ნიკა მელია

25 Oct. 2023, 15:20

მე მაქვს იმის შესაძლებლობა, უფლებაც და ფუფუნებაც, ვთქვა, რომ მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რაც მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად. 2013 წელს ამ ბრძოლაში როდესაც შემოვედი, სხვა მიზნებით, სხვა ინტერესით შემოვედი და არა ვანო მერაბიშვილის თანამებრძოლების გამო.

ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვინც ჩათვლის, რომ იმ ადამიანებთან უნდა იყვნენ, რომლებიც სიყალბით, თვალთმაქცობით კადრულობენ იმას, რასაც კადრულობენ და ივანიშვილის წისქვილზე დაასხეს წყალი. როდესაც სიმართლეს ამბობ, ბევრ ადამიანს სტკივა.

ვიდრე აბასთუმანში გამოკეტილი ადამიანი მართავს სახელისუფლო პარტიას და საზოგადოებისგან იზოლირებული კეზერაშვილ-მერაბიშვილი მართავს "ნაციონალურ მოძრაობას", ყოველთვის გაიმარჯვებს აბასთუმანში გამოკეტილი ადამიანი. ვერ ვხედავ ღირებულებით კავშირს ამ ადამიანებთან, ეს არის მიტაცებული პარტია, რომელსაც განიხილავენ ბიზნესპროექტად.

არ ვაპირებთ, ვიყოთ იმ ადამიანებთან, ვინც არ ემსახურება ქართველ ხალხს. ხომ საუბრობენ, რომ ნიკა მელია წავა, რატომ ნერვიულობენ, თუ გავნულდებით და თუ არაფერი ჩვენ არ ვართ, რატომ ნერვიულობენ? მიხედონ საქმეს.

ამ ბატონმა, ხაბეიშვილმა და სხვებმა ღამის 12:00 საათზე ბრიფინგი ჩაატარეს ცენტრალურ ოფისში, აყარეს, გააღვიძეს ოპერატორები, ჟურნალისტები, პროდიუსერები, არიქა, მიხეილ სააკაშვილი კვდებაო, 12:00 საათზე ჩანიშნეს აქცია-ბრიფინგი, რას აკეთებენ დღეს? ესეც სიყალბეა. კი არ ატყუებენ ადამიანებს, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამცირებდნენ მაგით.

ალერგიულად ვრეაგირებ სიყალბეზე და ტყუილზე და ამას ვერ ავიტან ოჯახის წევრისგანაც. ჩემი გზა არის სიმართლის და ღირსების გზა და ამ გზას არ გადავუხვევ


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  2. გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
  3. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
  4. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  5. რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ნახეთ: მეტეორმა პორტუგალიისა და ესპანეთის ცა მომწვანოდ გაანათა

18 მაისს, ადგილობრივი დროით 18:46 საათზე, პორტუგალიისა და ესპანეთის ცაზე მოულოდნელად მომწვანო-მოცისფრო სინათლე…