რა არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი და როგორ ვუმკურნალოთ მას?
ალკოჰოლური და გაზიანი სასმელების, ცხიმიანი, მჟავე, ცხარე ან დიდი რაოდენობის საკვების მიღების შემდეგ, ალბათ, არაერთხელ განგიცდიათ გულძმარვა ან რაიმე ტიპის უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში. ეს გასტროეზოფაგური რეფლუქსის ნიშნებია, რომელიც უმეტესად უვნებელი და დროებითია, თუმცა არა ყოველთვის. როდესაც რეფლუქსის ხშირი და ინტენსიურია მას სასუნთქი გზების საკმაოდ სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია.
მაინც რა არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი, როდის გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება მისი ნიშნების მიმართ და როგორია მისი მკურნალობის პროცესი? — აღნიშნული დაავადების შესახებ თოდუას კლინიკის გასტროენტეროლოგი სულიკო ბილისეიშვილი საუბრობს.
რა არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი და რამდენად გავრცელებულია ის?
გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებას (Gastroesophageal reflux disease (GERD)) ახასიათებს კუჭის შიგთავსის პერიოდული რეგურგიტაცია, ანუ უკუამოდინება საყლაპავსა და პირის ღრუში. ის ქრონიკული დაავადებაა და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა მსოფლიო მასშტაბით. ამერიკული და ევროპული სტატისტიკით, გასტროეზოფაგური რეფლუქსი მოსახლეობის დაახლოებით 20-30% აწუხებს. ზუსტი სტატისტიკა საქართველოში ჯერჯერობით არ არის წარმოებული, მაგრამ პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთანაც დაახლოებით იგივე მაჩვენებელია.
რა იწვევს დაავადებას, რა არის მისი მაპროვოცირებელი ფაქტორები?
GERD გამოწვეულია საყლაპავის ქვედა სფინქტერის არასრულფასოვანი ფუნქციონირებით, ანუ მისი გარდამავალი, ხშირი რელაქსაციით, რა დროსაც კუჭის შიგთავსი ამოედინება უკან საყლაპავის მიმართულებით. რეფლუქსური დაავადების თითქმის ნახევარი ასოცირებულია დიაფრაგმის საყლაპავი მილის თიაქართან. GERD-ის რისკ-ფაქტორებს ასევე მიეკუთვნება თამბაქო, ალკოჰოლისა და კოფეინის მოხმარება, სტრესი, სიმსუქნე, ორსულობა, ჩატარებული ოპერაციები კუჭზე და ა.შ.
რეფლუქსური დაავადება საკმაოდ გავრცელებულია როგორც ახალგაზრდა, ისე ასაკოვან პოპულაციაში, მაგრამ საერთო სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ასაკის მატებასთან ერთად გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების ჩივილებიც მატულობს.
რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება გასტროეზოფაგური რეფლუქსი?
გასტროეზოფაგური რეფლუქსის მთავარი სიმპტომია გულძმარვა, წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, რეგურგიტაცია ანუ კუჭის შიგთავსის უკუამოდინება საყლაპავსა და პირის ღრუში, დისკომფორტი ყლაპვის დროს, გულისრევა. ასევე, არცთუ ისე იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა დისკომფორტი და ტკივილი მკერდში, მშრალი ხველა (განსაკუთრებით ღამის საათებში), ბრონქოსპაზმი, ხმის შეცვლა და ხმის დაკარგვა, დენტალური ეროზიები და სხვა.
რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს დაავადებას? როდის ხდება ის სახიფათო?
ნიშნები, რომლებიც მიეკუთვნება სახიფათო ე.წ Red flag სიმპტომებს გახლავთ ყლაპვის გაძნელება (დისფაგია), ტკივილი ყლაპვის დროს (ოდინოფაგია), სისხლიანი ღებინება, შავი ფერის განავალი (მელენა), უმიზეზოდ წონაში კლება და სხვა.
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების ყველაზე ხშირ გართულებას წარმოადგენს რეფლუქს ეზოფაგიტი ანუ საყლაპავი მილის ანთება, ეროზიები, საყლაპავის წყლულები. ყველაზე საყურადღებო გართულებაა ბარეტის საყლაპავის განვითარება, რომელიც თავის მხრივ საყლაპავის ონკოლოგიური დაავადებების გაზრდილ რისკთან ასოცირდება.
ასევე, შესაძლოა გამოვლინდეს არასაყლაპავისეული გართულებებიც, როგორებიცაა ქრონიკული ბრონქიტი, ასპირაციული პნევმონია, რკინადეფიციტური ანემია, ლარინგიტი, ფარინგიტი და ა.შ.
როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?
GERD-ის დიაგნოზის დასმა, ძირითადად, პაციენტის ანამნეზური მონაცემების საფუძველზე ხდება. ასევე შესაძლებელია მივმართოთ ისეთ გამოკვლევებს, როგორებიცაა ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და რენტგენოსკოპიული გამოკვლევა ბარიუმის ფაფის კონტრასტირებით.
როგორია გასტროსტროეზოფაგური რეფლუქსის მკურნალობა?
რეფლუქსური დაავადების მენეჯმენტი მოიცავს როგორც ფარმაკოლოგიურ მიდგომას, ისე პაციენტის მიერ ცხოვრების სტილის მოდიფიკაციას. მედიკამენტოზურ მკურნალობაში მთავარი ადგილი უჭირავს ე.წ. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებსა და ანტაციდებს. ცხოვრების სტილის მოდიფიკაციაში კი იგულისხმება GERD-ის მაპროვოცირებელი ფაქტორების შეზღუდვა, როგორებიცაა ალკოჰოლის, თამბაქოს კოფეინის მოხმარების შეწყვეტა, ჭარბი წონის შემთხვევაში წონაში კლება. მნიშვნელოვანია საკვების მცირე პორციებად და ხშირად მიღება, ასევე, დაძინებამდე მინიმუმ 3 საათით ადრე ვახშმობა. ამასთან ერთად, უნდა შეიზღუდოს მაღალი მჟავიანობის მქონე საკვები და სასმელები რაციონში.
გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პოზიციის შერჩევა ძილის დროს — პაციენტმა უნდა გამოიყენოს მაღალი სასთუმალი, რათა წოლის დროს მხრები და თავი კუჭზე მაღალ პოზიციაში მოექცეს.
GERD-ის მკურნალობისთვის ასევე შესაძლოა მივმართოთ ანტირეფლუქსური ქირურგიული მკურნალობის მეთოდებს. მაგრამ ეს უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში ხდება, კონკრეტულად კი მაშინ, როდესაც დაავადება არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას, არ კუპირდება ცხოვრების სტილის მოდიფიკაციით და ვლინდება სხვადასხვა ტიპის გართულებით. ასევე, როდესაც ადგილი აქვს ძალიან დიდი ზომის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრის არსებობას.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები