საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების შესახებ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ისაუბრებს
საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების მიმართ ახალგაზრდებში ინტერესის ამაღლებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ყველაზე მასშტაბურ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, ეროვნული ბანკის მიერ მოწყობილ ფინანსური განათლების სივრცეში, საქართველოს ბანკიც იქნება წარმოდგენილი.
ბანკის სტენდთან ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ფინანსური განათლების მიღებისთვის საჭირო რესურსებსა და ლიტერატურას, ასევე, გაიგონ მეტი საქართველოს ბანკის მიერ მოსწავლეებსა და სტუდენტებში ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის შექმნილი ისეთი პროდუქტების შესახებ, როგორებიც Student Card-ი და sCoolApp-ია.
გამოფენაზე მისული ახალგაზრდები შეხვდებიან დარგის ექსპერტებს. მოგვიანებით კი გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც ფინანსური სექტორის წარმომადგენლები ფინანსური განათლების კუთხით საინტერესო თემებზე ისაუბრებენ.
საქართველოს ბანკის მხრიდან პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას ლევან ფავლენიშვილი მიიღებს. ის საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და Chevening-ის პროგრამის გამარჯვებულია. ლევანი ამჟამად საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) დირექტორი და ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელია. დისკუსიის ფარგლებში კი ის ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებზე ისაუბრებს.
ლევან ფავლენიშვილისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით არაერთი პროექტი განხორციელდა, რომლებიც ახალგაზრდებში ფინანსური და ეკონომიკური განათლების მიმართ ინტერესის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
ამასთანავე, გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტენდთან სტუმრებს დახვდებათ ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული სახალისო და ინფორმაციული თამაშები, მათ შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საინტერესო ვიქტორინებში და დასაჩუქრდნენ პრიზებით.
"საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს ფინანსური განათლების მხარდაჭერას. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გუნდი აქტიურად ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანს ახალგაზრდებში ეკონომიკური და ფინანსური განათლების დონის ამაღლება წარმოადგენს. GELi-სთან თანამშრომლობით, ჩვენ საქართველოში პირველად გავმართეთ ეკონომიკის ოლიმპიადა, რომელზეც 342 სკოლის 1200-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა. შედეგად, საქართველო ოლიმპიადაზე რეგისტრირებულთა რაოდენობით რეგიონში პირველ ადგილს იკავებდა. ჩვენ ძალიან გვახარებს მოსწავლეების მიერ ეკონომიკისა და ფინანსური განათლებისადმი გამოხატული ინტერესი, რადგან კარგად გვესმის, რომ ფინანსური განათლება სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების მთავარი საფუძველია. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას", - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, განათლების საერთაშორისო გამოფენა 6 და 7 ოქტომბერს, 11:00-19:00 საათზე, ექსპოჯორჯიაში გაიმართება, სადაც როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია უნივერსიტეტების, დაფინანსების მოპოვებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების შესახებ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები