ნიკა მელია

4 Nov. 2023, 12:13

"მიშამ ხომ გითხრათ წადითო და წადით, რააა!" — ამ ხალხის საყურადღებოდ:
თქვა და გააკეთე არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ. მითუმეტეს, არ მივიღებ ამ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა.


მიშამ ისიც თქვა: ვაშაძეს მოშივდაო, ამიტომ წავიდა და ბიძინას საქმე აკეთაო...ბნელ მხარეს გადავიდაო. რა აკეთა და რა როლი შეასრულა კონკრეტულ პროცესებში, ბევრს გვახსოვს...


ახლა კი გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც, მიშას თქმით, მოშივებულ გადამხტარ, გამძღარ და მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად, დადის და ამ ხალხს პარტიას, მათ სამართლიან კრიტიკას კი ლანძღვას ეძახის...
სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებთ, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან, ამომრჩევლის ან პარტიის რიგითი წევრის თვალით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  2. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
  3. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  4. რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
  5. საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში

გირჩევთ

ახლა კითხულობენ