რას წერს საკუთარ ქონებასა და შემოსავლებზე ღარიბაშვილი დეკლარაციაში
30 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია განაახლა.
დეტალები: ღარიბაშვილს აქვს სამი ბინა, ავტომობილი, ავტოფარეხი და არასაცხოვრებელი ფართი თბილისში. მის საკუთრებაშია:
- 2019 წელს ნაყიდი, იმავე წელს გამოშვებული ავტომობილი — აუდი A8. ამისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 75 620 ევრო დახარჯა. დეკლარაციაში მიუთითებს, რომ აუდი განვადებით იყიდა.
- 2009 წელს, 100 000 ლარად ნაყიდ ბინასა და 10 000 ლარად ნაყიდ ავტოფარეხს ფლობს გაგარინის ქუჩაზე;
- 2011 წელს, ორი ბინა იყიდა მოსაშვილის ქუჩაზე. აქედან ერთის ღირებულება იყო 185 000 ლარი, მეორე ბინის ფასი დეკლარაციაში არ მიუთითებია.
- 2011 წელსვე, 6 711 ლარად ნაყიდი აქვს არასაცხოვრებელი ფართი ასევე, მოსაშვილზე.
- 221 000 ლარი აქვს მითითებული გრაფაში — საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თქვენი ან ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
- მოგზაურობის ხარჯი: 8 868 დოლარი.
- დანაზოგი: 40 000 ლარი.
- წლიური ხელფასი: 41 004 ლარი.
- ივანიშვილის ბანკის ვალი: ცოლთან, ნუნუ თამაზაშვილთან ერთად არის 137 120 ლარის თანამსესხებელი — მათ ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქართული ბანკიდან სესხი აიღეს 2019 წელს, ბაკურიანში, ნუნუ თამაზაშვილის სახლის მშენებლობისთვის.
- საჩუქარი მშობლებისგან: 180 000 ლარი.
სტრიქონებს შორის: ღარიბაშვილი, მშობლებისგან "საჩუქრად" მიღებულ დიდი ოდენობის თანხებს გასული წლების დეკლარაციებშიც მიუთითებდა: ეს იყო 150 000 ლარი 2022 წლის დეკლარაციის მიხედვით და ასევე, 150 000 ლარი — 2021 წლის დეკლარაციის მიხედვით.
კონტექსტი: 2023 წლის სექტემბერში, ტვ პირველზე გავიდა ნოდარ მელაძის შაბათის საგამოძიებო სიუჟეტი, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ღარიბაშვილმა, აშშ-ში შვილთან ერთად პირადი ფრენისთვის სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა.
- ამას მოჰყვა მთავრობის სტრატკომის განმარტება, რომ ამისთვის პრემიერ-მინისტრს საბიუჯეტო თანხები არ გამოუყენებია.
- სტრატკომის განცხადებამ ახალი კითხვა გააჩინა: როგორ შეუძლია ღარიბაშვილს, დაახლოებით, 100 000 ლარის გადაიხადოს აშშ-ში პირადი ფრენისთვის, როდესაც მისი დეკლარირებული შემოსავლების მიხედვით, მისი წლიური შემოსავალია 41 000 ლარი.
ნუნუ თამაზაშვილის ქონება: 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, ნუნუ თამაზაშვილი ფლობს 2018 წელს ნაყიდ, იმავე წელს გამოშვებულ ავტომობილს RANGE ROVER VELAR-ს, რისთვისაც, დეკლარაციის მიხედვით, 46 000 ევრო გადაიხადა.
- მიწა ბაკურიანში: ღარიბაშვილის ცოლი ფლობს 1530 კვ.მ ფართის ნაკვეთს, რაშიც 76 500 დოლარი გადაიხადა.
- შვილების სწავლის ხარჯები: დეკლარაციის მიხედვით, ამ ხარჯებს ნუნუ ღარიბაშვილი ფარავს: 12 000 ლარი ნიკოლოზ ღარიბაშვილის სწავლისთვის, 6 698 ლარი ანდრია ღარიბაშვილის სწავლისთვის და ასევე, ანდრია ღარიბაშვილის სწავლის გასავალში აქვთ მითითებული დამატებით 13 545 ლარი, ხოლო გაბრიელ ღარიბაშვილის სწავლის ხარჯი 9 534 ლარია.
ბოლო ხაზი: 2022 წელს ცნობილი გახდა, რომ ნუნუ თამაზაშვილს ბაკურიანში 5 958 კვ.მ ტყე იჯარით გადაეცა.
- საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბაკურიანში ტყის ნაწილით 49-წლიანი ვადით შეუძლიათ ისარგებლონ.
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
კომენტარები