია, რომლის დახმარებით ბიზნესები რეგულარულ გამოწერებსა (Subscriptions) და გადახდებს კრიპტოვალუტაში მიიღებენ. პლატფორმის დახმარებით ამის გაკეთება სამ წუთშია შესაძლებელი. ბიზნესები პლატფორმას უკავშირებენ კრიპტო საფულეს, ქმნიან ე.წ. ვიჯეტს და ათავსებენ ვებსაიტზე, შემდეგ კი ციფრულად მართავენ გადახდებს.
STORI ქართული სტარტაპია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნება და მომხმარებლებს ბრენდირებული კონტენტის შექმნას, დისტრიბუციასა და სამიზნე აუდიტორიასთან დაკავშირებას სთავაზობს. პლატფორმაზე შესაძლებელია განსხვავებული ფორმატის კონტენტის შექმნა და სხვადასხვა ტიპის ქსელში განთავსება. ამ ეტაპზე STORI-ზე ოთხი საფასო კატეგორიის პაკეტია ხელმისაწვდომი, რომელიც სხვადასხვა ტიპის სერვისს მოიცავს.
ყაზახური სტარტაპი, GoDays ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული ანალიტიკურ ხელსაწყოს ქმნის, რომელიც თანამშრომლებში ე.წ. გადაწვის მდგომარეობის პრევენციას ახდენს.
OHMYSYNT სტარტაპია სომხეთიდან, რომლის ხელსაწყო ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პერსონალიზებულ კონტენტს ქმნის. AI-SYNT-ის დახმარებით, ადამიანების, პროდუქტებისა თუ პერსონაჟების გამოსახულებები ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ხედებში შეიძლება ჩაისვას. ეს მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, წამებში შექმნან ფოტოკონტენტი და ხარჯები შეამცირონ.
Beep აზერბაიჯანული სტარტაპია, რომლის ხელსაწყოს დახმარებით სამუშაო პროცესი მარტივდება — სქრინშოტების, ეკრანის ვიდეოჩანაწერების თუ შეტყობინებების ნაცვლად, თანამშრომლებთან ვიზუალური უკუკავშირისა და დავალებების მიცემა პირდაპირ ეკრანზე, რეალურ დროშია შესაძლებელი. როგორც სტარტაპში ამბობენ, ხელსაწყო კომუნიკაციას 4-ჯერ უფრო აჩქარებს.
HopShop სომხური სტარტაპია, რომელიც ინფლუენსერებსა და მოდით გატაცებულ ადამიანებს საკუთარი სტილის მონეტიზაციის საშუალებას აძლევს. კერძოდ, მომხმარებლები პლატფორმას უკავშირებენ საკუთარ ინსტაგრამ ანგარიშს, შემდეგ აუდიტორიას უზიარებენ პერსონალიზებული ვებსაიტის ბმულს, სადაც ვიზუალური ძიების ხელსაწყოს დახმარებით, თავს იყრის ის (ან მსგავსი) ნივთები, რომლებიც მომხმარებლის ინსტაგრამზე ფიდზე, ფოტოსურათებში ჩანს. საბოლოოდ კი, ყოველ ჯერზე, როცა ვინმე HopShop-ის ბმულიდან ნივთს შეიძენს, მომხმარებელი საკომისიოს იღებს.
და ბოლოს, მეათე სტარტაპია Porte ყაზახეთიდან, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ოპერირებს და მომხმარებლებს “ციფრული კონსიერჟის” სერვისს სთავაზობს. ერთ პლატფორმაზე თავს იყრის ოთახის ციფრული გასაღები, ონლაინ რეგისტრაცია და გასვლა, ოთახის სერვისი, სასტუმროს ნივთების შეკვეთა, wi-fi-ზე წვდომა, უკუკავშირის დატოვების შესაძლებლობა. პლატფორმის მთავარი მიზანი სასტუმროს ოპერაციების გამარტივება და სერვისების მრავალფეროვნების მიღწევაა.
მომდევნო სამი თვის განმავლობაში სტარტაპები აქსელერაციის აქტიურ პროცესში ჩაერთვებიან, საკუთარ პროექტებს დემო დღეზე წარადგენენ და ინოვაციურ ხედვებს ფართო საზოგადოებას გააცნობენ. ასე რომ, წინ ინტენსიური პროცესებია, 500 Georgia-ში მონაწილეობით სტარტაპები საინვესტიციო მიმართულებით ფასდაუდებელ ცოდნას მიიღებენ, გამარჯვებულებს კი კიდევ უფრო მასშტაბური შესაძლებლობებისკენ გაეხსნებათ გზა.
მეტი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ ბმულს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები