რა უნდა ვიცოდეთ გრიპის ვირუსის ვაქცინაციის შესახებ
მოკლედ: დღეიდან, 16 ოქტომბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
დეტალები: რისკჯგუფებისთვის — ადამიანებისთვის დაავადების გართულების მომატებული რისკით, ვაქცინაცია უფასოა.
- ჯანდაცვა ამბობს, რომ სახელმწიფომ შეიძინა 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა.
- და ეს პრეპარატი მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია გრიპის სეზონზეა მოსალოდნელი.
- სეზონურ გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ აქ.
რატომ არის მნიშვნელოვანი:
თსსუ-ს პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე, განმარტავს, რომ დეკემბრიდან გრიპის შემთხვევები მოიმატებს და ოქტომბრის შუა რიცხვებში იმუნიზაციის შემთხვევაში, რისკის ჯგუფში შემავალი პირები გართულებებისგან დაცულები იქნებიან.
- "გრიპის გავრცელება პიკს დეკემბერ-იანვარში აღწევს-ხოლმე, შესაბამისად, იმ დროისთვის ორგანიზმს მაქსიმალური დაცვა უნდა ჰქონდეს.
- გრიპის ვაქცინა გაკეთებიდან 2 კვირაში იწყებს მოქმედებას, ასე რომ, თუ ახლა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიკეთებთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, პირველი ნოემბრიდან თქვენი ორგანიზმი იქნება სრულად მზად გრიპის ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, პიკის პერიოდში", — გვითხრა ივანე ჩხაიძემ.
ვისთვის არის რეკომენდებული გრიპის ვაქცინა
ექიმი განმარტავს, რომ გრიპის ვაქცინა არ არის უნივერსალური და არ არის რეკომენდაცია, ყველამ გაიკეთოს.
გვითხრა, რომ გრიპზე იმუნიზაციის ძირითადი სამიზნეა რისკის ჯგუფები, ვისთვისაც, გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, გართულებების ალბათობა მაღალია.
ვინ მოიაზრებიან რისკჯგუფებში:
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის, ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით, მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:
- დიაბეტის მქონე პირები;
- დიალიზზე მყოფი პირები;
- C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
- აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
- ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;
- აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
- ორსულები;
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
- ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
- სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი.
რა ვირუსები ცირკულირებს ახლა?
- "ლაბორატორიული ნიმუშები აჩვენებს, რომ რესპირატორული ვირუსების გავრცელების თვალსაზრისით პირველ ადგილზე რინოვირუსებია", — გვითხრა ჩხაიძემ — "ეს არის სასუნთქი სისტემის დაავადება, რომელიც შემოდგომა-ზამთარში განსაკუთრებით აქტიურდება."
- მეორე ადგილზე, სიხშირის მიხედვით, "ძველი კორონავირუსია".
ექიმი შეგვახსენებს, რომ მართალია, კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო, მაგრამ არსად გამქრალა და სავარაუდოდ, არც გაქრება: "ის მუდმივად დარჩება იმ ვირუსული პეიზაჟის ნაწილად, რაც განაპირობებს ავადობას, განსაკუთრებით, ზამთრის თვეებში".
შეგვიძლია გრიპზე ვაქცინაცია მომდევნო თვეებში, თუ ამას ახლა ვერ ვახერხებთ?
- სპეციალისტის განმარტებით, მართალია, აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის ბოლოა, თუმცა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ნებისმიერ დროს ეფექტიანია.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები