საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სწავლის 2000 მსურველი დარეგისტრირდა
STEM სკოლა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტია, რომელიც საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
STEM სკოლამ მოსწავლეთა ორი ნაკადი უკვე წარმატებით მიიღო. ჯამში, ონლაინ სკოლაში სწავლის 2000 მსურველი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც სწავლა 400-მდე მოსწავლემ დაიწყო, ხოლო საქართველოს ბანკის სტიპენდია 100-ზე მეტმა მოსწავლემ მოიპოვა.
STEM მიმართულება თანამედროვე სამყაროში ოთხ ყველაზე მოთხოვნად და მნიშვნელოვან სფეროს – საბუნებისმეტყველო მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას აერთიანებს. აღნიშნულ მიმართულებებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში STEM განათლება სკოლის სასწავლო მოდულშიც ჩაემატა. წამყვანი უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებული სტიპენდიების დიდი ნაწილიც სწორედ მომავალი მეცნიერებისთვის და ინჟინრებისთვის არის განკუთვნილი.
შესაბამისად, STEM სკოლა წარმოადგენს შესაძლებლობას მოსწავლეებისთვის, არა მხოლოდ გამოიყენონ, არამედ თავად შექმნან ინოვაციები.
ერთწლიანი ონლაინ კურსის გავლა მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. კურსი ორ მოდულს აერთიანებს, პირველი მოდული თეორიულ ნაწილს მოიცავს, ხოლო მეორე — პრაქტიკულს, თუმცა გაკვეთილები ყოველთვის ინტერაქციულია.
პროექტის განხორციელებით, საქართველოს ბანკის მიზანი რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. სწორედ ამიტომ, ბანკი ყოველწლიურად სკოლაში ჩარიცხულ, 60 მოსწავლეს სწავლას სრულად უფინანსებს და მათ სასწავლო პროცესში საჭირო მოწყობილობებით უზრუნველყოფს.
STEM სკოლაში ჩარიცხვისთვის მოსწავლეებმა ჩააბარეს გამოცდა, რომელიც სკოლაში უკვე ნასწავლ, STEM სკოლის სასწავლო მასალის დაძლევისთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა. როგორც კომაროვის სკოლის დირექტორი ამბობს: "მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან ასეთი დიდი დაინტერესება იძლევა იმედს, რომ მომავლის საქართველო და ახალი თაობა ფეხს აუწყობს ტექნოლოგიურ პროგრესს. მაქვს იმედი, რომ STEM სკოლის მოსწავლეები ცოდნას საუკეთესო საერთაშორისო უნივერსიტეტებში გაიღრმავებენ, შეძენილ უნარებსა და რესურსებს კი საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ მიმართავენ".
პროექტის განსაკუთრებულობა სწორედ ხელმისაწვდომობა და ყველასათვის თანაბარი შესაძლებლობის მიცემაა. STEM სკოლის მთავარი იდეა კი მომავალი მეცნიერების, ტალანტების პოვნა და მათთვის კარგი საბაზისო ცოდნის მიცემაა.
"საქართველოს ბანკში გვჯერა განათლების, ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. ამიტომ, მიზნად ვისახავთ, მოსწავლეებს მივცეთ წვდომა მაღალი ხარისხის განათლებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს მათ, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და შექმნან უკეთესი, უფრო ნათელი მომავალი. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, ჩვენი ძალისხმევით კი უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შევქმენით განათლების შესაძლებლობა. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ მოსწავლეების მხარდაჭერას", - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
პროექტის პირველი მიღება ამჟამადაც წარმატებით განაგრძობს სწავლას, მეორე ნაკადმა კი სულ ახლახან დაიწყო სწავლა და პირველი გაკვეთილის ემოციები უკვე გამოსცადა. STEM სკოლა მომავლის პროექტია, რომელიც ცნობისმოყვარე მოსწავლეებს მეცნიერებისთვის ამზადებს. აქ ახალგაზრდები სწავლობენ, რომ კრეატიული იდეები, ფანტაზია და ტექნიკური ცოდნა ერთად ქმნის ინოვაციას, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ადამიანების ყოველდღიურობა.
-
გადახედვახმაური პარლამენტთან — დააკავეს 2 პირი, მათგან ერთი ჟურნალისტია ხმაური პარლამენტთან — დააკავეს 2 პირი, მათგან ერთი ჟურნალისტია
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო
-
გადახედვალევან ბერძენიშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს ლევან ბერძენიშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს
-
გადახედვაირაკლი კობახიძისა და სახდეპის მაღალჩინოსნის, ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს ირაკლი კობახიძისა და სახდეპის მაღალჩინოსნის, ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს
-
-
გადახედვაპარლამენტთან აქციის მონაწილე დააკავეს — პოლიციამ ის კორდონის სიღრმეში შეიყვანა პარლამენტთან აქციის მონაწილე დააკავეს — პოლიციამ ის კორდონის სიღრმეში შეიყვანა
-
გადახედვაკანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა კანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა
-
გადახედვაპუტინის პრესსპიკერი ამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს რუსული კანონი. მისი და ოცნების არგუმენტები მსგავსია პუტინის პრესსპიკერი ამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს რუსული კანონი. მისი და ოცნების არგუმენტები მსგავსია
-
გადახედვაფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში — რა მოხდა ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზში — რა მოხდა
-
გადახედვასოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს სოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან ბიძინა ივანიშვილზე კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს
-
გადახედვა"კანონი შეიცავს პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკსაც" — იოსელიანი რუსულ კანონზე "კანონი შეიცავს პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკსაც" — იოსელიანი რუსულ კანონზე
-
გადახედვაშავ ლაქად შევა თქვენი სახელები და გვარები საქართველოს ისტორიაში — გიორგი ვაშაძე უმრავლესობას შავ ლაქად შევა თქვენი სახელები და გვარები საქართველოს ისტორიაში — გიორგი ვაშაძე უმრავლესობას
-
-
გადახედვა"თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ..." — ანა წითლიძემ ქართულ ოცნებას ჩამოუთვალა, თუ როგორია მათი ხელისუფლებაში ყოფნის მახასიათებლები "თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ..." — ანა წითლიძემ ქართულ ოცნებას ჩამოუთვალა, თუ როგორია მათი ხელისუფლებაში ყოფნის მახასიათებლები
-
გადახედვასულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია — აკადემიური საბჭო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია — აკადემიური საბჭო
-
გადახედვაბათუმის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ ბათუმის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ
-
გადახედვადუგინი: საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში კი — პატრიოტები დუგინი: საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში კი — პატრიოტები
-
გადახედვაპირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა პირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა
-
გადახედვა38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს 38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს
-
გადახედვაპარლამენტში რუსული კანონის მისაღებად მესამე, საბოლოო მოსმენა დაიწყეს პარლამენტში რუსული კანონის მისაღებად მესამე, საბოლოო მოსმენა დაიწყეს
-
გადახედვააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯიმ ო'ბრაიენი მთავრობის კანცელარიაშია — რა ვიცით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯიმ ო'ბრაიენი მთავრობის კანცელარიაშია — რა ვიცით
კომენტარები