ჰამასის მიერ მძევლად აყვანილ გოგოს დაბადების დღეზე მისმა საყვარელმა ჯგუფმა სიმღერა მიუძღვნა (ვიდეო)
იაკოვ და ლიორა არგამენების ოჯახში 12 ოქტომბერი ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. ეს თარიღი მათი შვილის, ნოას, დაბადების დღეა. თუმცა, წელს ნოას დაბადების დღე მის გარეშე გადაიხადეს. ახალგაზრდა ქალი ისრაელის სამხრეთით გამართულ ფესტივალზე თავდასხმისას ჰამასმა მძევლად აიყვანა. ნოას და მისი შეყვარებულის გატაცების ვიდეო ინტერნეტსივრცეშიც გავრცელდა.
12 ოქტომბერს ნოა 26 წლის გახდა. მის ოჯახში ამ დღის აღსანიშნავად გაშლილ სუფრაზე ორი ცარიელი ადგილი იყო: ერთი ნოასთვის, მეორე — მისი შეყვარებულისთვის, ავინათან ორისთვის.
ნოვას ფესტივალი, რომელიც ღაზის სექტორის მახლობლად, რე'იმის კიბუცში (ისრაელური დასახლების ტიპი) ტარდებოდა, 7 ოქტომბრის დილას ჰამასის თავდასხმის ერთ-ერთ პირველ სამიზნედ იქცა. ღონისძიების ზოგიერთმა სტუმარმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ ჰამასმა ნაწილი მძევლად აიყვანა, ნაწილი კი — დახოცა. ოფიციალური ცნობებით, ღონისძიების ტერიტორიაზე, სულ მცირე, 260 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. დაღუპულებს შორისაა ნოას ახლო მეგობარიც.
იაკოვ და ლიორა არგამენებს იმედი აქვთ, რომ მათი შვილი ცოცხალია. გოგოს მშობლები იმედოვნებენ, რომ დაბადების დღის მილოცვა ნოამდე როგორღაც მაინც მიაღწევდა.
ნოას ამბავმა კი მსოფლიოში უამრავ ადამიანამდე მიაღწია, მათ შორის, მის საყვარელ მუსიკალურ ჯგუფამდე. ცნობილმა ისრაელურმა ბენდმა ლოლა მარშმა ინსტაგრამზე ვიდეოც გამოაქვეყნა და ნოას სიმღერა მიუძღვნა.
"ორი საათის წინ მივიღე შეტყობინება, რომ ჰამასის მიერ გატაცებული ნოა არგამანის საყვარელი ჯგუფი ლოლა მარში ყოფილა", — ტირილნარევი ხმით ამბობს ვიდეოში ჯგუფის სოლისტი, იაელ შოშანა კოენი, — "მისი საყვარელი სიმღერა კი She's a Rainbow არის.
"ამიტომ, ამ სიმღერას შენ გიძღვნი, ნოა. ვიცი, რომ მალე ცოცხლადაც გიმღერებ. ამის მართლა მჯერა. გაგიცნობ და მადლობას გადაგიხდი. ეს სიმღერა შენ, შენს ოჯახსა და მეგობრებს, რომლებიც ახლა ძალიან განიცდიან".
ნოას დედა კი, რომელიც ჩინეთიდანაა, თავისი ქვეყნის ლიდერს, სი ძინპინს, დახმარებას სთხოვს. 61 წლის ლიორა არგამანი კიბოს ებრძვის და ამბობს, რომ შვილის გატაცების ამბავმა ტკივილი გაუმძაფრა.
სხვათა შორის, ჩინეთს ჰამასის თავდასხმა ოფიციალურად არ დაუგმია. ამის გამო დასავლელი პოლიტიკოსებისგან კრიტიკაც დაიმსახურა. თუმცა, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ნოვას ფესტივალზე დახოცილ, დაშავებულ და გატაცებულ ადამიანებს შორის ჩინეთის მოქალაქეებიც არიან.
რა ხდება ისრაელში
7 ოქტომბერს, გამთენიისას, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო, რომელსაც არაერთი ქვეყანა თუ გაერთიანება, მათ შორის ევროკავშირი და აშშ, ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. მოულოდნელი შეტევა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო, მის სამიზნედ კი მშვიდობიანი ადამიანებიც იქცნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმას ისრაელში, სულ მცირე, ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა სამხედრო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ ქვეყანა "ამ ომში გაიმარჯვებს". ისრაელს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს მსოფლიო ლიდერებმაც, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
კომენტარები