რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

18 Oct. 2023, 15:17

დღეს ერთი სწორი რამ გითხრათ ზურაბიშვილმა, რომ ეს სამარცხვინო პროცესი მოაწყო ქართული ოცნების პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და რუსეთმა. რაღაც არ გქონდათ მძაფრი რეაგირება ამაზე; რუსეთს როდესაც ახსენებენ, იცით-ხოლმე ხელოვნურად თავის გაბრაზება, მაგრამ რაღაც ამ თავის გაბრაზების პროცესში ვერ ჩავარდით დღეს. იცით, რატომ მან არ ახსენა მან მესამე [ივანიშვილი]? ვინაიდან, ასე ვთქვათ, ის წასულია პოლიტიკიდან. სალომე ზურაბიშვილმა ისევ გადააფარა ხელი ივანიშვილს. რომ, თითქოს, ის ხომ აღარ არის პოლიტიკაში, ის ხომ წავიდა აქედან... ამიტომ თურმე, რუსეთი ყოფილა დამნაშავე და თქვენ, ქართული ოცნების ლიდერები, მაგრამ ბიძინა არსად არ არის. ჯანდაბას, დადგება დრო და იტყვის, სადღაც მემუარებში დაწერს ათი წლის მერე, ახლა თუ ვერ ბედავს. მაგრამ რამდენიც არ უნდა ვაკრიტიკოთ მისი შეცდომები, და ძალიან ბევრი შეცდომა მოსვლია, დღეს, სალომე ზურაბიშვილი თქვენთან მიმართებაში არის სწორი, ის დგას ევროპის გზაზე და საქართველოს ინტერესებს იცავს

— განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო პროცედურა მიმდინარეობს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  3. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  4. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ეკომეგობრულობა, როგორც ბრენდის მთავარი ღირებულება — კომპანია უსულის ისტორია

დიდი ხნის მეგობრების, სოფო ლაპიაშვილისა და მაკა ნოსელიძის კომპანია უსული ერთ-ერთი პირველია ქართულ ბაზარზე, რომლის ნიშაც…