რა მოხდა გასულ კვირას? — 10 ამბავი, რომელიც შეიძლება გამოგრჩა
როგორც ყოველთვის, გასული კვირაც საკმაოდ დატვირთული იყო სამწუხარო, საინტერესო და რამდენიმე სახალისო ამბით. ტრადიციულად, ერთ სტატიაში გავაერთიანეთ ის სიახლეები, რომლებიც შეიძლება გამოგრჩა.
1. მეთიუ პერი გარდაიცვალა
Friends-ის მსახიობი და ჩენდლერის როლის შემსრულებელი მეთიუ პერი 28 ოქტომბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.
უფრო ვრცლად: მეთიუ პერის ცხოვრება ფოტოებში
2. ცნობილი მსახიობი თენგიზ არჩვაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
მსახიობს კარიერის განმავლობაში 45 კინოროლი აქვს შესრულებული. ის 1954 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. 1967-1972 წლებში ის რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
3. ტეილორ სვიფტმა მორიგი ძველი ალბომი გამოუშვა ხელახლა — 1989 (Taylor's Version)
ქართველი ფანებისთვის ტეილორის ერთ-ერთი გამორჩეული ალბომი 27 ოქტომბრის დილას დაიდო. ძველ და საყვარელ სიმღერებთან ერთად ალბომში მსმენელებისთვის აქამდე უცნობი 5 ახალი სიმღერაა: "Slut!", Say Don't Go, Now That We Don't Talk, Suburban Legends და Is It Over Now?.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
4. ტეილორ სვიფტი მილიარდერი გახდა
ტეილორ სვიფტის უამრავ რეკორდს კიდევ ახალი დაემატა — თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსი მილიარდერი გახდა. Bloomberg-ის მიხედვით, სვიფტის ქონების ღირებულება $1,1 მილიარდს შეადგენს. Bloomberg იმასაც წერს, რომ სვიფტი იშვიათ გამონაკლისთა შორისაა — იმ ადამიანებს შორის, ვინც მილიარდერის სტატუსს მხოლოდ საკუთარი მუსიკით მიაღწიეს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
5. ნინი ბრეგვაძემ ამერიკული The Voice-ის რინგის რაუნდში გაიმარჯვა
ნინი ბრეგვაძემ, რომელიც კონკურსში სასცენო სახელით Nini Iris მონაწილეობს, რინგის რაუნდში კონკურსანტ სოფია ჰოფმანს გაუწია კონკურენცია. კონკურსის მონაწილეებმა ცნობილი როკ ჯგუფის, Blondie-ის, სიმღერა Heart of Glass შეასრულეს და ჟიური საკმაოდ რთული გადაწყვეტილების წინაშეც დატოვეს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
6. პერის ჰილტონი სოციალურ ქსელში შვილის შესახებ უხეშ კომენტარებს გამოეხმაურა
ამის მიზეზი ისაა, რომ 8 თვის პატარა შეურაცხმყოფელი კომენტარების სამიზნე გახდა და სოციალური ქსელის მომხმარებლები ბავშვის თავის ზომაზე უხეშად საუბრობდნენ.
"როცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარ, კომენტარებს თავიდან ვერ აიცილებ, მაგრამ ასეთ კონტექსტში ჩემი ან სხვისი შვილის მიზანში ამოღება გაუმართლებელია. ასეთი კომენტარები იმაზე მეტად მტკენს გულს, ვიდრე სიტყვებით გადმოცემა შემიძლია. ძალიან ბევრს ვშრომობდი ისეთი გარემოს შესაქმნელად, რომელშიც მთავარი სიყვარული, პატივისცემა და მიმღებლობა იქნებოდა, სანაცვლოდ კი იმავეს ველი" — წერს პერის ჰილტონი ინსტაგრამზე.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
7. ბელა ჰადიდი ისრაელი-ჰამასის ომს გამოეხმაურა
ცნობილი ამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდი ისრაელი-ჰამასის ომს კონფლიქტის დაწყებიდან თითქმის სამი კვირის შემდეგ ეხმაურება და ამბობს, რომ "ღაზაში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს". ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ჰადიდმა "დუმილისთვის" მოიბოდიშა — "რთული და საშინელი ბოლო ორი კვირისთვის შესაფერისი სიტყვები უნდა შემერჩია".
"მეტხანს ვეღარ გავჩუმდები", — წერს მოდელი, — "დუმილი გამოსავალი არაა. პალესტინელ ხალხს და ბავშვებს, განსაკუთრებით ღაზაში, ჩვენი დუმილი ძვირად დაუჯდებათ. ჩვენ არ ვართ მამაცები, ისინი — არიან".
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
8. The Crown-ის ბოლო სეზონის ტრეილერი გამოვიდა
სერიალი The Crown (გვირგვინი), რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ეხება, მაყურებელმა პირველად 2016 წელს იხილა და მალევე შეიყვარა. ამჟამად შოუს ბოლო, მე-6, სეზონის გამოსვლას ველით, რომელიც როგორც ტრეილერში ჩანს, პრინცესა დაიანას ცხოვრების ბოლო წლებზე და მის ტრაგიკულ ბედზე მოგვიყვება. მის როლს ბოლო სეზონში ელიზაბეტ დებიკი ასრულებს.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
9. ცნობილი გახდა, რომ ისრაელის სკოლებში გრეტა თუნბერგის სახელს სასწავლო პროგრამიდან ამოიღებენ
ისრაელის სკოლებში ცნობილი შვედი გარემოსდამცველი აქტივისტის, გრეტა თუნბერგის, სახელს სასწავლო პროგრამიდან ამოიღებენ. ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა იოავ კიშმა ბრიფინგზე განაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზი თუნბერგის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტია, რომლითაც აქტივისტმა ისრაელი-ჰამასის ომის ფონზე მხარდაჭერა პალესტინას გამოუცხადა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
10. გავრცელებულ ვიდეოში ჩინური ლუდსახარშის თანამშრომელი ავზში შარდავს — დაწყებულია გამოძიება
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩინური ლუდის Tsingtao-ის მწარმოებელი კომპანია სკანდალში ეხვევა. ინტერნეტსივრცეში ცოტა ხნის წინ ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, როგორ ძვრება საწარმოს კედელზე ლუდსახარშის უნიფორმაში გამოწყობილი პირი და შარდავს ავზში, რომელშიც, სავარაუდოდ, სასმლის ინგრედიენტებია მოთავსებული.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
კომენტარები