საქართველოს ბანკი არქიტექტურის სტუდენტებისთვის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამას იწყებს
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ლიდერული თვისებებით გამორჩეულ, შრომისმოყვარე და მოტივირებულ ახალგაზრდებს ფინანსური ინსტიტუტი ერთი წლის განმავლობაში პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლას დაუფინანსებს.
ამავე პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ინიციატივით შეიქმნა გამორჩეული ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამა. რაც ნიშნავს იმას, რომ ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ 100%-იანი ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსება.
"სიმბოლურია, რომ საქართველოს ბანკის სათავო ოფისი გიორგი ჩახავას მიერ შექმნილ, მსოფლიოში ცნობილ შენობაშია განთავსებული. საქართველოს ბანკის გუნდისთვის განათლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, ჩვენ ხელს ვუწყობთ კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების, გამორჩეული ქართველი ხელოვანების შესახებ ცნობიერებისა და ინტერესის ამაღლებას, რაც ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებში გამოიხატება. ჩახავას სტიპენდიის შექმნა ჩვენი ღირებულებების გაერთიანების შედეგია - გვინდოდა ჩვენი რწმენა ახალგაზრდებსა და მათ პოტენციალში კულტურულ ნარატივში გადაგვეთარგმნა. ასე შევქმენით ჩახავას სტიპენდია, რომელიც გვინდა იქცეს ახალგაზრდებისთვის შეხსენებად, რომ მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი პოტენციალის სრულად ათვისებით, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა მსოფლიო არქიტექტურის რუკაზე კიდევ ერთხელ განათავსონ", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
საქართველოს ბანკის ჩახავას სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად, მათ მიერ შემუშავებული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, თავად შეარჩევს. დეტალური ინფორმაციის მიღებას ახალგაზრდები თავად უნივერსიტეტის ვებგვერდზე ან ადმინისტრაციის დახმარებით შეძლებენ.
სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვაუკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, შესაძლოა, ივნისში დაიწყოს — პოლიტიკო
-
გადახედვამრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში — TI-ს შემოწირულებების საინფორმაციო ბიულეტენი
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
კომენტარები