ვინ არის ჰამასის ლიდერი, რომელიც ყველაზე სასტიკი თავდასხმების უკან დგას
ლიდერის ვინაობა, რომელიც ისრაელზე ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმების უკან დგას, იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ მისი მხოლოდ რამდენიმე ფოტო არსებობს, მათ შორის — შავი სილუეტი, რომელსაც, პერიოდულად, პალესტინაში მისი მხარდამჭერები დემონსტრაციების დროს, ტრანსპარანტებზე იყენებენ.
რა ვიცით მასზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით,
- მოჰამედ დეიფი, ღაზის სექტორში, ჰამასის სამხედრო ფრთის ლიდერია.
- 2015 წელს, აშშ-ის ხელისუფლებამ დეიფი საერთაშორისო ტერორისტად გამოაცხადა და თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტებსა და ისრაელელი სამხედროების გატაცებაზე პასუხისმგებელ პირად ცნო.
- სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, 2014 წელს, ღაზაში ომის დროს, დეიფი ჰამასის თავდასხმის სტრატეგიას უძღვებოდა.
"სტუმარი" ტერაქტებს მიღმა
მიუხედავად იმისა, რომ დეიფის როლი უმნიშვნელოვანესია ჰამასის ყველაზე ცნობილი თავდასხმების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ის ყველასთვის მიუწვდომელ და მოუხელთებელ ადამიანად რჩება.
ყოველთვის უცნობია მისი კონკრეტული ადგილსამყოფელი, სავარაუდოდ, ამიტომ შეარჩია სახელად "დეიფი", რაც "სტუმარს" ნიშნავს.
- ჰამასის ლიდერი არასდროს ჩნდება საჯაროდ და არავინ იცის მისი ნამდვილი სახელი.
- დეიფის რამდენიმე ფოტო არსებობს მხოლოდ, მათ შორის, მისი ახალგაზრდობის ფოტო, სადაც, დაახლოებით 25 წლამდეა, კიდევ ერთი ფოტო — ნიღბით აქვს გადაღებული.
გზავნილები ისრაელის წინააღმდეგ
- შაბათს, 7 ოქტომბერს, თავდასხმის დაწყების დღეს, ჰამასის სატელევიზიო არხმა მუჰამედ დეიფის მიმართვა გაავრცელა. მიმართვა წინასწარ იყო ჩაწერილი.
დეიფი ამბობდა, რომ თავდასხმები იყო პალესტინის წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებულ მოქმედებაზე პასუხი, ჰამასის ოპერაციას კი "ალ-აქსას წარღვნას", ან "ოპერაცია ალ-აქსას ქარიშხალს" უწოდებდა.
- ფრაზა უკავშირდება იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთს, რომელიც მუსლიმებისთვის მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა ადგილია.
- აპრილში ისრაელის პოლიციამ მეჩეთში სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ათობით მორწმუნე დაშავდა.
- გავრცელებული ცნობებით, დეიფთან ერთად, თავდასხმების მზადებაში მონაწილეობდა ჰამასის კიდევ ერთი ლიდერი, იაჰია სინვარი, თუმცა სწორედ დეიფი იყო პირი, ვინც სტრატეგია და დეტალები შეიმუშავა.
პასუხი ისრაელისგან
- ისრაელმა, პასუხად, ოფიციალურად გამოუცხადა ომი ჰამასს და მას შემდეგ შეუჩერებლად ბომბავს ღაზის სექტორს.
- გაეროს წარმომადგენლებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ კონფლიქტი ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანს ღაზას.
- ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გასული კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ ღაზის სექტორში საკვები და საწვავი აღარ შევა. 2.3 მილიონზე მეტი ადამიანი ღაზის სექტორში რჩება, რადგან ერთადერთი გასასვლელი ეგვიპტის ტერიტორიაზე მათთვის დაკეტილია.
- ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ 350 ათასზე მეტი რეზერვისტი უკვე მზად არის სახმელეთო შეტევისთვის ღაზაში, რაც მსხვერპლს კიდევ უფრო გაზრდის.
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
-
გადახედვა"ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი "ადამიანები იმიტომ კი არ ვართ, რომ IQ გვაქვს, ადამიანებად ჩვენ გვხდის ემპათია" — გია დვალი
-
გადახედვაგანათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება პროტესტის გამო, სასწავლო პროცესის შეჩერების ფაქტებთან დაკავშირებით
-
-
გადახედვაკანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები კანონი მიუსაფარ ცხოველებს დახმარების გარეშე დატოვებს — ცხოველთა უფლებადამცველები
-
გადახედვა"შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი "შევხვდით დაკავებულ 16 პირს, სამი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე მიუთითებს, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისიც" — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასაიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია? საიდან იგებს Google Maps, რომ გზა გადაკეტილია?
-
გადახედვა"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" — განცხადებაში 11 ამერიკელი სენატორი სანქციების კონკრეტულ ზომებზე საუბრობს
-
გადახედვადაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში — ადვოკატი
-
გადახედვაბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან ბაიდენის პრესსპიკერი: თუ ამ კანონმდებლობას საბოლოოდ მიიღებენ, ეს გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობა საქართველოსთან
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია აქციის დროს დაკავებული კონსტანტინე თოხაძე თავისუფალია
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ ო'ბრაიენი: თუ ივანიშვილი ყველაფრის სათავეშია და ამ გზას გააგრძელებს, მაშინ ვფიქრობ, ეს [სანქციები] არის ის, რასაც განვიხილავთ
-
გადახედვა"შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება "შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავები იყენებენ" — იოსელიანი ქაცარავას ცემის ფაქტს ეხმიანება
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო ქაცარავას ცემის ფაქტზე, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გამოძიება დაიწყო — საგამოძიებო
-
გადახედვარა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე რა გავიგეთ ო'ბრაიენისგან მოსალოდნელ სანქციებზე, მთავრობასთან პირისპირ საუბრებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების კარგ და ცუდ პერსპექტივებზე
-
გადახედვადავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს დავით ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა — მას სახის ძვლების მოტეხილობები აქვს
-
გადახედვაგმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა გმირთა მოედანზე მოქალაქეებმა გზის გადაკეტვა სცადეს — პოლიციამ მათი ნაწილი ძალის გამოყენებით დააკავა
-
გადახედვამიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ მიხაელ როთი და ევროპელი პოლიტიკოსები რუსთაველზე, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მივიდნენ
კომენტარები