წიგნები საქართველოს ბანკის იდეათეკიდან
არსებობს თაროები, რომლებსაც გულგრილმა არ უნდა ჩაუარო — საქართველოს ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იდეათეკაა, სადაც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული წიგნებია თავმოყრილი. როგორც ამბობენ, ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანს რომ აკმარებს თავს — სულო და გულო.
ბევრი წიგნის გარემოცვა რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენადვე ჰგავს გზაგასაყარს — საით წახვიდე, რომელი გზა ამოირჩიო.
დათო გორგილაძემ საქართველოს ბანკს განუცხადა, რომ მას ღრმად სწამს ოლივანდერის მაღაზიის ჯადოსნური ჯოღების მსგავსად, რომ თქვენი წიგნი თავადვე ამოგირჩევს, მაგრამ ხანდხან რჩევაც არაა ცუდი. ცუდი არ არის, მაგრამ სარისკოა.
გორგილაძე ასევე საუბრობს მის რჩეულ წიგნებზე, რომელსაც იდეათეკიდან ურჩევს მკითხველს
"მე კი ღრმად მწამს, რომ ოლივანდერის მაღაზიის ჯადოსნური ჯოხების მსგავსად, შენი წიგნი თავადვე ამოგირჩევს, მაგრამ ხანდახან რჩევაც არაა ცუდი. ცუდი არ არის, მაგრამ სარისკოა.
იქნებ მხოლოდ შენ აღგაფრთოვანა და სხვის ნერვებს ძვრა ვერ უყო. დაგრჩება მერე ის სხვა ნაწყენი და შეიძლება აგითვალწუნოს კიდეც.
ლოცვისა არ იყოს, კითხვაც დახურულ კარს მიღმაა სწორი. [გონიერი მკითხველი იოლად მიმიხვდება, რომ ოთახში გამოკეტვას და ისე კითხვას არ ვგულისხმობ. ღმერთო კი მომკალი, რამდენი ერთი ისეთი წიგნი წამიკითხავს ავტობუსში, სკვერში ან სამსახურში, ანუ ხალხის რიარიაში, რომ დღემდე მაცხოვრებენ თავიანთ ფურცლებში და მიმალავენ იქიდან გამოსასვლელ გზებს]. ვამბობ იმას, რომ ადამიანებისა არ იყოს, ტექსტთანაც საჭიროა გაჩნდეს ქიმია. ეს ქიმია სიტყვით ვერ აიხსნება და ხანდახან არც უნდა სცადო.
ოდნავ მაღალფარდოვნად ვიტყვი: შენი წიგნი ისაა, რომლიდანაც გამოძვრება უხილავი ხელი, ჩაგავლებს ქეჩოში და შეგათრევს შიგნით; გატარებს თავისი გზებით, გაცხოვრებს საკუთარ პერსონაჟებთან ერთად და იქნებ მთავარიც მოახერხოს – თანაუგრძნო მათ.
სამიჯნურო ამბების მსგავსად, ამ საქმეში რჩევები სარისკო საქმეა, მაგრამ ერთი საოცარი პერსონაჟის, რენდელ პატრიკ მაკმერფისა არ იყოს, მე მაინც ვცდი.
იყოს აქ რამდენიმე ისეთი წიგნი, რომელმაც ჩემი ცხოვრების სხვადასხვა დროს ამაღელვა, მაფიქრა, გამამხნევა ან შემცვალა; რომლებსაც ხანდახან ვუბრუნდები კიდეც; რომელთა გადაფურცვლის დროს ისევ მიპყრობს განცდა, რომელიც ძალიან ჰგავს… ძალიან ჰგავს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ:
"სამნი ნავში თუ ძაღლს არ ჩავთვლით" — ჯერომ ჯერომი
ლიტერატურას უყვარს გზა. მითუმეტეს მაშინ, თუ ამ გზას მეგობრები ადგანან. ჯერომ ჯერომის ტექსტის შემთხვევაში კი ტემზას მიუყვებიან. პერსონაჟების გადაადგილებას A პუნქტიდან B პუნქტამდე (ბოდიში მომითხოვია მათემატიკური ტერმინოლოგიის შემოტანის გამო), თუკი გმირებს მიზანი აქვთ, ყოველთვის ახლავს თან თავგადასავალი და ფათერაკები. აქაც ასეა: ჯორჯი, ჰარისი, ჯეი და ცუგა, სახელად მონმორანსი, მიუყვებიან ტემზას კინგსტონიდან ოქსფორდამდე და ეს ტექსტიც, თავდაპირველად უბრალოდ მოგზაურთა მეგზურად რომ იყო ჩაფიქრებული, საინტერესო, თავშესაქცევ და სასაცილო თავგადასავლად იქცევა.
