თეგეტა ჰოლდინგს აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია ეწვია
აზიის განვითარების ბანკი თეგეტა ჰოლდინგთან გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავს.
თეგეტა ჰოლდინგს აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ეწვია. სიუზან გაბური, ADB-ის წარმომადგენლებთან ერთად, თეგეტა ჰოლდინგის სათავო ოფისის ინფრასტრუქტურას გაეცნო და შეხვედრა გამართა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან. ოფიციალურ შეხვედრაზე თეგეტა ჰოლდინგის და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. განიხილეს სამომავლო გეგმებიც და გრძელვადიანი პროექტები, რომლებიც პარტნიორობას არაერთი მიმართულებით ითვალისწინებს. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან ერთად, მსხვილ პროექტზე მუშაობს, რაც მწვანე საავტომობილო ეკოსისტემის განვითარებას გულისხმობს.
ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი: "თეგეტა ჰოლდინგისთვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ აზიის განვითარების ბანკთან ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს. ახლა კი განვიხილავთ მასშტაბურ პროექტებს, გრძელვადიან პროგრამებს, რომლებიც ელექტრომანქანების ეკოსისტემის განვითარებას ითვალისწინებს საქართველოში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. თეგეტა ჰოლდინგი პროგრესსა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა და ავტოინდუსტრიაში ინოვაციური პროექტებით გამოირჩევა. ჩვენ ხშირად ვქმნით პრეცედენტებს და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. სულ ახლახან თეგეტა ჰოლდინგმა მწვანე ობლიგაციები გამოუშვა, ემისიის მოსამზადებელ ეტაპზე კი ჩარჩო შეიმუშავა, სადაც, გაწერილ ვალდებულებებთან ერთად, სწორედ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ხელშეწყობაზეც არის საუბარი".
თეგეტა ჰოლდინგს ADB-თან პარტნიორობის გამოცდილება უკვე აქვს. 2023 წლის ივლისში ჰოლდინგმა 20 000 000 ლარის მწვანე ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში სწორედ აზიის განვითარების ბანკის ინვესტიციით გამოუშვა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ჰოლდინგში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელა. ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა მთლიანად მწვანე პროექტებს მოხმარდება, რაც მდგრადი განვითარების მიმართ თეგეტას გრძელვადიან ინტერესს უსვამს ხაზს.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორისაა Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვაფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან ფუკუიამა: "ქართულ ოცნებას" სურს უფრო მჭიდროდ მოსკოვთან იყოს დაკავშირებული, ვიდრე დასავლეთთან
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
-
გადახედვა"შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ "შეუძლებელია სწავლის პროცესის გაგრძელება, რუსული რეჟიმის დამყარების პირობებში" — ხვალ, 21 მაისს, სტუდენტები მარშს გამართავენ
-
-
გადახედვაჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა ჩინეთმა საბრძოლო რობოძაღლები წარადგინა
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვადავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ დავით ქაცარავა კლინიკიდან გაწერეს — მან თქვა, რომ სპეცრაზმელები აქციაზე მის გაგუდვას ცდილობდნენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური კროსვორდი: დაასრულე ცნობილი წიგნის სათაური
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
კომენტარები