დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკი დაიწყო
იცი რა არის ბუთქემფი?! და თუ არა — მაშინ იცოდე, რომ შენ გამოტოვე ყველაზე საინტერესო, ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური სასწავლო დეზინფორმაციასთან ბრძოლის ბანაკი საქართველოში!
ბანაკში მოხვედრის სურვილი 200-მდე ადამიანმა გამოთქვა, რომელთაგან მხოლოდ 54 ჟურნალისტს, მკვლევრებს და მონაცემთა დამუშავებაზე მომუშავე მეცნიერს მიეცა საშუალება დასწრებოდა, წამყვანი მენტორების (ISFED, GRASS, DFRLab, GMC, IFACT-დან) სამუშაო შეხვედრებს და გამოეყენებინათ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც შექმნეს ისეთმა ინოვაციურმა კომპანიებმა როგორიცაა: Pulsar.ai, MettaMine და Wavetech. Ai.
გაინტერესებთ რა ისწავლეს მონაწილეებმა? გარდა იმისა, თუ როგორ მოახდინონ დეზინფორმაციის ნაკადების და ტენდენციების პროგნოზირება, მონაწილეებმა გაიგეს, როგორ გამოიყენონ ღია წყაროები გამოძიებისთვის და როგორ გამოავლინონ კოორდინირებული ორგანიზებული სოციალური ქსელები. არც მეტი არ ნაკლები, ამ საქმის გაკეთება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა შესაძლებელი, როგორიცაა: Datavision, ხელსაწყო, რომელიც კვლევისა და გამოძიებისთვის აგროვებს საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს ღია საჯარო წყაროებიდან, ავლენს კავშირებს ადამიანებს, კომპანიებს, პოლიტიკურ პარტიებს შორის, გვაძლევს ინფორმაციას საკვლევი ობიექტის შესახებ რეალურ დროში და ახდენს ინფორმაციის და მონაცემთა ვიზუალიზაციას; MediaSpeech, ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ვიდეო ან აუდიო კონტენტის ქართულ ენაზე ტრანსკრიფციას. მისი სიზუსტე Google-ის ანალოგიური ხელსაწყოს სიზუსტეს 10-ჯერ აღემატება. და ბოლოს, IBEX — ტექნოლოგია, რომელიც იყენებს მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებით, ახდენს სოციალურ მედიაში მონაცემთა კონსოლიდაციას, აანალიზებს ინფორმაციის ნაკადების ტენდენციებს და ავლენს სოციალურ მედიაში ქცევას.
დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკის პარტნიორის, ForSet-ის წარმომადგენლის ჯუბო ბერიძიშვილი განმარტებით, ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ არამხოლოდ მიიღონ ინფორმაცია კვალიფიციური ტრენერებისგან, არამედ პრაქტიკაშიც გამოიყენონ ის ცოდნა, რომელსაც ბანაკის ფარგლებში მიიღეს.
"ბუთქემფი არის ერთადერთი და უნიკალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს მედიის და აკადემიის წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებს, უფრო ეფექტურად გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბუთქემფის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ამ ტენოლოგიებით შექმნან საინტერესო მასალები და ამისთვის მიიღონ ჯილდო", — განმარტავს ბერიძიშვილი.
Zinc Network-ის ინოვაციებისა და სწავლების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ანნა აბზიანიძის თქმით ბანაკს მიმართ უკვე არსებობს ინტერესი საერთაშორისო დონეზეც.
"შეგვიძლია სიამაყით აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ბანაკს უკვე გამოეხმაურა კანადის მთავრობის გლობალური საქმეთა წარმომადგენლობა, რომელიც დეზინფორმაციაზე სწრაფი რეაგირების მექანიზმის მეშვეობით, საერთაშორისო მასშტაბით უცხოური სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციასთან გამკლავებაზე მუშაობს და აფინანსებს დეზინფორმაციის საპასუხო ახალ, ინოვაციურ პროექტებს. კანადის მთავრობამ, საქართველოში სწორედ ჩვენი პროექტი შეარჩია. შედეგად ჩვენ გავზარდეთ როგორც პროექტის გამარჯვებულებისთვის საგრანტო ფონდი, ასევე ბანაკის ფარგლებში აქტივობები", — ამბობს ანნა აბზიანიძე.
და რა მოხდება მერე? ბანაკის მეორე ეტაპზე, მონაწილეები, მენტორების დახმარებით, ისეთ საგამოძიებო და კვლევითი მასალების შექმნაზე მუშაობენ, როგორებიცაა რუსული კავშირები და საინფორმაციო ოპერაციები, ყალბი ამბები, ანტიდასავლური კამპანიები, დეზინფორმაციის კოორდინირებული ქსელები და სხვა.
მასალებზე მომუშავე მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია ჰონორარი, გამარჯვებული ნაშრომების ავტორებისთვის — დამატებითი საგრანტო ფონდი 7500 ლარამდეა. და ეს ყველაფერი არ არის, მასალებზე მუშაობის პარალელურად, გუნდებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ DataFest Tbilisi 2023-ს და მოისმინონ მოხსენებები დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
კომენტარები