შალვა პაპუაშვილი

1 Nov. 2023, 15:07

სამწუხაროდ, ჩვენი პარლამენტი არ არის დაცლილი ეთიკის გარკვეულ ზღვარზე სიარულისგან, ხანდახან გადამეტებებით, რაც საერთო კონტექსტით არის განპირობებული. სამწუხაროდ, ისეთი წრეა, სადაც რთულია შემდეგ ტყუილ-მართალის გარკვევა და მიდის ურთიერთბრალდებები. მე, ჩემი მხრივ, როდესაც გამოსვლის დროს გარკვეული ზღვარი იქნება გადალახული, მექნება რეაგირება.

მე არ მახსენდება ოპოზიციიდან ვინმე, ერთი ადამიანი - ქალი ან კაცი, რომ ბოდიში მოეხადა. საერთოდ რაც აქ, მაგალითად, თეა წულუკიანს ოთხმა ქალმა დეპუტატმა აკადრა და რაც სხვა დროსაც ყოფილა, ამიტომ თუ გამოვიტანთ გუშინდელი დღიდან დასკვნას: ერთი რამ არის, შეიძლება ყველას მოუვიდეს რაღაც გადაცდომა.

აქ მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ ბატონმა ირაკლიმ, რაც შეეხებოდა მისი გამოსვლის ბოლო 5 წამს, თქვა, რომ შეიძლება გადაამეტა ამ მხრივ და ბოდიში მოიხადა. მოდი, დავაფასოთ ეს ბოდიში. ეს კულტურა იქნებ როგორმე თქვენთანაც დაამკვიდროთ და როგორმე ბოდიშის მოხდა თქვენც შეძლოთ ხოლმე, როდესაც ასეთი გადამეტება ხდება. თუნდაც დღეს, ქალბატონმა ანა წითლიძემ რაც იკადრა, რა სიტყვებიც თქვა და არც გუშინ დაუკლია მას. მე, ყველანაირად შევეცდები, როდესაც დეპუტატის გამოსვლის დროს გარკვეული ზღვარი იქნება გადალახული, მქონდეს რეაგირება.

— აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. 31 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქართული ოცნების დეპუტატებმა, ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა, შეურაცხმყოფელი, სექსისტური და ღირსების შემლახავი ლექსიკა გამოიყენეს პარლამენტში, ქალი დეპუტატების — თეონა აქუბარდიასა და ანა წითლიძის მიმართ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  3. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით

მოკლედ: დავით ქაცარავა ამბობს, რომ რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე, მშვიდობიან დემონსტრანტებსა და სპეცრაზმელებს შორის…