სამი ძირითადი წესი, რომელიც ყველა დამწყებმა ინვესტორმა უნდა გაითვალისწინოს
საინვესტიციო სამყაროს ყოველდღიურად უამრავი ახალი ინვესტორი ემატება. საფონდო ბირჟები სავსეა ახალბედა ინვესტორებით, რომლებიც ამ სფეროში საკუთარი გზის გაკვალვას ცდილობენ. თუ შენც მათ რიგებს მიეკუთვნები — დამწყები ინვესტორი ხარ, ან აქციებით ვაჭრობას ახლო მომავალში აპირებ, გამოგვყევი და ამ სტატიაში რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.
ანალიტიკოსები და ინვესტირებაში გამოცდილი ადამიანები ამბობენ, რომ ვიდრე აქციებით ვაჭრობას დაიწყებ, ეს სამი ძირითადი წესი უნდა გაითვალისწინო:
კარგად გაიაზრე, რა რისკის აღება გსურს
მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტირების სამყაროში რისკი ფულის დაკარგვის ალბათობაა. თუ არ გსურს შენი ინვესტიციების გარკვეული ნაწილი დაკარგო, მაშინ მაღალრისკიან აქციებს უნდა მოერიდო და ინვესტირება ისეთ დაბალრისკიან პროდუქტებში განახორციელო, როგორებიცაა, მაგალითად: ETF-ები და ობლიგაციები.
ETF ერთგვარი სავაჭრო ფონდია, რომელიც საკუთარ თავში სხვადასხვა სახის აქტივს აერთიანებს. მასში ინვესტირებით ფულს ფასიანი ქაღალდების კრებულში აბანდებ.
უნდა გაითვალისწინო, რომ დაბალრისკიანი ფასიანი ქაღალდები მოკლევადიან პერიოდში შედარებით დაბალშემოსავლიანები არიან. თუმცა, თუ დამწყები ინვესტორი ხარ, სავარაუდოდ, აჯობებს, რომ ცოტას და გარანტირებულ შემოსავალს დასჯერდე. გახსოვდეს, შედეგებს შენივე გადაწყვეტილებების მიხედვით მიიღებ.
დაიწყე ინვესტირება რაც შეიძლება ადრე
ანალიტიკოსები გირჩევენ, რომ გარკვეული თანხა რეგულარულად უნდა გადადო. მაგალითად, თუ შენ ყოველ კვირა საფონდო ბირჟაზე 100 დოლარის ინვესტიციას განახორციელებ, წლიური ამონაგები კი 10%-ია, 30 წელიწადში 1 მილიონი დოლარი დაგიგროვდება. აქედან შენ მიერ ჩადებული თანხა კი მხოლოდ 156 000 დოლარი იქნება.
საიდუმლო არ არის, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებ ინვესტირებას და რაც უფრო გრძელვადიანია შენი საინვესტიციო პერიოდი, მით უფრო მეტი იქნება საფონდო ბირჟისგან მიღებული მოგება. ამასთან, ახლა საქართველოს ბანკის მობილბანკში აქციაა — აქ საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და ვაჭრობა საკომისიოს გარეშე, უფასოდ არის შესაძლებელი.
შექმენი დივერსიფიცირებული პორტფელი
მარტივად რომ ვთქვათ, დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნა შემდეგ იდეას ემყარება — ნუ ჩადებ ყველა კვერცხს ერთ კალათაში. საინვესტიციო სამყაროში სხვადასხვა ფინანსური პროდუქტი სხვადასხვა რისკიანობით ხასიათდება. შესაბამისად, რისკების შემცირებისთვის მნიშვნელოვანია, შენი კაპიტალი სხვადასხვა ტიპის პროდუქტებში დააბანდო.
თუ დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნა გსურს, ფული ერთდროულად ჩადე აქციებში, ობლიგაციებსა და ETF-ში. ამასთან, შენი კაპიტალი განათავსე დეპოზიტებზეც და არ დაგავიწყდეს უძრავი ქონება, რომელიც საინვესტიციოდ თითქმის ყოველთვის მიმზიდველი სექტორია.
მთავარია, საფონდო ბირჟებზე კარგად შეაფასო შენი მიზნები, განსაზღვრო შენი რისკიანობა და განახორციელო რეგულარული ინვესტიციები. თუ გსურს კიდევ უფრო მეტი გაიგო აქციებით ვაჭრობის შესახებ, გაიარე საქართველოს ბანკის ბიზნესკურსი. გაითვალისწინე, რომ კურსის სრულად გავლის შემდეგ პირველი 3 000 მომხმარებელი მობილბანკში ანგარიშის გახსნისას საჩუქრად 10 დოლარს მიიღებს.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მობილბანკში აქციაა — 31 ოქტომბრამდე საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და ვაჭრობა შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, უფასოდ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
გადახედვასაპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა საპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაკობახიძე: დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით კობახიძე: დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით
-
გადახედვაირაკლი კობახიძის თქმით, ო'ბრაიენს სურდა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს უარი უთხრა ირაკლი კობახიძის თქმით, ო'ბრაიენს სურდა ივანიშვილთან შეხვედრა, თუმცა ივანიშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანს უარი უთხრა
-
გადახედვამოვინახულეთ 23 დაკავებული, ყველა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და მათ დაზიანებებიც აქვთ — სახალხო დამცველის აპარატი მოვინახულეთ 23 დაკავებული, ყველა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და მათ დაზიანებებიც აქვთ — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაადვოკატის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი ნაცემია, აქვს სისხლჩაქცევები და სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი ადვოკატის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი ნაცემია, აქვს სისხლჩაქცევები და სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი
-
გადახედვამყარი სუპერდედამიწის გარშემო ატმოსფეროს ყველაზე დამაჯერებელ კვალს მიაგნეს მყარი სუპერდედამიწის გარშემო ატმოსფეროს ყველაზე დამაჯერებელ კვალს მიაგნეს
-
გადახედვაცოტა შოკში არიან, საერთოდ რომ არავინ შეხვდათ ხელისუფლებიდან — ბაია პატარაია ევროპის ქვეყნების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე ცოტა შოკში არიან, საერთოდ რომ არავინ შეხვდათ ხელისუფლებიდან — ბაია პატარაია ევროპის ქვეყნების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე
-
გადახედვასაპროტესტო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს საპროტესტო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს
-
გადახედვაიმედმა და რუსთავი 2-მა წაშალეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ო'ბრაიენს ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი ჩამოაქვს იმედმა და რუსთავი 2-მა წაშალეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ო'ბრაიენს ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტი ჩამოაქვს
-
გადახედვახვალ, 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ, კულტურის მარში გაიმართება ხვალ, 14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ, კულტურის მარში გაიმართება
-
გადახედვარუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
-
გადახედვა"დღეს დავტოვე განცხადება და წამოვედი. მე არ ვეთანხმები ხელისუფლების კურსს" — ივლიანე ხაინდრავა "დღეს დავტოვე განცხადება და წამოვედი. მე არ ვეთანხმები ხელისუფლების კურსს" — ივლიანე ხაინდრავა
-
გადახედვა19:00 საათზე სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას მარშით შეუერთდებიან 19:00 საათზე სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას მარშით შეუერთდებიან
-
გადახედვამასშტაბური კვლევის მიხედვით, ინტერნეტი კეთილდღეობასთან ასოცირდება მასშტაბური კვლევის მიხედვით, ინტერნეტი კეთილდღეობასთან ასოცირდება
-
გადახედვაDRI: აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ ჩაითვლება კანონიერ საპოლიციო ღონისძიებად DRI: აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ ჩაითვლება კანონიერ საპოლიციო ღონისძიებად
-
გადახედვაCENN: გვინდა, თითოეულ პარლამენტარს შევახსენოთ, რომ ევროპული კურსის ცვლილების დამღუპველ შედეგებზე იღებენ პასუხისმგებლობას CENN: გვინდა, თითოეულ პარლამენტარს შევახსენოთ, რომ ევროპული კურსის ცვლილების დამღუპველ შედეგებზე იღებენ პასუხისმგებლობას
-
გადახედვამნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით — ბრიტანეთის საელჩო მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით — ბრიტანეთის საელჩო
-
გადახედვავუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების პროტესტს და ვაცხადებთ: შეუძლებლად მიგვაჩნია სასწავლო პროცესის გაგრძელება — სტუდენტები ქუთაისიდან ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების პროტესტს და ვაცხადებთ: შეუძლებლად მიგვაჩნია სასწავლო პროცესის გაგრძელება — სტუდენტები ქუთაისიდან
-
გადახედვარა წერია 12 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვაში ბორელისა და ვარჰეის მიმართ, რუსულ კანონთან დაკავშირებით რა წერია 12 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვაში ბორელისა და ვარჰეის მიმართ, რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაკახა კალაძე: როგორ შეიძლება, მე ან ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი. წარსულში მინდა დავაბრუნო ჩემი შვილები? კახა კალაძე: როგორ შეიძლება, მე ან ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი. წარსულში მინდა დავაბრუნო ჩემი შვილები?
კომენტარები