თინა ბოკუჩავა

28 Oct. 2023, 13:20

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ნატო-ში, ევროკავშირში გაწევრიანება, ჰყავს პრორუსული ხელისუფლება და ეს ყველას ძალიან კარგად ესმის, უკვე ჩვენს პარტნიორებს.

როგორ უნდა შევცვალოთ ეს?

ეს უნდა შევცვალოთ არჩევნებით, ამიტომ ყველას ძალიან კარგად ესმის 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობა, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პოლიტიკური არჩევნები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მაქსიმალურად ადვოაკტირებთ, რომ იყოს ძალიან მაღალი მხარდაჭერა საქართველოსი ამ არჩევნებამდე, მათ შორის სენატიდან, რომ იყოს მაღალი დონის დელეგაციები, რომ იყოს რაც შეიძლება მეტი რეზოლუცია საქართველოზე, რაც შეიძლება მეტი მოსმენა, რომ სენატის ერთი მოსმენა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ჩატარდა შავი ზღვის თემაზე და ასევე, სადამკვირვებლო და მათ შორის გრძელვადიანი სადამკვირვებელო მისია USAID-დან, სწორედ იმიტომ რომ ხელისუფლებას ასე ეშინია მომავალი არჩევნების.

ისინი თავს ესხმიან USAID-ს, ცდილობენ ამ ორგანიზაციის დისკრედიტაციას, რაც შეუძლებელია იმიტომ, რომ ძალიან მაღალია მხარდაჭერა აშშ-ს კონგრესში, ეს იქნება წარმომადგენლობითი პალატა, თუსენატი იმისთვის, რომ USAID-მა გამოაგზავნოს ძალია ბევრი დამკვირვებელი დამკვირვებელი საქართველოში, არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომლებიც თვეებით ადრე ჩამოვლენ საქართველოში იმისთვის, რომ შემდეგ არჩევნებში აისახოს ქართველი ხალხის ნება, რაც აუცილებლად გამოიწვევს დღევანდელი რუსული რეჟიმის ცვლილებას და ხელისუფლებაში მოიყვანს კოალიციურ პროდასავლურ დემოკრატიულ ძალებს.

— თქვა თინა ბოკუჩავამ. ბოკუჩავა იმყოფება აშშ-ში, სადაც ენმ-ის და სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტიკური კოალიცია შეხვედრებს მართავს. ისინი დღეს სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტს შეხვდნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  5. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სტრესული მოვლენები, როგორიცაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა ან განქორწინება, ადამიანს…