ინვესტორი, რომელიც სოხუმის აეროპორტის აღდგენას გეგმავს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მაღალჩინოსნის შვილია
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კითხვის გასაადვილებლად, OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
ცნობილი გახდა, ვინ არის რუსი ინვესტორი, რომელიც ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის აღდგენას გეგმავს — ის რუსეთის ყოფილი შს მინისტრის და ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის შვილია.
პარასკევს, აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ და რუსეთის ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ განაცხადეს, რომ სადავო ტენდერი მოსკოვში ახლად დაარსებულმა კომპანიამ "ინფრასტრუქტურულმა განვითარებამ" მოიგო. კომპანიის მფლობელი ნურგალიევის შვილია, მასაც რაშიდ ნურგალიევი ჰქვია.
ბიზნესმენის მამა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა და ის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, დასავლეთისგან სანქცირებულ პირებს შორის არის.
რუს ინვესტორთან გარიგებამ, აეროპორტის აღდგენასთან დაკავშირებით, გააჩინა შიში, რომ შესაძლოა, აფხაზეთი აღმოჩნდეს ვალში, რამაც ის ე.წ. სუვერენიტეტის დაკარგვამდე მიიყვანოს.
ნურგალიევმა განაცხადა, რომ აეროპორტის აღდგენა, რომელიც 1992 წლის შემდეგ აღარ მუშაობს, რუს ტურისტებს აფხაზეთში მოგზაურობას გაუმარტივებს.
"რუსი ტურისტების ინტერესი აფხაზეთის კურორტებისადმი წლიდან წლამდე იზრდება", — განაცხადა ნურგალიევმა და აღნიშნა, რომ თანამედროვე აეროპორტი საშუალებას მისცემს აფხაზეთის ტურისტულ პოტენციალს, სრულად იქნეს რეალიზებული.
კომპანია "ინფრასტრუქტურული განვითარების" გენერალურმა დირექტორმა, სერგეი გიბკოვმა თქვა, რომ კომპანია გეგმავს, სარესტავრაციო სამუშაოებთან ერთად, აეროპორტის ახალი კომპლექსიც ააშენოს.
აეროპორტის გახსნა 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
განცხადებამ აფხაზეთის ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაში კრიტიკა გამოიწვია.
ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა იზიდა ჭანიამ ტენდერი 2010 წლის რკინიგზის პროექტს შეადარა — ჩაშლილ ტენდერს, რომელმაც "ქვეყანა დიდ ვალში ჩაძირა".
თუმცა, აეროპორტის აღდგენას მხარს ბევრი უჭერს. აფხაზი მეწარმის, ასტამურ ლაკაშიას თქმით, აეროპორტი შექმნის უამრავ ახალ სამუშაო ადგილს და ინფრასტრუქტურას.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები