თეგეტა ჰოლდინგმა კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის ორ ნომინაციაში გაიმარჯვა
თეგეტა ჰოლდინგმა კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსში ექვსი ნომინაციიდან ორ კატეგორიაში გაიმარჯვა — "მდგრადი მოხმარება და წარმოება" და "ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა". კომპანია ჟიურის რჩეული გახდა პროექტებისთვის "თეგეტა გარემოსთვის" და "თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის".
კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023-ის დაჯილდოების ცერემონიას რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა. კონკურსი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, შვედეთის მთავრობისა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოში წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა.
"თეგეტა ჰოლდინგისთვის" ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კარგად წარმოაჩენს ჩვენს მიდგომას სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმართულებით", — აღნიშნავს ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი, — "თეგეტა ჰოლდინგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი CSR სტრატეგიით ხელმძღვანელობს, სადაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ გარემოსა და საზოგადოებაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ. მაგალითად, მიმდინარე წელს 20 მლნ ლარის მწვანე ობლიგაციები გამოვუშვით, ექსკლუზიურად გარემოსდაცვითი ინიციატივებისთვის. უკვე ვმუშაობთ მწვანე ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარების კუთხით. ეს გამარჯვება კი დასტურია, რომ კომპანიას აქვს მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. წინ კიდევ დიდი გეგმები გვაქვს და ეს გამარჯვება ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია გახდება".
პროექტი "თეგეტა გარემოსთვის" აერთიანებს ჰოლდინგის კომპლექსურ მიდგომას გარემოზე ზრუნვის კუთხით და მოიცავს 2022-2023 წლებში შექმნილ ყველა იმ მწვანე ინიციატივას, რომელიც კომპანიამ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში განახორციელა. პროექტი 3 მიმართულებას აერთიანებდა: მდგრადი ტრანსპორტირება ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანი მართვა და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები.
რაც შეეხება პროექტს "თეგეტა სოციალური საწარმოებისთვის", ის აერთიანებს ჰოლდინგის მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოების გაძლიერებისთვის განხორციელებულ პრო ბონო პროექტებს. თეგეტა ჰოლდინგი 2022 წლიდან საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრია და სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდასაჭერად, თანამშრომლების ჩართულობით, არაერთ აქტივობას ახორციელებს. გარდა ამისა, სოციალური საწარმოების მხარდაჭერას ჰოლდინგი უზრუნველყოფს პლატფორმაზე Tegeta care.
კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023 განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა პროგრესულ, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნესმოდელებს ეყრდნობა და მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორისაა: Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. თეგეტა ჰოლდინგი, 3 000-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
-
გადახედვაბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
-
გადახედვათუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას თუ საქართველოს ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, აშშ განიხილავს ვიზალიბერალიზაციას, მნიშვნელოვან სამხედრო და სავაჭრო დახმარებას
-
გადახედვამეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს მეცნიერებმა მარტოსული ადამიანებისთვის ოქსიტოცინის ცხვირის სპრეი შეიმუშავეს
-
გადახედვაასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს ასტრონომებმა მასიური შავი ხვრელების ყველაზე შორეული შეჯახება დააფიქსირეს
-
გადახედვასენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
-
გადახედვა26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 21 მაისიდან, თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება — დეტალები
-
გადახედვა"პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე "პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია. მასში აღწერილია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც რუსული კანონით ირღვევა" — გიორგი მსხილაძე
-
-
გადახედვანახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სოლიდარობის ნიშნად, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება
-
-
-
გადახედვამეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს მეცნიერებმა ადამიანის სათესლე ქსოვილებში პლასტმასის მიკრონაწილაკებს მიაგნეს
-
გადახედვახვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ ხვალ, 21 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ, ახალგაზრდები კიდევ ერთ აქციას გამართავენ
-
გადახედვასაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ე.წ ოფშორების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვადღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ დღეს 18 საათზე, მეთორმეტეკლასელები "თეთრპერანგიანების მარშს" გამართავენ
-
გადახედვა2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა 2022 წლის შემდეგ პირველად, კომპანია Blue Origin-მა ეკიპაჟიანი მისია განახორციელა
-
-
გადახედვახვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში ხვალიდან ტემპერატურა იმატებს — როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში
-
გადახედვაშსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა
კომენტარები