უცნაურია, მაგრამ ახლაც კი მახსოვს ყველა განცდა, რომელიც შორეულ ბავშვობაში ამ ტექსტის კითხვის დროს დამეუფლა. განცდა კი არა, ყველა ის ამბავი მახსოვს, რომელიც მაშინ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში კითხვის პარალელურად.
"ვა, სოფელო" — ზაირა არსენიშვილი
თელავი გიყვართ? პრინციპში, თელავი როგორ არ უნდა გიყვარდეთ. სხვანაირად ვიკითხავ: თელავი იცით?
თუმცა, სიყვარულიცაა და სიყვარულიც, ცნობაცაა და ცნობაც. ზაირა არსენიშვილის ამ რომანმა ერთიც გამიათმაგა და მეორეც.
ეს ტექსტი გვიან აღმოვაჩინე (ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის მკითხველების უდიდესმა ნაწილმა), სულ რამდენიმე წლის წინ, როცა რომანი ხელახლა გამოიცა. ავტორს, რომელსაც ალალად და უსაყვედუროდ ვუწოდებ სიტყვის ოსტატს, ჩრდილში ყოფნა უყვარდა. ჩრდილში ყოფნა და მაღალი ლიტერატურის შექმნა. ბევრმა არ იცოდა, რომ თურმე კინოს არაჩვეულებრივი სცენარების მიღმა ზაირა არსენიშვილის ხელიდან საოცარი რომანები და მოთხრობები დნებოდა.
“ვა, სოფელო” ქალაქსა და ადამიანებზეა, მაგრამ ამ ქალაქისა და ამ ადამიანების ბედის ჩვენებით ავტორი მთელი ქვეყნისა და ხალხის ბედსაც ხატავს მთელი თავისი ტრაგიზმით, ტერორითა და სინამდვილით.
თანამედროვე მკითხველს წიგნის დიდი გაბარიტები აშინებს ხოლმე. ვერც გაამტყუნებ, დრო ცოტაა, საქმე და კარგი საკითხავი – ბევრი, მაგრამ ზაირა არსენიშვილის შემთხვევაში ამ შიშისთვის თვალებში ჩახედვა ნამდვილად ღირს.
"ბუზთა ბატონი" — უილიამ გოლდინგი
ეს წიგნი ბავშვებზეა, მაგრამ ვერ იტყვი, რომ ბავშვებისთვისაა.
მე ყმაწვილკაცობისას ჩამივარდა ხელში. სწორედ მაშინ, როცა წაკითხული და გარეთ, უბანში ნანახი სისასტიკე ხშირად ერთმანეთის მსგავსი იყო. ერთი სიტყვით, სულზე მომისწრო.
ლიტერატურის ძალაც ხომ ეგაა: ინსტრუქციასავით ახლავს ხოლმე თან ცხოვრებას. ან უფრო ცხოვრების გაშიფვრის ხელსაწყოა. იქნებ ცხოვრებასთან შეგუების ინსტრუმენტი. ვინ იცის. ერთი კია: ხანდახან ვიღაც კარგი მწერლის თავში მოფიქრებული, გამრუდებული სამყარო უფრო რეალურია, ვიდრე ჩვენ გარშემო არსებული.
ჯერ ეს სამი არაჩვეულებრივი ტექსტი იყოს. შეიძლება წაკითხულიც გქონდეთ, მაგრამ გადაკითხვას, საკუთარი თავისთვის რაღაც-რაღაცების შეხსენებასა და ხელახლა აღფრთოვანებას რა უდგას წინ?
არც არაფერი.
სულაკაურის წიგნის მაღაზიებში საქართველოს ბანკის იდეათეკის თაროზე განთავსებულ წიგნებს 25%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ."
საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებისა და იდეათეკის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები