საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, NASA Space Apps Challenge 2023 წლის ჰაკათონი გაიმართა
NASA Space Apps Challenge მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ჰაკათონია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება. პროექტი 300 ქალაქს მოიცავს და 1000-მდე მონაწილეს აერთიანებს. NASA Space Apps Challenge-ის მთავარი პარტნიორი საქართველოში წელს საქართველოს ბანკია.
ორდღიანი ღონისძიება 7-8 ოქტომბერს GITA-ში გაიმართა. პროექტში მონაწილეობის სურვილი 100-ზე მეტმა გუნდმა გამოთქვა, რომელთაგანაც 30-მდე გუნდი შეირჩა ჰაკათონში ჩასართავად. თუმცა პროექტს არც დანარჩენი მსურველები გამოეთიშნენ, ისინი ვირტუალურად ესწრებოდნენ ვორქშოპებს.
აღსანიშნავია, რომ NASA-ს პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს პროგრამირება, სთორითელინგი, დიზაინი, ტექნოლოგიები, ასტროფოტოგრაფია და ინოვაციები. შესაბამისად, მონაწილე გუნდები ორი დღის განმავლობაში ნასასა და მსოფლიოს მთავარი კოსმოსური ცენტრებისგან მიღებულ რეალურ მონაცემებზე მუშაობდნენ, რათა შეექმნათ გლობალური პრობლემების გადაწყვეტის საკუთარი, ინოვაციური გზები.
გარდა გუნდური შეჯიბრებისა, კონკურსის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ ვორქშოპებს სხვადასხვა სასურველ თემაზე, რომელსაც დარგის წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ. პროექტის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი ვორქშოპები:
- მონაცემთა მეცნიერების საფუძვლები — რუდოლფ ერემიანი, მონაცემთა მეცნიერი, Toptal;
- პროტოტიპირება — რუსო ჩაჩანიძე, Medialab-ის ხელმძღვანელი; ლუკა კაკაბაძე, აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელი, Medialab;
- Introduction to Large Language Models — გიორგი ჯვარიძე, MaxinAI-ის თანადამფუძნებელი და ინჟინერიის დირექტორი;
- მითები Software Engineering-ზე — მერაბ ტატო კუტალია, Google-ის ანდროიდ დეველოპერ ექსპერტი;
- ასტროფოტოგრაფია — სანდრო შუღლაძე, ასტროფოტოგრაფი;
- UI/UX დიზაინის საფუძვლები — ნიკ ოსიპოვი, დიზაინერი, სმარტ აკადემიის ლექტორი.
ღონისძიების ბოლოს პროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ კონკურსში მონაწილე გუნდებისგან საუკეთესო გამოავლინა, რომელიც სპეციალური პრიზით დასაჩუქრდა და რაც მთავარია, მიიღო უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი იდეა წარადგინოს NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ კონკურსზე.
2022 წელს ნასას გლობალურ პროექტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 10 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, გუნდებმა პრიზები სხვადასხვა კატეგორიაში მოიგეს. ტაივანის გუნდმა მიიღო პრიზი ტექნოლოგიის შემუშავებისთვის, რომელიც მზის ქარიშხლის პროგნოზირებისთვის გამოიყენება. ხელოვნებისა და ტექნოლოგიების კატეგორიაში პრიზი მიიღო მასაჩუსეტსის გუნდმა, მათ შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ინტერაქციული და კრეატიული გზით ხსნის კოსმოსურ ამინდს და მის გავლენას დედამიწაზე.
კონკურსში მონაწილეობა სრულიად უფასოა, მთავარია, გქონდეს ინტერესი და მოტივაცია, შენი იდეები კოსმოსურ, გლობალურ პრობლემებს დაუპირისპირო.
NASA Space Apps Challenge ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც უყვარს მეცნიერება და აქვს ინოვაციური იდეები, პროექტის მიზანია მსოფლიო მასშტაბით პერსპექტიული ახალგაზრდების პოვნა და მათი შესაძლებლობების პლანეტისთვის სასარგებლოდ გამოყენება. გუნდში რეალურ მონაცემებზე მუშაობისას და ვორქშოფებზე დასწრებისას დიდ გამოცდილებას იღებ, ამიტომ აუცილებლად უნდა სცადო ბედი მაშინაც კი, თუ ფიქრობ, რომ განსაკუთრებული არ ხარ. შესაძლოა შენი პატარა და მარტივი იდეა გახდეს დიდი აღმოჩენების ინსპირაცია.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
კომენტარები